თბილისი:
მანჩესტერი:
14-07-2015, 10:08
ავტორი: Goginashvili777,
ნანახია: 1664,
კომენტარები: 6
რობსონი: "იუნაიტედმა" ლიდერი შეიძინა"
ბრაიან რობსონის აზრით, ბასტიან შვაინცტაიგერი კლუბს დიდებას დაუბრუნებს.
რობსონი:
"მანჩესტერ იუნაიტედის" ყოფილი კაპიტანი, ბრაიან რობსონი მიიჩნევს, რომ ბასტიან შვაინშტაიგერის სახით "მანჩესტერ იუნაიტედი" ნამდვილ ლიდერს მიიღებს.

გერმანელი ნახევარმცველი გუშინ ოფიციალურად გახდა "იუნაიტედის" ფეხბურთელი. ბასტიანმა, რომელსაც ბუნდესლიგის რვა, ჩემპიონთა ლიგისა და მსოფლიო ჩემპიონატის ტიტული აქვს მოპოვებული, "წითელ ეშმაკებთან" 3-წლიანი კონტრაქტი გააფორმა.

"შვაინშტაიგერი არის ფეხბურთელი, რომელიც "იუნაიტედს" აკლდა. არის მაიკლ კერიკი, რა თქმა უნდა, რომელსაც იგივე გამოცდილება და ცოდნა აქვს. როცა გასულ სეზონში იგი ვერ თამაშობდა, ვხედავდით, რომ "იუნაიტედი" იგივე გუნდი არ იყო.

შვაინშტაიგერი აბსოლუტური ტოპ-დონის ფეხბურთელია და მისი შედეგები თავისთავად მეტყველებს მასზე. ის არის მოთამაშე, რომელსაც შეუძლია, "იუნაიტედი" მწვერვალზე დააბრუნოს",
- განაცხადა რობსონმა.

ბრაიანს მიაჩნია, რომ შვაინშტაიგერის ასაკი ხალხმა არა ნეგატიურად, არამედ პოზიტიურად უნდა მიიღოს.

"ხალხი მის ასაკს მიაქცევს ყურადღებას და ეჭვქვეშ დააყენებს ფეხბურთელის პოტენციალს, რომელსაც მალე 31 წელი შეუსრულდება, მაგრამ ამას არანაირ მნიშვნელობას არ ვანიჭებ.

იმისთვის, რასაც "იუნაიტედი" ეძებდა, შვაინშტაიგერი შესაფერის ასაკშია და მჯერა, მას შეუძლია გუნდი უმაღლეს საფეხურზე აიყვანოს, რადგან შვაინშტაიგერის სახით "იუნაიტედმა" ჭეშმარიტი ლიდერი მიიღო".


წყარო: dailymail
სიახლეები
6 კომენტარი
№1
ავტორი: AkkRed
14 ივლისი 2015 10:18
  • სიახლეები: 74
  • კომენტარები: 4669
აგერ ნახავთ თუ რა შეუძლია ამ კაცს. ზოგიერთმა რომ დაიწუნა 30 წელზე მეტია და 2 წელში ესეც აღარფრად ივარგებს, მაგრამ ნურას უკაცრავად როგორც მინიმუმ 35 წლამდე ძაან მაგარ ფეხბურთს ითამაშებს
0
№2
ავტორი: Manchester_M
14 ივლისი 2015 10:33
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 4027
AkkRed,
ტრამვიანობდა კიდეც ამ ბოლო დროს და რავი იმედია ეგრე იქნება :))
0
№3
ავტორი: RojoDiablo
14 ივლისი 2015 10:33
  • სიახლეები: 7065
  • კომენტარები: 8687
Manchester_M,
მაგაზე ილაპარაკა სხვათაშორის ბასტიმ და მერე წაიკითხავ
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№4
ავტორი: Jorbe-Jorbe
14 ივლისი 2015 10:42
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 1279
Germanuli xasiati iko sachiro manchestershi da kaia shvaina... ⚽
0
№5
ავტორი: GeorgeBest
14 ივლისი 2015 16:26
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
ნახევარდაცვას ზუსტად ეს ლიდერი აკლდა
0
№6
ავტორი: BECKSY-7
14 ივლისი 2015 22:10
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1
იმედი მაქვს შედეგიანი იქნები ბასტიან :)
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top