თბილისი:
მანჩესტერი:
14-07-2015, 10:30
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2408,
კომენტარები: 5
"სოლფორდ სიტი" - "მანჩესტერ იუნაიტედი" U21
"იუნაიტედის" ლეგენდათა გუნდისა და რეზერვების მატჩი შედგა.
"მანჩესტერ იუნაიტედის" 21-წლამდელთა გუნდი ორშაბათს წინა-სასეზონო მზადებას შეუდგა და "სოლფორდ სიტისთან" პირველი მატჩი გამართა.

პრემიერ ლიგის 21-წლამდელთა ტურნირში ტრიუმფიდან 7 კვირის შემდეგ "იუნაიტედის" რეზერვი პოლ სქოულზის, რაიან გიგზის, გარი და ფილ ნევილებისა და ნიკი ბატის კუთვნილ გუნდს დაუპირისპირდა. ეს უკანასკნელი "კლას 92-ის" ერთადერთი წარმომადგენელი იყო, რომელიც მატჩს ესწრებოდა.

გიგზი ლუი ვან გაალთან ერთად "იუნაიტედის" ტურნეზე იმყოფება, ხოლო გარი ნევილი და პოლ სქოულზი გადატვირთული სეზონის შემდეგ ისვენებენ, რაც შეეხება ფილ ნევილს, მან ესპანეთში, კერძოდ "ვალენსიაში" დაიკავა მთავარი მწვრთნელის ასისტენტის პოსტი.

"სოლფორდ სიტი" - "მანჩესტერ იუნაიტედი" U21

"მანჩესტერ იუნაიტედის" ლეგენდა, ნიკი ბატი "ტორფ მურზე" გამართულ მატჩს უყურებს


"სოლფორდ სიტი" - "მანჩესტერ იუნაიტედი" U21

ფილ ნევილი "ვალენსიას" ვარჯიშზე მწვრთნელის როლში


"სოლფორდ სიტი" - "მანჩესტერ იუნაიტედი" U21

რაიან გიგზი აშშ-ში ტურნეზე გამგზავრებამდე


შეხვედრის მერვე წუთზე "სოლფორდის" კაპიტანმა, კრის ლინჩმა ეშლი ფლეთჩერი საჯარიმოში წააქცია დაზარალებულმა დანიშნული პენალტი თავად გარდასახა გოლად, რასაც ჯეიმს უეირმა მეორე გოლი მოაყოლა და "იუნაიტედის" უპირატესობა ორამდე გაიზარდა.

ჯოშ ჰაროპმა შეხვედრაში ანგარიში გამანადგურებლად აქცია, მაგრამ "იუნაიტედის" ყოფილმა ფეხბურთელმა, დენი უებერმა "სოლფორდის" რიგებიდან ერთი გოლის გაქვითვა მოახერხა, რასაც მეტ ჩედვიკის გოლი მოყვა და ანგარიშში სხვაობა მინიმუმამდე შემცირდა.

"იუნაიტედი" ანგარიშის შენარჩუნებას ცდილობდა, მაგრამ შეხვედრისთვის განკუთვნილი დროის ამოწურვამდე დარჩენილი რამდენიმე წუთით ადრე "ანგარიში გათანაბრდა და მატჩი 3-3 დასრულდა.

"სოლფორდ სიტი" - "მანჩესტერ იუნაიტედი" U21

ეშლი ფლეთჩერს 11-მეტრიანი ნიშნულიდან შეხვედრის პირველი გოლი გააქვს


"სოლფორდ სიტი" - "მანჩესტერ იუნაიტედი" U21

"იუნაიტედის" ახალგაზრდა ფეხბურთელი, გილიერმო ვარელა ბურთისთვის იბრძვის


"სოლფორდ სიტი" - "მანჩესტერ იუნაიტედი" U21

სადიქ ელ-ფიტური მოწინააღმდეგისთვის 3-3 ანგარიშზე ბურთის წართმევას ცდილობს


შემადგენლობა:

"სოლფორდ სიტი": ჯ. ლინჩი, სმოლი, დინი, სტოპფორტი, კ. ლინჩი, ო'ჰალორანი, პეინი, გივერინი, ლივისი, ჰიულმი, ჰენკოკი.

გოლები: უებერი 54', ჩედვიკი 71' მედელი 88'

"იუნაიტედი" U21: ჯ. პერეირა, ვარელა, ლავი, ბორტუიკ-ჯექსონი, ელ-ფიტური, პირსონი, როტუელი, ფოსუ-მენსა, ფლეთჩერი, ჰაროპი, ვეირი.

გოლები: ფლეთჩერი 8', ვეირი 37', ჰაროპი 50'

წყარო: dailymail
სურათები
5 კომენტარი
№1
ავტორი: RojoDiablo
14 ივლისი 2015 10:39
  • სიახლეები: 7065
  • კომენტარები: 8687
ეს ვარელა რატომ არ წაიყვანა. ტურნეზე ერთი მარჯვენა მცველი გვყავს, არც რაფაელია, ისევ ვალენსიას გამოყენებას აპირებს? პრინციპში, ნახევარდაცვაში აღარც რჩება ადგილი მისთვის და ეტყობა, მცველად ქცევას აპირებს.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№2
ავტორი: Rosso Diavolo
14 ივლისი 2015 10:40
  • სიახლეები: 1002
  • კომენტარები: 2543
ვარელას როდის გამოიყენებს ? საერთოდ დამავიწყდა ამის არსებობა. ეს ახალგაზრდები რო გავყიდეთ აქ მაინც გაგვეშვა
0
№3
ავტორი: Jorbe-Jorbe
14 ივლისი 2015 10:46
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 1279
RojoDiablo,
Aba valencia ro daayenos flangze magars vigadaveb. Dacvashi ikos zamenidan meti araa magistvis sachiro.
0
№4
ავტორი: Wardell
14 ივლისი 2015 11:21
  • სიახლეები: 427
  • კომენტარები: 1582
ვააა ფონსუ-მენსა კაია, მაგრამ ტუანზებე რატო არ ჩანს recourse ძაან მაგარი ბიჭია ეგეც
0
№5
ავტორი: GeorgeBest
14 ივლისი 2015 16:25
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
ვარელას თამაში მაინტერესებდა ყველაზე მეტად და არ ეღირსა ტურნე areyoukiddingme
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top