თბილისი:
მანჩესტერი:
15-07-2015, 08:45
ავტორი: Vodafone,
ნანახია: 1941,
კომენტარები: 8
ვან პერსი: ""იუნაიტედის" დატოვების დრო იყო"
რობინ ვან პერსიმ ისაუბრა "მანჩესტერ იუნაიტედის" დატოვების მიზეზებზე.
ვან პერსი:
რობინ ვან პერსიმ ისაუბრა "მანჩესტერ იუნაიტედის" დატოვების მიზეზებზე და მადლობა გადაუხადა კლუბის აღმასრულებელ დირექტორს, ედ ვუდვორდს, "ფენერბახჩესთან" მოლაპარაკებების კარგად ორგანიზებისთვის.

"დადგა მომენტი, როდესაც მივხვდი, რომ ჩემს თავთან მართალი უნდა ვყოფილიყავი და მეღიარებინა, რომ ჩემი დრო "ოლდ ტრაფორდზე" იწურებოდა." - გადმოგვცემს ვან პერსის სიტყვებს "Sky Sports". "მე ნელ-ნელა დავიწყე ამ აზრთან შეჩვევა. ყველაფერი ერთ დღეში არ მომხდარა, ასე რომ საშუალება მქონდა რთული სიტუაციისთვის მზად ვყოფილიყავი. ეს ფეხბურთია, ასეთები ყოველთვის ხდება."

"ჩემი მხრიდან არ ყოფილა არანაირი უარყოფითი გრძნობა მოვლენების ესე განვითარებასთან დაკავშირებით. ეს ფეხბურთის ნაწილია, ცხოვრების ნაწილი. სტამბულში წასვლამდე ერთი დღით ადრე გუნდელებს დავემშვიდობე, ეს განსაკუთრებული შეხვედრა იყო. ვნახე, რომ კლუბში ნამდვილად მაფასებდნენ და ეს მნიშვნელოვანია ჩემთვის."

"ძალიან ვაფასებ "მანჩესტერ იუნაიტედის" დირექტორის, ედ ვუდვორდის მუშაობას. ის, თუ როგორ მოახდინა მან ტრანსფერის ორგანიზება - ეს მაღალი დონეა, უმაღლესი კლასი. ამ შეთანხმებაზე მუშაობისას მან დაამტკიცა, რომ ნამდვილი ჯენლტმენია. ედ, თუ მისმენთ, მინდა მადლობა გადაგიხადოთ."


წყარო: Manutd.ru
სიახლეები
8 კომენტარი
№1
ავტორი: AkkRed
15 ივლისი 2015 09:14
  • სიახლეები: 74
  • კომენტარები: 4669
მარტო ედს რომ უხდის მადლობას ეგ რა პონტია?
0
№2
ავტორი: Mufc7
15 ივლისი 2015 12:49
  • სიახლეები: 31
  • კომენტარები: 3018
მადლობა ყველაფრისთვის პერსის, როგორ გამიხარდა მისი გადმოსვლა მაშინ love წარმატებები ახალ გუნდში და ისე ყოჩაღ თურქებს , ძალიან მაგარი დახვედრა მოუწყეს
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Money can't make history, history makes only legend, legend is only love. Love is MANCHESTER UNITED!
№3
ავტორი: Jorbe-Jorbe
15 ივლისი 2015 14:09
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 1279
Madloba rvp ❤
0
№4
ავტორი: Best 7
15 ივლისი 2015 16:14
  • სიახლეები: 154
  • კომენტარები: 2717
Yvelafristvis madloba Robin!
0
№5
ავტორი: GeorgeBest
15 ივლისი 2015 16:37
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
შეიძლებოდა კიდე 1 წლით დარჩენილიყო, ძირითადში ვერ იქნებოდა მაგრამ პირველ რიგში ლიგაზე ალბათ მაგრად გამოგვადგებოდა
0
№6
ავტორი: Count Alucard
15 ივლისი 2015 16:46
  • სიახლეები: 28
  • კომენტარები: 1979
recourse გული დამწყდა, რომ წავიდა, მაგრამ დრო იყო უკვე, რადგან ნაკლებად პროდუქტიული იყო გუნდისთვის და ხელფასი ასტრონომიულად დიდი ჰქონდა.
0
№7
ავტორი: RedTeen
15 ივლისი 2015 23:18
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 1077
წარმატებები შენს ახალ გუნდში <3 მადლობა რობინ love
0
№8
ავტორი: Manchester_M
16 ივლისი 2015 00:13
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 4027
ამის პახოდკა მომენატრება no მაგარი გული დამწყდა გეთამაშა კიდე 2 წელი რა იქნებოდა რვპ
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top