თბილისი:
მანჩესტერი:
24-01-2016, 12:21
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2928,
კომენტარები: 8
რიჩარდსი: "მერე რა, თუ "როლს როისს" იყიდის"
პასუხი მემფის დეპაის კრიტიკოსებს.
რიჩარდსი:
კოლინ კაზიმ-რიჩარდსმა მემფის დეპაის ცხოვრების სტილი დაიცვა და განაცხადა, რომ "მანჩესტერ იუნაიტედში" თავის დამკვიდრებისთვის მას დრო სჭირდება.

2014 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე წარმატებული ასპარეზობის შემდეგ დეპაიმ ერედივიზის 2014/15 წლების სეზონი 22 გოლით საუკეთესო ბომბარდირის სტატუსით ჩაატარა.

ასეთი შედეგის შემდეგ 21 წლის ფეხბურთელი "იუნაიტედში" გადავიდა, მაგრამ მისი თამაში მასში გადახდილი ფულის მსგავსად გაქრა. გულშემატკივარს არა მარტო მოედანზე, არამედ მის ფარგლებს გარეთაც არ აკმაყოფილებს დეპაის თამაში და ცხოვრების სტილი.

თუმცა, კაზიმ-რიჩარდს არ მიაჩნია, რომ დეპაის პირადი ცხოვრება მის თამაშზე ახდენს გავლენას.

"მან უბრალოდ უნდა აჩვენოს ის, რაც ყველამ იცის, რომ მას აქვს მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო ფეხბურთელად გახდომის პოტენციალი. ხალხს დაავიწყდა, რის გავლამ მოუწია.

ის მხოლოდ 22 წლის არის (შეცდომა, 21 წლის) და პირველად ცხოვრობს ჰოლანდიის საზღვრებს გარეთ.

მე სახლი 19 წლის ასაკში (შეცდომა, 20 წლის) დავტოვე და თურქეთის ერთ-ერთ უდიდეს კლუბში ("ფენერბაჰჩე") გადავედი, სადაც გულშემატკივარი ათასჯერ უფრო ცუდად გექცევა, თუკი ფიქრობს, რომ კარგად არ თამაშობ.

მაგრამ ხალხი იმისთვის არის, რომ უყვარდე და სძულდე. ზუსტად ვიცი, რაზე ფიქრობს, რადგან მთელი კარიერის განმავლობაში ამაზე ვფიქრობდი. ყველა ბუზისგან სპილოს ქმნის.

მერე რა, თუ "როლს როისი" იყიდა! მერე რა, თუ ლამაზი საათი აქვს, ის გოგო ჰყავს ან ის გოგო. რა პრობლემაა?

ხალხმა პატივი უნდა სცეს იმას, რასაც მემფისი აკეთებს. მას აცვია 7-ნომრიანი მაისური, "მანჩესტერ იუნაიტედში" ყველაზე სათაყვანებელი. მასში 30 მლნ. ევრო გადაიხადეს, დააცადეთ პროცესის გავლა.

მემფისმა ბურთი ყოველ სამ წუთში უნდა მიიღოს ნაცვლად ყოველი წუთისა. ამ ყველაფრის შემდეგ უფრო გაძლიერდება",
- განაცხადა რიჩარდსმა.

წყარო: goal.com
ინტერვიუები
8 კომენტარი
№1
ავტორი: ვახო ( G G M U)
24 იანვარი 2016 12:44
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4327
იცი რაა, ითამაშოს ის თამაში რასაც მისგან ითხოვს გულშემატკივარი და არც მის როლის როისზე ილაპარაკებენ და არც იმაზე თუ ღამეს რომელ გოგოსთან ატარებს. ფული კარგია რა თქმა უნდა, მაგრამ ფულმა თავი არ უნდა დაგაკარგვინოს. ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ მემფისს ეს არ დაემართება.
0
№2
ავტორი: shotkina
24 იანვარი 2016 12:47
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 25
შიგხოარააქ ამასს არ არის დეპაი უკანასკნელი და პირველი ახალგაზრდა უცხოეთში მოთამაშე. დრო დრო დრო კი მარა მე ამის არ მჯერა, ელემენტარულად იმიტო რო უგულოდ თამაშობს ბურთს კარგავ კარგავ კაი მარა უკან აღარ მისდევს ართმევაზე და დგას უაზროდ
0
№3
ავტორი: Lee Sharpe
24 იანვარი 2016 13:41
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 561
შეახმა სკამს რა უნდ აითამაშოს, ვინ ათამაშებს 10 ფირმინიოს გადაიხევს როცა ფორმაშია
0
№4
ავტორი: Best 7
24 იანვარი 2016 13:45
  • სიახლეები: 154
  • კომენტარები: 2717
პირველი სეზონა ვაცადთ მოინდომმებს და გახდება ერთ ერთ საუკეთესიდ
0
№5
ავტორი: RojoDiablo
24 იანვარი 2016 14:51
  • სიახლეები: 7065
  • კომენტარები: 8687
ეე, ეგრე იყო არშავინი რომ მივიდა არსენალში და ისე ათამაშდა, რომ ვენგერს ლამს სიძედ წაეყვანა, მაგრამ ახალმა ცხოვრებამ, პოპულარულობამ და აღიარებამ ყველაფერი დააკარგვინა. მოედნის გარეთ ცხოვრებას პირდაპირი კავშირი აქვს მოედნის შიგნით თამაშთან და ამის უამრავი მაგალითი არსებობს.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№6
ავტორი: GeorgeBest
24 იანვარი 2016 15:39
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
პოტენციალი მალე დაეკარგება თუ ესე გააგრძელა
0
№7
ავტორი: Jorbe-Jorbe
24 იანვარი 2016 17:20
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 1279
ამ შემთხვევაში ძალიან ბევრს ნიშნავს მწვრთნელი.

უნდა აკონტროლოს ფეხბურთელი როგორც სტადიონზე, ასევე მის ფარგლებს გარეთ.

იმედია 7 ნომერს გაამართლებს
0
№8
ავტორი: DimaSanaia
25 იანვარი 2016 16:13
  • სიახლეები: 58
  • კომენტარები: 289
ვახო ( G G M U),
ვახო, ვან გაალის ხელში რომელი ფეხბურთელი თამაშობს თავის თამაშს? :დ მე მჯერა რომ ამ ბიჭს დიდი ტალანტი აქვს და გაიბრწყინებს თუ კარგი მწვრთნელის ხელში მოხვდება.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ We will never Die !

manunited
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top