თბილისი:
მანჩესტერი:
18-01-2016, 18:29
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 3172,
კომენტარები: 7
"სამი ოქროს ქულა"
ხუან მატას ყოველკვირეული ბლოგი.
სალამი ყველას,

ჩვენთვის ბედნიერი დღე გამოდგა. ეს არ იყო უბრალო კვირა. ამ დღეს ძალიან მნიშვნელოვანი გამარჯვება მოვიპოვეთ: სამი ოქროს ქულა "ენფილდზე". ყველამ იცის, რომ ჩვენი კლუბების დაპირისპირების ისტორია მდიდარია და არც ეს მატჩია გამონაკლისი. მსოფლიოში საუკეთესო შეხვედრა ნამდვილად არ ყოფილა. მაგრამ ჩემთვის განსაკუთრებული პრივილეგიაა ასეთი ატმოსფეროს მქონე შეხვედრებში მონაწილეობა და წლების მანძილზე მზარდი დაძაბულობის განცდა. ცალკე უნდა გამოვყო ჩვენი გულშემატკივარი: გასაოცრები იყვნენ და ყოველ წუთს ისმოდა, როგორ გვიჭერდნენ მხარს. გარდა ამისა, "ლივერპულის" წინააღმდეგ მოპოვებული წარმატების მთელი რიგი გვაქვს, რაც ამ მატჩშიც გაგრძელდა. ვიმედოვნებ, მომავალშიც ასე იქნება. მეორე ტაიმში გავიტანეთ. და თუმცა ეს არ იყო ჩვენი საუკეთესო მატჩი, კარი ხელუხლებლად შევინარჩუნეთ (დავიდი უბრალოდ დიდებული იყო) და გავიტანეთ ბრწყინვალე გოლი რუნის დახმარებით.

იმედი მაქვს, რომ ეს გამარჯვევა უფრო მეტ თვითრწმენას შეგვძენს, უკეთესად ვითამაშებთ და აუცილებელ შედეგებს მივაღწევთ, რათა სატურნირო ცხრილში უფრო მაღლა ავიდეთ. წინ გრძელი გზა გვაქვს და ტურნირში არ არის გუნდი, რომელიც სტაბილურად აჩვენებს ერთნაირ შედეგს. ასე რომ, ყველაფერი შეიძლება მოხდეს...

იგივე განწყობა უნდა შევინარჩუნოთ და ყურადღება მომოდევნო მატჩზე გადავიტანოთ, რომელსაც "ოლდ ტრაფორდზე" "საუთჰემპტონის" წინააღმდეგ გავმართავთ, გუნდის, რომელშიც ჩემი მეგობარი ორიოლ რომეუ თამაშობს.

ბოლო ორ შეხვედრაში დამაჯერებლად დაამარცხეს თავიანთი ორი მეტოქე, ასე რომ, სიფრთხილე გვმართებს.

არ მინდა, სამშაბათის მატჩი დავივიწყო. სიმართლე გითხართ, ვფიქრობ, რომ ორი ქულა დავკარგეთ... მას შემდეგ, რაც ანგარიშში ჯერ 0-2 დავწინაურდით, მერე 2-3, თამაში უნდა დაგვესრულებინა, მაგრამ არ გამოვიდა. მანჩესტერისკენ მიმავალ გზაზე ყველანი იმედგაცრუებულნი ვიყავით. ასეთი მატჩებით გაკვეთილი უნდა მივიღოთ.

ახლა, რაც შეეხება არასაფეხბურთო თემას, "რევენანტი" უკვე გამოვიდა ბრიტანეთის კინოთეატრებში. მინდა, დრო ვიხელთო და კინოში მოვხვდე. გავიგე, ლეონარდო დი კაპრიოს შესანიშნავად უთამაშია... მისი ბევრი ფილმი მომწონს. თქვენ რომელ ფილმს ელოდებით 2016 წელს? ჰო მართლა, მინდა მადლობა გადაგიხადოთ სერიალებზე რეკომენდაციის გაწევისთვის. ზოგიერთი მათგანი უკვე ჩავინიშნე...

სულ ეს არის. მშვენიერ კვირას გისურვებთ და თბილად ჩაიცვით! როგორც იქნა, მანჩესტერში გათოვდა!

გეხვევით, ხუანი.
მატას ბლოგი
7 კომენტარი
№1
ავტორი: RojoDiablo
18 იანვარი 2016 18:30
  • სიახლეები: 7065
  • კომენტარები: 8687
მე pet secret life-ს ველოდები. რევენანტს კი ვუყურე და good2 ოსკარს ეღირსება ლეო.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№2
ავტორი: ვახო ( G G M U)
18 იანვარი 2016 18:48
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4327
იმედია თურქულ სერიალებზე არ უწევენ რეკომენდაციას wink wink
0
№3
ავტორი: RedGirl
18 იანვარი 2016 18:48
  • სიახლეები: 893
  • კომენტარები: 1384
Auuu !!

Rogor dzalian miyvars matas blogis kitxva! Sul majrialebs xolme :D ragacnairi dzalian tbili da manchesterulia. Shecdomebsac ar aridebs tavs da agiarebs. Mokled, dzalian magrad miyvars es fexburteli <3

Matata <3
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
№4
ავტორი: GeorgeBest
18 იანვარი 2016 20:15
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
გუშინ ერერამ ჩააგდო, არ არის ეგ ათიანი, მაგრამ ვერც შნეიდერლინს შეუწყვილდება, როცა იდგა რამდენჯერმე ვნახეთ რაც ხდებოდა. მატა ბევრად უკეთესია რაც არ უნდა დაკარგული იყოს მოედანზე. ბურთს ვერ ვიჭერთ როცა ფელაინია ცენტრში. გასაგებია რო თავზე ბრძოლას იგებს მარა ხეა ჩვეულებრივი
0
№5
ავტორი: Giggsy
19 იანვარი 2016 10:37
  • სიახლეები: 3
  • კომენტარები: 127
RedGirl,

ხომ მატას ვერ ვაფასებთ სათანადოდ მაგრამ ყველა ივიწყებს იმას რო მატა ფლანგზე ლპება აი საოცარი დუეტი იყო მოედნის ცენტრში მატა ერერა საოცარი ორივეს ძალიან უყვარს მანჩესტერი აი მატა კიდე რავიცი რა ძალიან კარგი ადამიანია ნუ მე რაც ვიცი ეხა თუ ცოლშვილს უტრიალებს ეგ არა მარა რასაც ვკითხულობ და რასაც საუბრობს ყვოელთვის მომწონს. love
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ The city is yours,
The city is yours
20,000 empty seats,
Are you f*cking sure????
№6
ავტორი: Jorbe-Jorbe
19 იანვარი 2016 10:57
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 1279
ადამიანი პოზიტივი ❤
0
№7
ავტორი: Mufc7
19 იანვარი 2016 15:27
  • სიახლეები: 31
  • კომენტარები: 3018
RojoDiablo,
ვურჩიოთ მატასაც, უყუროს feel როცა გამოვა
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Money can't make history, history makes only legend, legend is only love. Love is MANCHESTER UNITED!
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top