თბილისი:
მანჩესტერი:
21-01-2016, 15:28
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2956,
კომენტარები: 6
სმოლინგი: "არასდროს ჩამოწეროთ რუნი"
კრის სმოლინგი გუნდის კაპიტანს აქებს.
სმოლინგი:
კრის სმოლინგმა უეინ რუნი შეაქო და მას უმაღლესი კლასის ფორვარდი უწოდა.

რუნიმ "ენფილდზე" ისტორიული მეტოქის კარი 78-ე წუთზე აიღო და 30 წლის ფეხბურთელის ანგარიშზე ბოლო ოთხ მატჩში ხუთი გატანილი გოლია. მან ასევე რეკორდი დაამყარა ერთი გუნდის მაისურით პრემიერ ლიგაში გატანილი გოლების რაოდენობით (176).

თავისი ბოლოდროინდელი სათამაშო ფორმის აღმოჩენამდე, რუნიმ პირველ 13 შეხვედრაში მხოლოდ ერთი გოლის გატანა მოახერხა და პრესის კრიტიკის ობიექტი გახდა. სმოლინგს მიაჩნია, რომ რუნის ფორმაზე დიდი გავლენა იქონია "სტოკ სიტისთან" შეხვედრამ, რომელიც ინგლისელმა სათადარიგოთა სკამზე დაიწყო.

"სტოკთან" მატჩის შემდეგ დაბრუნდა და აჩვენა, რომ უმაღლესი კლასის შემსრულებელია.

ვფიქრობ, ძირითადს მიღმა დატოვება ახალი ძალებით გავსებს და უფრო გიცხოველებს თამაშის სურვილს, რათა ყველას დაუმტკიცო, რამდენად კარგი ხარ. თავდამსხმელებს აქვთ პერიოდი, როცა გოლებს ვერ იტანენ, მაგრამ საუკეთესოები ისინი არიან, ვინც ბრუნდება და ახალ სერიას აჩვენებს.

"უაზამ" კარიერის განმავლობაში გვაჩვენა, რომ დაბრუნების უნარი აქვს და კარგია მისი ხილვა გოლის ავტორებთა შორის",
- განაცხადა "იუნაიტედის" მცველმა.

წყარო: goal.com
ინტერვიუები
6 კომენტარი
№1
ავტორი: GeorgeBest
21 იანვარი 2016 15:51
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
ჰქონია ადრეც ჩავარდნები მარა ესეთი ხანგრძლივი არასდროს ყოფილა. დრო კლასს ვერ წაარ?თმევს, მაგრამ "ძველი რუნის" დაბრუნებას ტყუილად უცდის ხალხი
0
№2
ავტორი: Mufc7
21 იანვარი 2016 16:31
  • სიახლეები: 31
  • კომენტარები: 3018
სეზონის ბოლომდე განაგრძობს იმედია გოლების გატანას
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Money can't make history, history makes only legend, legend is only love. Love is MANCHESTER UNITED!
№3
ავტორი: ვახო ( G G M U)
21 იანვარი 2016 16:39
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4327
ჩამოსაწერი ნამდვილად არაა რუნი და ბოლო მატჩებშიც დადასტურდა, რომ ძალიან მნიშვნელოვანი ფიგურაა გუნდისთვის. იმედია გააგრძელებს გოლების გატანას და რეკორდსაც დაამხობს winked
0
№4
ავტორი: Jorbe-Jorbe
21 იანვარი 2016 17:27
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 1279
დარჩენილ მატჩებშიც თუ ასე გააგრძელებს კარგია ⚽
0
№5
ავტორი: RojoDiablo
21 იანვარი 2016 19:03
  • სიახლეები: 7065
  • კომენტარები: 8687
დაბერდა რა, ადრე თუ გვიან ხომ წაერთმევა ძალაც და გაძლებაც. დროზე უნდა მოვუყვანოთ ვინმე შემცვლელი
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№6
ავტორი: Malboro463
21 იანვარი 2016 22:43
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 5854
ჯერარდი ისე წავიდა ინგლისიდან ეპლ ვერ მოიგო. ესეც ისე წავა პრემიერ ლიგის ბომბარდირი ვერ გახდება
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top