თბილისი:
მანჩესტერი:
21-01-2016, 09:35
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 1942,
კომენტარები: 7
შნეიდერლინი: "გასახდელში ყვირილის ხმა ისმოდა"
მორგან შნეიდერლინი "ლივერპულთან" გამარჯვების შესახებ.
შნეიდერლინი:
მორგან შნეიდერლინი თანაგუნდელებს მოუწოდებს, "განსაკუთრებული" გამარჯვებისგან შთაგონება მიიღონ.

ფრანგმა ფეხბურთელმა "ენფილდზე" "მანჩესტერ იუნაიტედის" მაისურით პირველად ითამაშა, თუმცა "ლივერპულს" სექტემბერშიც დაუპირისპირდა, როცა "ოლდ ტრაფორდზე" პირველი წრის მატჩი შედგა.

შნეიდერლინმა, რომელმაც "ლივერპულის" სტადიონზე სამი მატჩი ჩაატარა "საუთჰემპტონის" მაისურით, განაცხადა, რომ "წითელი ეშმაკები" მოხარულები იყვნენ დაძაბულ ბრძოლაში მოპოვებული გამარჯვებით.

ფრანგმა კლუბის ტელევიზიას განუცხადა: "ენფილდზე" ყოველთვის სასიამოვნო ატმოსფეროა, განსაკუთრებით დერბიში. ვიგრძენით, რომ ეს განსაკუთრებული მომენტია და ძალიან გვახარებს გამარჯვება. ყველაზე მნიშვნელოვანი გულშემატკივართათვის და ჩვენი კლუბისთვის გამარჯვების ჩუქება იყო. იმედი მაქვს, ასევე განვაგრძობთ".

"ლივერპულმა" პირველ ტაიმში უფრო მეტი სახიფათო მომენტი შექმნა, ვიდრე "იუნაიტედმა", მაგრამ შნეიდერლინმა ახსნა, თუ როგორ გააუმჯობესა თამაში მისმა გუნდმა მეორე ნახევარში.

"პირველ ტაიმში ბურთს ვერ ვიგებდით. პასების შემდეგ პირველი შეხებისთვის ბრძოლას ხანდახან ვიგებდით, მაგრამ ბურთს ვერ ვართმევდით, – განაცხადა ფრანგმა. – როცა შესვენებაზე გასახდელში შევედით, ყვირილისა და ღრიალის ხმა ისმოდა, მაგრამ, რა თქმა უნდა, ეს ნორმალურია, რადგან დერბიში ბრძოლის წაგება დაუშვებელია. "ლივერპული" – ეს არის გუნდი, რომელიც აქტიურ პრესინგს ეწევა შეტევაში და ვიცოდით, რომ თუ გოლს არ გავუშვებდით, მატჩის მოგების შანსი გვექნებოდა. მეორე ტაიმში გავაკეთეთ ის, რაც უნდა გაგვეკეთებინა. გავიტანეთ ერთი გოლი, არ დაგვიკარგავს ჩვენი ძალა და საბოლოოდ – სამი ქულა, რაც არაჩვეულებრივია".

შნეიდერლინი: "გასახდელში ყვირილის ხმა ისმოდა"


შნეიდერლინმა გუნდის გამარჯვებაში დავიდ დე ხეას წვლილიც აღნიშნა.

"დავიდი - ჩვენი გუნდისთვის ძალიან მნიშვნელოვანი ფეხბურთელია. მოხარულები ვართ, რომ ის ჩვენთან არის და ბედნიერები, რომ გასულ ზაფხულს არ დაგვტოვა. მთელი არსებით "იუნაიტედის" ერთგულია. როცა კარში გიდგას ასეთი მეკარე, კარგია, რადგან ვიცით: ბევრ გოლს არ გავუშვებთ, ის გადაგვარჩენს. კარგი ნამუშევარი".

რუნის სეზონის მე–12 გოლმა შეხვედრის დასრულებამდე 12 წუთით ადრე "იუნაიტედი" დააწინაურა, საბოლოოდ კი გამარჯვება მოუპოვა.

შნეიდერლინმა კაპიტნის მნიშვნელობაზე ისაუბრა: "უეინი – ამ კლუბისთვის ჯერ კიდევ მნიშვნელოვანი ფეხბურთელია, მან თავის კარიერაში ძალიან ბევრი გოლი გაიტანა და ამას ახლაც აკეთებს. ხანდახან არის პერიოდი, როცა ვერ გაგაქვს, მაგრამ მის სახეზე ღიმილი არასდროს გამქრალა, ვარჯიშებზე თავდადებით შრომობდა. თქვენ ნახეთ მისი ორი მშვენიერი გოლი "ნიუკასლთან" და დღესაც მორიგი ლამაზი ბურთი გაიტანა. თუკი რამის მიღწევა გვინდა, სეზონის მეორე ნაწილში რუნი გვჭირდება".

წყარო: manutd.com
ინტერვიუები
7 კომენტარი
№1
ავტორი: RojoDiablo
21 იანვარი 2016 09:36
  • სიახლეები: 7065
  • კომენტარები: 8687
მე მაინც მგონია, რომ თუ წელს რამის მოგება გვინდა, კიდევ ერთი ფორვარდი გვჭირდება. მაგრამ არ არის ბაზარზე ეს ფორვარდი და რა ვქნათ.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№2
ავტორი: AkkRed
21 იანვარი 2016 09:59
  • სიახლეები: 74
  • კომენტარები: 4669
მე კი ვფიქრობ რომ ფორვარდის მაგივრად ძლიერი შემტევი გვჭირდება, რომელსაც შეეძლება თანაბრად ფლანგზეც და ცენტრშიც ითამაშოს.
0
№3
ავტორი: ვახო ( G G M U)
21 იანვარი 2016 10:12
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4327
სათაური რომ წავიკითხე მეგონა იტყოდა, რომ მატჩის შემდეგ ლივერპულის გასახდელიდან ისმოდა ყვირილი და ღრიალიო wink wink
0
№4
ავტორი: RojoDiablo
21 იანვარი 2016 10:26
  • სიახლეები: 7065
  • კომენტარები: 8687
ვახო ( G G M U),
საკჰომაც ასე თქვა, მანჩესტერელეთა გასახდელიდან გვესმოდა, როგორ ყვიროდნენო. ლივერპულს მატჩის მერე უყვირებდა კლოპი
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№5
ავტორი: Jorbe-Jorbe
21 იანვარი 2016 13:03
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 1279
მთლად დეხეას იმედადაც ნუ იქნებიან
0
№6
ავტორი: temo-scholes
21 იანვარი 2016 13:07
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1663
RojoDiablo,
მართალი ხარ გიო... უეჩველი კარგი ფორვარდი გვიჩირდება!
0
№7
ავტორი: GeorgeBest
21 იანვარი 2016 15:45
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
ამან და სახომ მოილაპარაკეს და ერთნაირი ინტერვიუები მისცეს თუ პროსტა ლივერპულის ფანებმა გადააკეთეს?
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top