თბილისი:
მანჩესტერი:
21-01-2016, 12:07
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2424,
კომენტარები: 10
"იუნაიტედი" ლავესით დაინტერესდა
"წითელი ეშმაკები" ეზეკიელ ლავესის შეძენას ეცდებიან.
"მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარმა მწვრთნელმა ლუი ვან გაალმა აღნიშნა, რომ გუნდში კრეატიულობისა და შემტევი პოტენციალის გაზრდა სურს, მისი ყურადღება კი პსჟ–ს ფეხბურთელმა, ეზეკიელ ლავესიმ მიიპყრო.

არგენტინელს ფრანგულ კლუბთან კონტრაქტის მიხედვით ბოლო წელი ეწურება და "იუნაიტედს" მისი შეძენა მხოლოდ 6 მლნ. ფუნტი დაუჯდება.

ლავესი სერია A-ში დაბრუნებას აპირებს, სადაც პსჟ-ში გადასვლამდე თამაშობდა, მაგრამ "იუნაიტედი" ფეხბურთელს ამბიციების დაკმაყოფილებას და კარგ კონტრაქტს შესთავაზებს.

Sky Italia კი იტყობინება, რომ ლავესი უკვე ლონდონში იმყოფება, სადაც "ჩელსისთან" მოლაპარაკებებს მართავს.

"იუნაიტედს" მადრიდის "ატლეტიკოდან" საულ ნიგესის გადაბირებაც სურს, მაგრამ Sky Sports–ის ექსპერტი გილიემ ბალაგიე ფიქრობს, რომ ეს შეუძლებელია:

"ბოლოს რაც გავიგე, ის იყო, რომ "მანჩესტერ იუნაიტედმა" "ატლეტიკოს" 20 მლნ. ევრო შესთავაზა, მაგრამ მადრიდელები მას არ გაყიდიან.

ტრანსფერის განხორციელების აკრძალვის შემდეგ კი, საერთოდ არ გაუშვებენ, ასე რომ, ეს დასასრულია.

გამოსასყიდი თანხა რომ გადაიხადონ, ფეხბურთელს წასვლა უნდა უნდოდეს, მაგრამ მას არ უნდა".


წყარო: M.E.N.
ახალი ამბები
10 კომენტარი
№1
ავტორი: ვახო ( G G M U)
21 იანვარი 2016 12:26
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4327
საულ ნიგესზე ბევრი დაიწერა და სიმართლე, რომ ვთქვა ნამდვილად არ ვიცი ეს ფეხბურთელი რას წარმოადგენს და რაც შეეხება ლავესს, მე მგონი მისი საუკეთესო წლები წასულია უკვე და არა მგონია ამ ტრანსფერმა გუნდს რამე დიდი სარგებელი მოუტანოს.
0
№2
ავტორი: temo-scholes
21 იანვარი 2016 12:40
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1663
ლავეზს თუ იყიდის მხოლოდ მილანი..... wink tongue
0
№3
ავტორი: Jorbe-Jorbe
21 იანვარი 2016 13:10
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 1279
ვახო ( G G M U),
საულ ნიგესს ატლეტიკოში მომავლის გუნდის ერთ-ერთ ძირითად ფეხბურთელად თვლიან. ნამდვილად არაა ცუდი ფეხბურთელი..

რაც შეეხება ლავესის, არაა ცუდი ვარიანტი, მაგრამ პსჟ-დან თუ ვინმეს დავიმატებთ, მინდა რომ ეს ლუკას მოურა იყოს!
0
№4
ავტორი: RojoDiablo
21 იანვარი 2016 13:24
  • სიახლეები: 7065
  • კომენტარები: 8687
ჩელსი იყიდის ამასაც და პატოსაც. ჩემი აზრით, ორ ძალიან კარგ ტრანსფერს გააკეთებს და ცოტას გამოფხიზლდებიან.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№5
ავტორი: hypervenom
21 იანვარი 2016 14:43
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 46
დაბერდა უკვე ლავეცი მოურას დაეჩალჩონ უფრო ჯობია და საულ ნიგესი ძალიან მაგარია ცენტრია ეგეთი მოძრავი ნახევარმცველი ძაან გამოადგება გუნდს
0
№6
ავტორი: Wardell
21 იანვარი 2016 14:49
  • სიახლეები: 427
  • კომენტარები: 1582
ცოტა უფრო ბებერი ვერ ვნახეთ ვერავინ? რონალდინიო რო მოვიყვანოთ? no

ესეც მარცხენა ვინგერია იდეაში და პრობლემა აშკარად მარჯვნივ გვაქვს :/ მოურა მოათრიონ თუ მოყვანას აპირებენ ვინმესას
0
№7
ავტორი: GeorgeBest
21 იანვარი 2016 15:49
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
ძაან ასაკშია winked
0
№8
ავტორი: AkkRed
21 იანვარი 2016 16:39
  • სიახლეები: 74
  • კომენტარები: 4669
დი მარია დააბრუნონ foreveralonehappy
0
№9
ავტორი: Count Alucard
21 იანვარი 2016 17:45
  • სიახლეები: 28
  • კომენტარები: 1979
ლავეცის ყიდვა თუ გვინდოდა 3-4 წლის წინ უნდა ეცადათ, ახლა ასაკშია უკვე და მაქსიმუმ 1-2 წელი ითამაშოს ისიც მეეჭვება...
0
№10
ავტორი: manutd---10
21 იანვარი 2016 21:19
  • სიახლეები: 2
  • კომენტარები: 225
RojoDiablo,

ისე ეს ან პატო მართლა არ იქნებოდა ცუდი, გვჭირდება კაცი რომელიც შეტევას გააძლიერებს
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top