თბილისი:
მანჩესტერი:
19-01-2016, 12:25
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 3328,
კომენტარები: 8
იანუზაიმ რეზერვებში ითამაშა
"მანჩესტერ იუნაიტედი" U21 – "საუთჰემპტონი" U21
იანუზაიმ რეზერვებში ითამაშა
"მანჩესტერ იუნაიტედის" ახალგაზრდულმა გუნდმა U21 პრემიერ ლიგაში მორიგი გამარჯვება მოიპოვა. ამჯერად საშინაო არენაზე "საუთჰემპტონი" განადგურდა.

"მანჩესტერ იუნაიტედის" 21–წლამდელთა გუნდმა საკუთარ კედლებში ზედიზედ მერვე გამარჯვება მოიპოვა, რაშიც დორტმუნდის "ბორუსიადან" დაბრუნებული ადანან იანუზაის დუბლი და უილ კინის ორი ზუსტი დარტყმა დაეხმარა. კინისთვის ეს მეხუთე გოლი გამოდგა ბოლო ორ მატჩში.

იანუზაიმ რეზერვებში ითამაშა


"იუნაიტედმა" შეხვედრა აქტიურად დაიწყო, ბურთს ფლობდა და მომენტებს შესაშური სიხშირით ქმნიდა. სტუმრებს ყველაზე მეტ საფრთხეს მარჯვენა ფლანგი უქმნიდა, სადაც ადნან იანუზაი თამაშობდა.

უილ კინს მეშვიდე წუთზე შეეძლო ანგარიშის გახსნა, მაგრამ საჯარიმოს გარედან დარტყმული არაზუსტი გამოდგა. 22–ე წუთზე ცენტრში გათამაშებული კომბინაცია დაასრულა იანუზაიმ, რომელმაც შეტევა დაიწყო, მაგრამ სტუმართა მეკარე საიმედო აღმოჩნდა და კარში წასული ყველა დარტყმული მოიგერია, მათ შორის დამატებულიც.

მე–40 წუთზე "საუთჰემპტონის" ფეხბურთელებმა კუთხური მოიპოვეს, რომლის ჩაწოდების შემდეგ ბურთი ხარიხას მოხვდა.

ტაიმის მიწურულს იანუზაიმ 27 მეტრიდან გაისროლა, რაც მოულოდნელობა აღმოჩნდა სტუმართა მეკარისთვის, რომელიც მარცხენა ქვედა კუთხეში ბურთს ვერ მისწვდა. შესვენებაზე გუნდები მასპინძელთა მცირედი უპირატესობით გავიდნენ.

იანუზაიმ რეზერვებში ითამაშა


მეორე ტაიმში თამაშის ხასიათი არ შეცვლილა, მაგრამ "იუნაიტედის" რეალიზაცია გაუმჯობესდა.

53–ე წუთზე ვარელას შესანიშნავ ჩაწოდებულს უილ კინმა თავი დაუხვედრა და ბურთი კარში გადაგზავნა. 2–0.

თავის გამოჩენა შეეძლო ანდრეას პერეირასაც, რომელსაც რამდენიმე მომენტი ჰქონდა, მაგრამ ბურთი კარში არ მიდიოდა.

69–ე წუთზე საჯარიმოში იანუზაი წააქციეს. უილ კინი ნიშნულიდან ზუსტი აღმოჩნდა. ანგარიში გაიზარდა.

79–ე წუთზე უილ კინი უკვე ასისტენტის როლში მოგვევლინა. უილი ფლანგიდან მარსიალის სტილში შეიჭრა საჯარიმოში და დაბალი გადაცემა გაუკეთა 11–მეტრიანის ნიშნულთა ადნან იანუზაის, საიდანაც ბელგიელმა მეტოქეთა კარი აიღო. საბოლოო ანგარიშის დაფიქსირების შემდეგ, იანუზაი შეცვალეს.

მატჩის მიმოხილვა:



საბოლოოდ ანგარიში: "მანჩესტერ იუნაიტედი" U21 – "საუთჰემპტონი" U21 4:0 (1:0)

გოლები: იანუზაი 45'; კინი 53'; კინი 69' (პენალტი), იანუზაი 79'

"მანჩესტერ იუნაიტედის" შემადგენლობა: რომერო, ვარელა, უილიამსი, მაკნეირი, ლავი, ფოსუ–მენსა (რაილი 72'), უილოკი, იანუზაი (ეს ფიტური 81), ა. პერეირა, ვეირი, კინი.

გამოუყენებელი ცვლილებები: ჯ. პერეირა, რედმონდი, რაშფორდი.

იანუზაიმ რეზერვებში ითამაშა


უახლოესი მატჩების კალენდარი:

25 იანვარი: "მანჩესტერ იუნაიტედი" U21 - "სანდერლენდი" U21

1 თებერვალი: "ევერტონი" U21 - "მანჩესტერ იუნაიტედი" U21

8 თებერვალი: "მანჩესტერ იუნაიტედი" U21 - "ნორვიჩი" U21
ახალი ამბები
8 კომენტარი
№1
ავტორი: RojoDiablo
19 იანვარი 2016 12:30
  • სიახლეები: 7065
  • კომენტარები: 8687
რომეროს ვითომ პრაქტიკისთვის აყენებენ, მაგრამ საქმე არ აქვს!

ასეთი 5 და 6 მატჩი უდრის პრემიერ ლიგის ერთ თამაშს მხოლოდ სანამ ადნანი მატჩის რიტმს დაიჭერს, დამთავრდება სეზონი და ეგაა. თუმცა პრემიერ ლიგაში ერთი ადვილი მატჩი მაინც რომ გვქონდეს, მასაც ათამაშებს და კინსაც მატჩის მიმდინარეობისას.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№2
ავტორი: AkkRed
19 იანვარი 2016 12:43
  • სიახლეები: 74
  • კომენტარები: 4669
აშკარად პირველ გუნდზე უკეთ თამაშობენ, უბრალოდ პერეირა მეცოდება ძალიან
0
№3
ავტორი: Lee Sharpe
19 იანვარი 2016 13:02
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 561
აღარვიცი რა ვთქვა, ეს დედამ.ო.ტ.ყ.ნ.უ.ლ.ი რეზერვები ხოა იმისთვის რომ თავი გამოიჩინო და გადაგიყვანონ მთავარ გუნდში, ლოგიკურად ხო ესა არა? და რაღა ქნას კინმა 2 თამაშში 5 გოლი გაიტანა, დაგეშილია სუფთა ცხრიანია ტიპი, დახურა მაგან ეგ ლეველი ვსო როდის ეგ თამაშობდა აკადემიაში. რატო არ გადაყავთ ახალ საფეხურზე? რუნი შემტევ ნახევარმცველს და სტრაიკერს თამაშობს, სახოს ერთი თავი ვერ მოუგო არაა სუფთა ცენტრ ფორვარდი და არც არასდროს ყოფილა, მარსიალი წინ შესანიშნავია მაგრამ ყალიბდება კიდე სად უფრო პროდუქტიული იქნება თან არ არის მაგის პლუსი ორთაბრძოლებში შესვლა და მძიმე ფორვარდობა, და წამლად მაინც გადმოიყვანე ამხელა კაცი კაი ფიზიკურობა აქ და 9-იანისთვის დამახასიათებელი სტილი, გული მიკვდება რო ვუყურებ არ მინდა პაუელივით გაფუჭდეს მაგრამ თითქმის გადამეწურა იმედები რა
0
№4
ავტორი: GeorgeBest
19 იანვარი 2016 14:38
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
კინი რა კაცია winked რაც დაბრუნდა თამაშს არ ტოვებს, უკვე 7-8 გოლი შეაგდო. სუფთა ცხრიანია და მეორე სართულზეც კარგია, აქვს საკმაო გოლები თავით. რეზერვების და პრემიერ ლიგის დონე ძაან შორსაა თუმცა თუ თავის გამოჩენაზეა საქმე მეტი რა უნდა ქნას, მაშინ არც უნდა დაებრუნებინათ
0
№5
ავტორი: Jorbe-Jorbe
19 იანვარი 2016 14:45
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 1279
იმედია 15 წუთით მაინც ათამაშებს უახლოეს თამაშებში
0
№6
ავტორი: ვახო ( G G M U)
19 იანვარი 2016 15:00
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4327
კარგი თამაში ჩაატარა როგორც იანუზაიმ ისე პერეირამ და იმედია მიეცემათ შანსი, რომ პირველ გუნდშიც ითამაშონ. რამდენიც არ უნდა იძახოს ვან გაალმა პრაქტიკა არ ააქვსო იანუზაიზე, თუ არ ათამაშებს არც არასოდეს ექნება სათამაშო დრო.
0
№7
ავტორი: Best 7
19 იანვარი 2016 15:41
  • სიახლეები: 154
  • კომენტარები: 2717
კინი და ფერეირა გადაიყვანონ უკვე პირველ გუნდში ჩაკვდნენ ეგენი რეზერვებში. ეგ ვანია მილიანკოვიჩი სადაა?:D
0
№8
ავტორი: Mufc7
19 იანვარი 2016 15:58
  • სიახლეები: 31
  • კომენტარები: 3018
ფერგი რომ იყოს, სულ სხვანაირად მოექცეოდა პერეირასაც და იანუზაისაც
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Money can't make history, history makes only legend, legend is only love. Love is MANCHESTER UNITED!
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top