თბილისი:
მანჩესტერი:
19-01-2016, 15:26
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 3453,
კომენტარები: 21
მარსიალის ტრანსფერის ახალი დეტალები
ენტონი მარსიალის ტრანსფერში ფინანსური ცვლილება შეიმჩნევა.
მარსიალის ტრანსფერის ახალი დეტალები
"მანჩესტერ იუნაიტედსა" და "მონაკოს" შორის მიღწეული შეთანხმების დეტალებზე დაკვირვებით, რომლითაც ენტონი მარსიალი "ოლდ ტრაფორდზე" გადაბარგდა, აღმოჩნდა, რომ ფრანგის სატრანსფერო ღირებულება 80 მლნ. ევრო, ანუ 60.8 მლნ. ფუნტი სტერლინგია.

Football Leaks-მა გამოაქვეყნა დოკუმენტი, რომელიც დართულია კონტრაქტს, რომელსაც ლუი ვან გაალის გუნდმა მიაღწია ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე, თუმცა როცა გამოცემა Goal-ი "მონაკოს" დაუკავშირდა, ფრანგულმა მხარემ კომენტარის გაკეთება არ ისურვა.

დოკუმენტი იუწყება, რომ "იუნაიტედს" 20 წლის ფეხბურთელში უნდა გადაეხადა 50 მლნ. ევრო, რომლისგან 20 მლნ. ფრანგულ გუნდს შეთანხმების მიღწევიდან სამ დღეში გადაერიცხდებოდა, ხოლო დანარჩენი 30 მლნ. 2016 წლის 1 ივლისამდე.

იმ შემთხვევაში, თუ მარსიალი სეზონში 25 ისეთ მატჩს ჩაატარებდა, რომელშიც მინიმუმ 45 წუთს გაატარებდა მოედანზე, "მონაკო" დამატებით 10 მლნ. ევროს მიიღებდა. კიდევ ერთი 10 მლნ. ევრო "მონაკოს" იმ შემთხვევაში გადაერიცხება, თუ მარსიალი სეზონში 25 გოლს გაიტანს, ხოლო თუ "ოლდ ტრაფორდზე" ასპარეზობის დროს "ოქროს ბურთის" ნომინანტი გახდება, კიდევ ერთი 10 მლნ. ევროს გადახდა მოუწევს "იუნაიტედს".

"იუნაიტედი" "მონაკოს" თანხის ნაწილს იმ შემთხვევაშიც გადაუხდის, თუკი მარსიალს სხვა კლუბში 60 მლნ. ევროზე მეტად გაყიდის.

წყარო: goal.com
ახალი ამბები
21 კომენტარი
№1
ავტორი: RojoDiablo
19 იანვარი 2016 15:32
  • სიახლეები: 7065
  • კომენტარები: 8687
ლივერპულთან მატჩის მერე დაწერა, მალე სიურპრიზს ელოდეთო, მაგრამ რა იგულისხმა, ვერაფრით ვხვდები.

ოქროს ბურთამდე მივიდეს და 10 მლნ. დაგამადლით, კაცო?
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№2
ავტორი: Best 7
19 იანვარი 2016 15:37
  • სიახლეები: 154
  • კომენტარები: 2717
მაგარი იგროკია რაა მარსიალი ტანა არავის არ ჯეროდა რომ გაამართლებდა ვან გაალმა კი იცის მართლა ახალგაზრდების გამორჩევა
0
№3
ავტორი: ვახო ( G G M U)
19 იანვარი 2016 15:43
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4327
ამდენი პუნქტი რა უბედერებაა??? ბარემ მარსიალის ნაბიჯებიც დათვალონ და რამდენ ნაბიჯსაც გადადგავს იმდენი მილიონი გადაუხადონ areyoukiddingme
0
№4
ავტორი: GeorgeBest
19 იანვარი 2016 15:43
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
ძალიან დიდი თანხაა აგდახდილი, ამართლებს თუ არა სხვა საკითხია, იმედია მომავალში ესე აღარ განმეორდება
0
№5
ავტორი: Jorbe-Jorbe
19 იანვარი 2016 15:51
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 1279
მემგონი ერთადერთია დღეს იუნაიტედში, ვინც კაცის მოტყუებაზე და გამწვავებაზე მიდის.
0
№6
ავტორი: Lee Sharpe
19 იანვარი 2016 15:59
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 561
Best 7,
მთლად ვანგაალის მადლიერი ნუ იქნები არანაირად გამორჩეული ხედვა არ აქვს, ვერავის ყიდულობდა ტიპი და სასოწარკვეთილმა ბოლოს მაგხელა თანხად მოიყვანა მარსიალი. ძალიან ძველი ყაიდის მწვრთნელია დარწმუნებული ვარ ინფორმაცია არც ქონდა მანამდე. რამოდენიმე დღით ადრე დიდი ყურადღება მიიქცია ენტონიმ ვალენსიასთან ისეთი თამაში ჩაატარა. ადრეულ ინტერვიუეშიც შეატყობდი ჯერ ახალგაზრდააო ესაო ისაო არაფრის იმედი გქონდეთო თავს იზღვევდა ეხლა საკაიფოდ რომ ყომარობს გოლდენ ბოი გახდა ბოლობოლო და სხვანაირად დაიწყო ჭიკჭიკი.

რაც არ უნდა იყოს გახარებული ვარ, თავის ასაკში გამორჩეულია. მე პირადად არ მაინტერესებს რამდენი გადაიხადეს ეგ 60 თუ 80 მილიონი აღარავის ემახსოვრება ასე თუ გააგრძელა, რიოც ახალგაზრდული ასაკის იყო და სარეკორდო ფული გადაიხადეს მცველისთვის მაგრამ ვიღას ახსოვს ის 40 მილიონი, ოქროს ასოებით ჩაეწერა manunited
0
№7
ავტორი: Depay 7
19 იანვარი 2016 16:05
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 9
Jorbe-Jorbe,
კი ბრატ ზუსტად ეგრეა კაცსაც ხშირად ატყუბს და მაგის დაკარგული ბურთი ჯერ არ მინახავს ეტყობა რო ფიზიკურადაც ძლიერია როგორც ტექნიკით
0
№8
ავტორი: RojoDiablo
19 იანვარი 2016 16:09
  • სიახლეები: 7065
  • კომენტარები: 8687
Depay 7,
ლივერპულთან რამდენიც გინდა იმდენი დაკარგა. ენტონის პასის გაკეთებაც რომ ისე ხშირად სჩვეოდეს, როგორც კაცის მოტყუება, მთლად უკეთესი იქნებოდა, მაგრამ ჯერ პატარააა და ისწავლის.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№9
ავტორი: Mufc7
19 იანვარი 2016 16:11
  • სიახლეები: 31
  • კომენტარები: 3018
იმედია, არასდროს გავყიდით და არც თვითონ გადავა სადმე, არ მეგონა, თუ ასეთ დიდ ადგილს დაიკავებდა გუნდში, მოსვლის დღიდან გვაოცებს თავისი თამაშით

RojoDiablo,
1 მილიონი მიმდევარი გაუხდა უკვე ინსტაგრამზე და ეგ ხომ არ იგულისხმა? lol
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Money can't make history, history makes only legend, legend is only love. Love is MANCHESTER UNITED!
№10
ავტორი: abrama
19 იანვარი 2016 16:31
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 1000
RojoDiablo,
Xo mara daicherda tu ara burts egreve 5 kaci exveoda da magitom
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top