თბილისი:
მანჩესტერი:
20-01-2015, 08:25
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2155,
კომენტარები: 7
კერიკი: "რუნი და სქოულზი განსხვავდებიან"
კერიკი კაპიტნის შესახებ საუბრობს.
კერიკი:
"მანჩესტერ იუნაიტედის" ნახევარმცველი, მაიკლ კერიკი ფიქრობს, რომ უეინ რუნისა და პოლ სქოულზის შედარება არ შეიძლება.

ვიცე-კაპიტანს მიმდინარე სეზონში არაერთხელ მოუხდა რუნის გვერდით ნახევარდაცვაში თამაში.

მაიკლი გაკვირვებული არ ყოფილა ამ პოზიციაზე რუნის კარგი თამაშით, მაგრამ აცხადებს, რომ უეინის შედარება პოლ სქოულზთან არ შეიძლება.

"უეინს უბრალოდ ხარისხი აქვს. ის არის კარგი ფეხბურთელი თავისი პასების, თამაშის ხედვის, საგოლე მომენტების შექმნისა და გოლების გატანის გამო. ყველგან კარგია, მეტი, ვიდრე კარგი. უეინს აქვს ისეთი უნარები, რაც ბევრ ფეხბურთელს არ სჩვევია."

"შეგიძლიათ ისინი შეადაროთ, მაგრამ ეს ძალიან ადვილი სათქმელია. ორივე ფეხბურთელი ინდივიდუალურია, თავიანთი პირადი უნარებითა და ჩვევებით. სქოულზი ფანტასტიური მეგოლე ნახევარმცველი იყო. უეინი ყოველთვის იყო ბომბარდირი და ნახევარდაცვაში თამაშისასაც არის, მაგრამ არ ვფიქრობ, რომ მათი შედარება შეიძლება, რადგან ორივე მათგანი ძალიან განსხვავებულები არიან."
- განაცხადა კერიკმა.

წყარო: manutd.com
ინტერვიუები
7 კომენტარი
№1
ავტორი: RojoDiablo
20 იანვარი 2015 08:27
  • სიახლეები: 7065
  • კომენტარები: 8687
ერთი თავდამსხმელადაა დაბადებული, მეორე ნახევარმცველად. შედარებაც კი არ ღირს. როგორ უნდა თქვა ნახევარდაცვაში მოთამაშე რუნიზე, სქოულზივით თამაშობსო. ეს ლუია რაღაც საოცრებებს რომ ხედავს, თორემ ცუდის მეტს არაფერს აკეთებს იქ რუნი.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№2
ავტორი: LizarD
20 იანვარი 2015 09:19
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 1217
რატომ მოსთხოვეს ამ ორის შედარება ან რა ასპექტში, :/
0
№3
ავტორი: RojoDiablo
20 იანვარი 2015 09:22
  • სიახლეები: 7065
  • კომენტარები: 8687
LizarD,
მას არ მოსთხოვეს, "ლივერპულთან" მატჩის შემდეგ ბევრმა თქვა, რომ სქოულზივით ითამაშაო.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№4
ავტორი: AkkRed
20 იანვარი 2015 11:32
  • სიახლეები: 74
  • კომენტარები: 4669
სქოულზს ვერ შეედრება, სქოულზი მართლაც რომ სხვა განზომილებიდან იყო
0
№5
ავტორი: red devil
20 იანვარი 2015 13:18
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4680
Shreki forwardad uketesia
0
№6
ავტორი: DiMaria
20 იანვარი 2015 18:18
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1360
სად პოლი და სად რუნი ნახევარდაცვაში.
0
№7
ავტორი: ვახო ( G G M U)
20 იანვარი 2015 22:01
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4327
მეც ვფიქრობ რომ მათი შედარება უბრალოდ არ შეიძლება. რუნის უდიდესი სიყვარულის მიუხედავად პოლი სხვა განზომილებაა, ეს რუნია უნიკალური, თორე ნახევადრაცვაში პოლი ყოველთვის პირველი იყო.
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top