თბილისი:
მანჩესტერი:
29-05-2015, 14:43
ავტორი: Wardell,
ნანახია: 2145,
კომენტარები: 5
დაკვირვება გასულ სეზონზე: 5 დასკვნა
"მანჩესტერ იუნაიტედი" 2014/15 წლების სეზონში.
დაკვირვება გასულ სეზონზე: 5 დასკვნა
"იუნაიტედის" შემტევებს დაავიწყდათ, როგორ გაიტანონ

კლუბის საუკეთესო ბომბარდირი წინა სეზონის მსგავსად, უეინ რუნი გახდა, რომელმაც 14 გოლის გატანა შეძლო, მეორე ადგილზე რობინ ვან პერსი და ხუან მატა გავიდნენ 10-10 გოლით, ანდერ ერერამ კი 8-ჯერ შეძლო მეტოქის დამწუხრება.

მიუხედავად, ვარსკვლავური შემტევი ხაზისა, სეზონის დასრულების შემდეგ, გატანილ გოლთა გრაფაში, "იუნაიტედის" გასწვრივ მხოლოდ 62 წერია, ეს კი ძალიან ცოტაა გუნდის ამბიციების გათვალისწინებით. მომავალ წელს, თუკი ვან გაალის შეგირდები ტიტულისთვის ბრძოლას აპირებენ, მინიმუმ 20-ით მეტი გოლი მაინც უნდა გაიტანონ.

სახელი წარმატების გარანტია არ არის

სეზონის დაწყებამდე "იუნაიტედის" გულშემატკივრები ვარსკვლავების ყიდვას ითხოვდნენ, რათა თანაქალაქელებისთვის კონკურენცია გაეწიათ. სატრანსფერო ფანჯრისას მათი მოთხოვნა დაკმაყოფილდა.

თუმცა, ანხელ დი მარიამ და რადამელ ფალკაომ "ოლდ ტრაფორდზე" გადაბარგების შემდეგ ისეთივე წარმატებით თამაში ვერ გააგრძელეს და ფანების იმედებიც ვერ გაამართლეს.

სერ ალექს ფერგიუსონის და დევიდ გილის დროს, გუნდი ცდილობდა გაეფორმებინა მოთამაშეები, რომლებიც ზრდის პროცესში იყვნენ: კრიშტიანუ რონალდუ, რუდ ვან ნისტელროი და უეინ რუნი. ეს მოთამაშეები ძალიან ახალგაზრდები იყვნენ, როდესაც კლუბში მივიდნენ და შემდეგ იქცნენ ვარსკვლავებად.

ახალბედა სუპერვარსკვლავებმა როგორც უკვე აღვნიშნეთ გასულ სეზონში ვერ გაამართლეს და კიდევ უფრო გაამყარეს ის მოსაზრება, რომ მოთამაშის სტატუსი ყოველთვის არ მოიტანს დადებით შედეგს.

ბრენდან როჯერსმა სწორად აღნიშნა - სეზონი, ლუი ვან გაალისთვის გაცილებით რთული გამოდგა, ვიდრე ჰოლანდიელი ელოდა

"ლივერპულის", ირლანდიელი დამრიგებელი ბრენდან როჯერსი სეზონის დაწყებამდე ლუი ვან გაალის ოპტიმიზმს გამოეხმაურა და ჰოლანდიელს შეახსენა, თუ როგორი რთული და კონკურენტუნარიანი ჩემპიონატია პრემიერ ლიგა.

მიუხედავად იმისა, რომ ლუის ზურგს ესპანეთში, გერმანიაში და ჰოლანდიაში მიღებული უდიდესი გამოცდილება უმაგრებდა, როჯერსი მართალი აღმოჩნდა. ჰოლანდიელს გზად ძალიან ბევრი დაბრკოლება შეხვდა, დაწყებული ტრავმების ეპიდემიით, დამთავრებული სწორი ფორმაციის არჩევით.

"იუნაიტედმა" აუცილებლად უნდა გაიფორმოს 5 ახალი ფეხბურთელი

მიუხედავად იმისა, რომ ფორმის პიკში მყოფმა გუნდმა რამდენიმე შესანიშნავი გამარჯვება მოიპოვა "არსენალის", "ლივერპულის", "ტოტენჰემის" და "მანჩესტერ სიტის" წინააღმდეგ, უეინ რუნისა და მაიკლ კერიკის არ ყოფნა დამღუპველი აღმოჩნდა მათთვის.

ამის გათვალისწინებით, ლუი ვან გაალს ამ ზაფხულსაც დიდი სამუშაოს ჩატარება მოუწევს. კლუბმა მინიმუმ 5 ფეხბურთელი უნდა დაიმატოს, რათა კონკურენცია გაუწიოს "ჩელსის". უპირველეს ყოვლისა გუნდს სჭირდება მარჯვენა მცველი, ცენტრალური მცველი, მაიკლ კერიკის შემცვლელი, ფორვარდი, რომელიც 20 გოლს გაიტანს სეზონში და თუ დე ხეა წასვლას გადაწყვეტს, მისი შემცვლელიც მოსაძებნია.

სეზონმა სწავლის პროცესში ჩაიარა

სამწვრთნელო შტაბი და მოთამაშეები, სკოლაში დაბრუნდნენ, სადაც განსხვავებული სქემების და ტაქტიკური მონახაზების შესწავლა ხდებოდა.

რამდენიმე მათგანმა ინგლისური ფეხბურთის გემო პირველად გაიგო, თავად მთავარი მწვრთნელიც კი დებიუტანტი იყო პრემიერ ლიგაში. ლუი ახლა პორტუგალიაშია და ისვენებს, თანაც მიღებულ გაკვეთილებს აანალიზებს. მან ისწავლა, რომ "ბარნლის", "ლესტერს" და "სანდერლენდსაც" კი შეუძლიათ ლიდერების დამარცხება.

მოთამაშეებმაც ბევრი ახალი რამ გაიგეს, ზოგი მალევე დაოსტატდა, თუმცა უკვე მომავალ სეზონში მიეცემათ შანსი შესაძლებლობები გამოავლინონ და მაშინ უკვე არ იქნება დრო თავის გამართლების.
სტატიები
5 კომენტარი
№1
ავტორი: RojoDiablo
29 მაი 2015 14:55
  • სიახლეები: 7065
  • კომენტარები: 8687
ყველაფერს ვეთანხმები. უმთავრესი პრობლემები წინა პლანზეა წამოწეული აი ბოლოს რაც შეეხება, თითქოს ლუიმ ადრეც იცოდა, რომ პრემიერ ლიგაში ადვილი თამაში არავისთან ექნებოდა, მაგრამ მერე უკეთ გაიგო ეს. მთავარი ამან შედეგი გამოიღოს და წელს დაშვებული შეცდომები გაითვალისწინოს. შარშანდელი სატრანსფერო ფანჯარა წარმატებულ/წარუმატებელი იყო. რამდენიმე უმაღლესი დონის ფეხბურთელი მოვიდა, მაგრამ აუცილებელი პოზიციების გამყარება მაინც ვერ მოხერხდა, წელს კი ესეც უნდა გამოსწორდეს.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№2
ავტორი: Pazu21
29 მაი 2015 15:05
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 119
bratci moderacia rogor gaviarooo???
siaxleebis gamoqveyneba minda
0
№3
ავტორი: GeorgeBest
29 მაი 2015 15:49
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
მართლა სასაცილოა წლის დასაწყისში იმხელა იმედებით ვიყავით, შეტევასი როცა რუნი, პერსი, ფალკაო და დი მარია გყავს, ამ დროს სეზონს ესე ამთავრებ. დაცვამ უფრო კარგად ითამაშა მგონი ვიდრე ამათ
0
№4
ავტორი: AkkRed
29 მაი 2015 15:51
  • სიახლეები: 74
  • კომენტარები: 4669
სრული სიმართლეა, მაგრამ შემდეგ სეზონში გამართლებების პროცენტულობა მინიმუმდე უნდა ჩავიდეს. ამ სეზონში ერთი ყველაზე კარგი ის იყო, რომ შეცდომების მაქსიმუმი იყო და ჭკუას ისწავლის კროსვორდა
0
№5
ავტორი: Memphis_Depay
29 მაი 2015 16:02
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 405
განსაკუთრებით იმას ვეთანხმები რომ 5-6 ფეხბურთელია დასამატებელი. ვინგერები რამდენი გვყავს და არცერთი არ ვარგა. angry დაცვის ცენტრი და მარჯვენა ფლანგი.საყრდენი ნახევარდაცვის ზონა. 1 ვინგერი და 1 ცენტრფორვარდი. და ძაან მაგარ შემადგენლობას დააყენებს ვანგაალი
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top