თბილისი:
მანჩესტერი:
15-07-2015, 08:13
ავტორი: Vodafone,
ნანახია: 2670,
კომენტარები: 9
ოტამენდი ესპანეთში არ დაბრუნდება
ესპანური მედიის ცნობით, ნიკოლას ოტამენდი მზადაა შეუერთდეს "მანჩესტერ იუნაიტედს".
ოტამენდი ესპანეთში არ დაბრუნდება
ესპანური მედიის ცნობით, ნიკოლას ოტამენდი მზადაა, შეუერთდეს "მანჩესტერ იუნაიტედს", მას შემდეგ, რაც მცველმა უარი თქვა ვალენსიაში დაბრუნებაზე.

არგენტინელმა მონაწილეობა მიიღო "კოპა ამერიკაზე" და თანაგუნდელების მგავსად, ამჟამად დასასვენებლად იმყოფება. თუმცა მას უკვე რამდენიმე დღეში ელოდებიან "ვალენსიაში", წინა-სასეზონო ტურნეს დასაწყებად.

"მარკას" ინფორმაციით კი, თავად ფეხბურთელს არ სურს ესპანეთში დაბრუნება და კლუბს "მანჩესტერ იუნაიტედთან" მოლაპარაკებების დაწყება მოსთხოვა.

ოტამენდის გარდა, "იუნაიტედი" აქტიურად ინტერესდება სერხიო რამოსითაც, თუმცა ეს ტრანსფერი მხოლოდ იმ შემთხვევაში შედგება, თუ "მადრიდელებს" თავიანთ რიგებში დევიდ დე ხეას დამატება მოესურვებათ.

ოტამენდის გამოსასყიდი თანხა კონტრაქტის მიხედვით 35,5 მილიონ ფუნტს შეადგენს, მაგრამ "წითელ ეშმაკებს" იმედი აქვთ, რომ მის გაფორმებას უფრო იაფადაც შეძლებენ.

Metro
სიახლეები, ტრანსფერები
9 კომენტარი
№1
ავტორი: Vodafone
15 ივლისი 2015 08:16
  • სიახლეები: 486
  • კომენტარები: 1728
წყაროზე ეჭვი არ შეგეპაროთ, მარკას სტატიაა უბრალოდ მეტრომ თარგმნა.

ოტამენდის თუ ვიყიდით შეგვიძლია წლევანდელ ტრანსფერებზე აღარ ვინერვიულოთ, ასე თუ ისე გუნდი სრულად დაკომპლექტდება.
0
№2
ავტორი: AkkRed
15 ივლისი 2015 09:17
  • სიახლეები: 74
  • კომენტარები: 4669
ვუდვორდ მართლა უნდა ძეგლი რომ დავუდგათ? :დ
0
№3
ავტორი: Mufc7
15 ივლისი 2015 13:25
  • სიახლეები: 31
  • კომენტარები: 3018
ჩვენი შანსები იზრდება ანუუ wink
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Money can't make history, history makes only legend, legend is only love. Love is MANCHESTER UNITED!
№4
ავტორი: Jorbe-Jorbe
15 ივლისი 2015 14:07
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 1279
Barem egec da gavxsnat shampanuri ❤
0
№5
ავტორი: Manchester_M
15 ივლისი 2015 14:30
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 4027
ამის ყიდვა ნიშნავს იმას რომ წელს დე ჰეა არ მიდის და შეიძლება კი დაითანხმონ კონტრაქტზე ამ 1 წელში

მრცხვენია ვუდვორდის :D ბევრი არ მილანძღია მაგრამ ერთი-ორჯერ კი ვესროლე სალანძღავი სიტყვები :D
0
№6
ავტორი: GeorgeBest
15 ივლისი 2015 16:35
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
ესეც დადონ და საკმარისია, მომავალ წელს ალბათ არც არავის მოიყვანენ wink
0
№7
ავტორი: Count Alucard
15 ივლისი 2015 19:09
  • სიახლეები: 28
  • კომენტარები: 1979
ჭორი მგონია მაინც მე, აგვისტომდე ტრანსფერს აღარ ველოდები.
0
№8
ავტორი: chestersa
15 ივლისი 2015 21:00
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 265
ეს იყიდოს ვუდვორდმა და კიდე ფორვარდი კავანი დიდად არ მინდა მაგრამ თუ ფორვარდიც ვიყიდეთ მაგას ვიყიდით ალბათ აი ეს 2 ტრანსფერიც და იქითა ზაფხულსაც ხმა არ გვექნება ამოსაღები ფულის დახარჯვაზე :დ
0
№9
ავტორი: red devil
16 ივლისი 2015 13:06
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4680
მოდი ძმაო მოდი
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top