თბილისი:
მანჩესტერი:
28-11-2015, 16:05
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2768,
კომენტარები: 6
ვან გაალი: "რუნი ჩემს გადაწყვეტილებას ამართლებს"
ლუი ვან გაალი უეინ რუნის შესახებ საუბრობს.
ვან გაალი:
"მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარი მწვრთნელი ლუი ვან გაალი თვლის, რომ უეინ რუნი არაოპტიმალური სათამაშო ფორმის მიუხედავად ამართლებს სასტარტო შემადგენლობაში ყოფნის გადაწყვეტილებას.

"წითელი ეშმაკების" ყოფილმა კაპიტანმა როი კინმა "იუნაიტედის" მოქმედი კაპიტნის, რუნის შესახებ განაცხადა, რომ უმჯობესია ინგლისელმა საკუთარ თავს გვერდიდან შეხედოს და თავისი თამაშის შესახებ შესაბამისი დასკვნები გააკეთოს.

მიუხედავად ამისა, ვან გაალმა თავისი კაპიტანი დაიცვა. ლუის მიაჩნია, რომ რუნი მის ნდობას ამართლებს.

"უეინი ჩვენი კაპიტანი რომ არც იყოს, მოედანზე მაინც საწყისი წუთებიდანვე გამოვიყვანდი. უეინი გუნდისთვის ბევრს აკეთებს, დიდი წვლილი შეაქვს. მისით კმაყოფილი ვარ.

მეორე მხრივ, მწვრთნელს არასდროს მოსწონს გუნდის ან რომელიმე კონკრეტული ფეხბურთელის ფორმა. დიდების მწვერვალზე ყოველთვის ვერ იქნები.

ამჟამად თავდამსხმელის პოზიციაზე არ თამაშობს, იქ მარსიალი დგას. მაგრამ შეიძლება რომელიმე მატჩში ითამაშოს. ეს მხოლოდ ფეხბურთელის ფორმაზე არ არის დამოკიდებული, სათამაშო გეგმაც მნიშვნელოვანია",
- განაცხადა ვან გაალმა.

წყარო: dailymail
ინტერვიუები
6 კომენტარი
№1
ავტორი: ვახო ( G G M U)
28 ნოემბერი 2015 17:06
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4327
ასეა თუ ისეა რუნი გუნდისთვის ნამდვილად მნიშვნელოვანი ფეხბურთელია. გასაგებია, რომ არ არის სასურველ ფორმაში და ბევრ გოლსაც ვეღარ იტანს, მაგრამ მისი ყოფნა მოედანზე მაინც მნიშვნელოვანია.
0
№2
ავტორი: Mufc7
28 ნოემბერი 2015 17:36
  • სიახლეები: 31
  • კომენტარები: 3018
მე კი მისით საერთოდ არ ვარ კმაყოფილი, ის მებრძოლი რუნი სულ დაკარგულია
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Money can't make history, history makes only legend, legend is only love. Love is MANCHESTER UNITED!
№3
ავტორი: RojoDiablo
28 ნოემბერი 2015 18:12
  • სიახლეები: 7065
  • კომენტარები: 8687
არ არის კარგი ფეხბურთელებთან ასეთი მიდგომა. ხელშეუხებლობის განცდისას ჯერ თავად იმ ფეხბურთელს ერთმევა მოტივაცია, სხვა კი ავტომატურად იჩაგრება.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№4
ავტორი: GeorgeBest
28 ნოემბერი 2015 19:15
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
წინაზე რამდენიმე კომბინაცია დაიდო და გულს უხაროდა რუნის მონაწილეობა მარა მეორე ტაიმში დაცვაში რო დადგა ისევ ის რუნი დაბრუნდა, რაც წელსაა
0
№5
ავტორი: ilker
28 ნოემბერი 2015 19:17
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 290
საუკეთესო უნდა იყოს რუნი, მარა როგორც ჩანს წავიდა დიდების დრო. ლუის არასწორი მიდგომა აქ, რუნი კი არა გიგზი რო თამაშობდეს და არ იყოს ფორმაში მას ვერ ექნებოდა გარანტირებული ძირითადი.

მე მაინც მჯერა შრეკუნიას და ყოველ თამასში მეტს და მეტს მოველი მისგან. სამწუხაროდ კი, ყოველ თამასში რეგრესი აქ
0
№6
ავტორი: temo-scholes
29 ნოემბერი 2015 13:27
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1663
derpneutral
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top