თბილისი:
მანჩესტერი:
29-11-2015, 09:33
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 3633,
კომენტარები: 16
გვარდიოლას "იუნაიტედის" გაწვრთნა სურს
პეპ გვარდიოლა "სიტის" "იუნაიტედს" ამჯობინებს.
გვარდიოლას
მიუნხენის "ბაიერნის" მთავარი მწვრთნელი ხოსეპ გვარდიოლა თავისი კარიერის გაგრძელების სავარაუდო ვარიანტად არა "მანჩესტერ სიტის", არამედ "მანჩესტერ იუნაიტედს" განიხილავს.

გასულ კვირას პრესაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ "ბარსელონას" ყოფილმა მწვრთნელმა "ქალაქელებთან" უკვე შეათანხმა კონტრაქტი და მომდევნო ზაფხულიდან სწორედ "სიტის" ჩაუდგებოდა სათავეში. ამან ერთხელ გვარდიოლას პრესკონფერენციის ჩაშლაც კი გამოიწვია.

თუმცა, თავად გვარდიოლა "იუნაიტედში" მუშაობას ამჯობინებს. 44 წლის ესპანელი ნამდვილად არის "სიტის" პრიორიტეტული სამიზნე, მაგრამ "ეტიჰადის" მკვიდრთათვის არასდროს მიუცია გარანტიები.

გვარდიოლას "ოლდ ტრაფორდზე" მუშაობის სურვილი ფაქტიურად ნიშნავს, რომ "წითელ ეშმაკებს" არჩევანის გაკეთება მოუწევთ, ნაადრევად გაათავისუფლებენ თუ არა სამსახურიდან ლუი ვან გაალს, რომელსაც თავისი მოსაწყენი სათამაშო სტილის გამო აკრიტიკებენ.

გვარდიოლას კონტრაქტი გერმანულ კლუბთან მიმდინარე სეზონის ბოლოს იწურება, "ბაიერნის" ხელმძღვანელობა კი ამ გაურკვევლობას ნათელს მოჰფენს და ხოსეპს ახალ წლამდე მოსთხოვს ზუსტ პასუხს იმის შესახებ, ითანამშრომლებს თუ არა "რეკორდმაისტერთან" ესპანელი მომდევნო წლებშიც.

გვარდიოლასგან განსხვავებით, ლუი ვან გაალს კონტრაქტი მხოლოდ მომდევნო სეზონის ბოლოს ეწურება და თუ "წითლების" ხელმძღვანელობა მისი ნაადრევად გათავისუფლების გადაწყვეტილებას მიიღებს, ჰოლანდიელ სპეციალისტს კომპენსაციის სახით 7 მლნ. ფუნტს გადაუხდის.

წყარო: dailymail
ახალი ამბები
16 კომენტარი
№1
ავტორი: abrama
29 ნოემბერი 2015 10:01
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 1000
Auuu gexvewebit raaa ogond es moiyvanet da saqartvelodan gamogigzavnot mag 7 milions panebi.
0
№2
ავტორი: AkkRed
29 ნოემბერი 2015 10:24
  • სიახლეები: 74
  • კომენტარები: 4669
ძააან არ მეხატება ესეც გულზე, მაგრამ ღაბაბას კი ჯობია
0
№3
ავტორი: Memphis_Depay
29 ნოემბერი 2015 10:48
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 405
AkkRed,
ფილოსოფია ამასაც აქვს აკადემიური თამაშის,მაგრამ შეტევაზე ორიენტირებული მაინც არის angry
0
№4
ავტორი: RojoDiablo
29 ნოემბერი 2015 11:01
  • სიახლეები: 7065
  • კომენტარები: 8687
სიმართლე გითხრათ, ძალიან მაინტერესებს გვარიოლაა ასეთი კარგი მწვრთნელი, თუ ბაიერნი და ბარსელონა ავტომატურად იყვნენ იმდენად კარგი გუნდები, რომ თავისთავად თამაშობდნენ კარგად. ყველამ ვიცით, რა გუნდი ჩაიბარა ბაიერნში და რა სისტემა იყო დანერგილი ბარსელონაში, როცა მივიდა. თუ უნდა დაამტკიცოს, რომ მართლა დიდებული მწვრთნელია, მოვიდეს მანჩესტერში და გამოასწოროს სიტუაცია.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№5
ავტორი: Best 7
29 ნოემბერი 2015 11:23
  • სიახლეები: 154
  • კომენტარები: 2717
აუ ვან გაალ წადი რაა წადიიიი
0
№6
ავტორი: Berba 9
29 ნოემბერი 2015 11:27
  • სიახლეები: 278
  • კომენტარები: 1500
გამოუშვით გუარდიოლა, ძაან მომწონს, ძალიან კარგი მწვრთვნელია და იცის, ეხერხება სწორი გადაწყვეტილებების მიღება.

იმედია მოიყვანენ.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
The City Is Yours?
The City Is Yours?
20,000 empty seats!
Are You Fucking Sure?
№7
ავტორი: Zeba
29 ნოემბერი 2015 11:50
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 66
მოიყვნეთ ეს კაცი,დღესდღეობით ერთ-ერთი საუკეთესოა პეპი.არც პაპა კარლოზე არ ვიტყოდი უარს. derpthumb
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ We'll Never Die, We'll Never Die, 
We'll Never Die, We'll Never Die, 
We'll Keep The Red Flag Flying High, 
Cos Man United Will Never Die...
№8
ავტორი: Nicco
29 ნოემბერი 2015 11:54
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1
ეს მევასება. ნუ, რა მწვრთნელია, ჯერ კიდევ დასამტკიცებელი აქვს, მიუხედავად იმისა, რომ ბევრი ჯილდო აქვს, მაგრამ ემოციური მაინც არის და ბლოკნოტი არ ეკავება 90 წუთი ხელში :D
0
№9
ავტორი: ilker
29 ნოემბერი 2015 12:04
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 290
ეს უკვე სულ სხვა თემაა. გვარდიოლა მაგარი მწვრთნელია ბურთის ფლობა მაგრად უყვარს, მარა მწვავედაც უტევს. ან ეს და ან ანჩელოტი, გოგზი მომავლის პერსპექტივაა
0
№10
ავტორი: ვახო ( G G M U)
29 ნოემბერი 2015 12:17
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4327
და რა აზრი აქ ვან გაალის ხელში ვაგორავებთ ბურთს თუ გვარდიოლასი??? რა ბაიერნში მივიდა და და იმ ბაიერნიდან არაფერი აღარაა დარჩენილი. იმ ბაიერნთან რომელმაც 7-0 მოუგო ბარსელონას, ეს ბაიერნი ახლოსაც ვერ მივა. შეიძლება ესე ფარჩაკულად აღარ ვითამაშოთ, მაგრამ არ მგონია რომ გვარდიოლას მოსვლის შემთხვევაში დიდად რამე შეიცვალოს.

გვარდიოლას მე ანჩელოტი ბევრად მირჩევნია.
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top