თბილისი:
მანჩესტერი:
16-04-2016, 08:00
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 3091,
კომენტარები: 8
ვან გაალი: "რონალდუსთან შედარება არ შეიძლება"
ლუი ვან გაალი ჟურნალისტებს მოუწოდებს.
ვან გაალი:
ლუი ვან გაალმა აღნიშნა, რომ ჯერ კიდევ რთულია იმის წარმოდგენა, თუ რამდენად კარგი ფეხბურთელია მარკუს რეშფორდი.

თებერვალში პირველი გუნდის რიგებში გამოჩენის შემდეგ 18 წლის თავდამსხმელმა 11 მატჩი ჩაატარა და 6 გოლი გაიტანა, მათ შორის "მანჩესტერ სიტისა" და "ვესტ ჰემის" წინააღმდეგაც.

მისი კარიერის დასაწყისი იმდენად კარგი გამოდგა, რომ ექვსგოლიან ნიშნულს უფრო სწრაფად მიაღწია, ვიდრე მისმა თანაგუნდელმა უეინ რუნიმ, მისი გუნდის ყოფილმა ფეხბურთელმა კრიშტიანუ რონალდუმ და რონალდუს მთავარმა კონკურენტმა ლიონელ მესიმაც კი.

მაგრამ ჰოლანდიელმა სპეციალისტმა პარასკევს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ არავითარ შედარებებს არ ემხრობა.

"შეიძლება ვაშლი მსხალს შეადარო. მაგრამ მე არ ვეთანხმები იმას, რისი აღნიშვნაც გსურთ.

ჯერ უნდა მოვიცადოთ და ვნახოთ. რა თქმა უნდა, ფანტასტიკურია, რასაც მარკუსი აკეთებს დღემდე. მაგრამ რონალდუსთან მისი შედარება არ შეიძლება.

ის სულ სხვა პოზიციაზე თამაშობდა, როგორც ვიცი. "მანჩესტერ იუნაიტედში" თავდამსხმელი არ იყო, როგორც ვიცი. ზუსტად ვერ ვიტყვი, რადგან აქ არ ვიყავი. მაგრამ შედარება არ შეიძლება",
- განაცხადა ვან გაალმა.

წყარო: M.E.N.
ინტერვიუები
8 კომენტარი
№1
16 აპრილი 2016 08:43
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 10
რაც არ უნდა იყოს მომავალია მანჩესტერის
0
№2
ავტორი: zeg
16 აპრილი 2016 10:05
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 117
Am kacis didi pliusia axalgazrdebis agmochena Magistvis sagol.klubis agrzdilebi yvelas mirchevnia
0
№3
ავტორი: ვახო ( G G M U)
16 აპრილი 2016 10:33
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4327
რაც არ უნდა მომაბეზრებელი იყოს, ეს შედარებები ყოველთვის იქნება, თუმცა ეს მხოლოდ სტატისტიკაა და მეტი არაფერი.
0
№4
ავტორი: Zeba
16 აპრილი 2016 12:17
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 66
დაიწყო ისევ უაზრო შედარებები. derphappycry
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ We'll Never Die, We'll Never Die, 
We'll Never Die, We'll Never Die, 
We'll Keep The Red Flag Flying High, 
Cos Man United Will Never Die...
№5
ავტორი: RojoDiablo
16 აპრილი 2016 13:11
  • სიახლეები: 7065
  • კომენტარები: 8687
რონალდუსთან კი არა, შედარება როხოსთანაც არ შეიძლება. რა სალაპარაკოა, ეს ისეთი იყო, ის ასეთი და ა.შ. დიდი უაზრობაა
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№6
ავტორი: deqstera
16 აპრილი 2016 13:36
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 418
რო შეადარო სტილით მაინც უნდა გავდეს, რონალდუს სტილის კი მანჩესტერში მის მერე მხოლოდ ნანი იყო(ზაჰაც შეიძლებოდა მაგრამ ვერგაამართლა), რეშფორდი კი ფორვარდია და არა გარემარბი ისევე როგორც მარსიალი!!
0
№7
ავტორი: GeorgeBest
16 აპრილი 2016 15:06
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
როგორ არ მევასება ტვინს რო ****ვენ ხოლმე ახალი რონალდუებით და სქოულზებით
0
№8
ავტორი: tupaca
16 აპრილი 2016 16:03
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 596
რეშფორდს ვინმეს თუ შევადარებდი ეს სოლსკიაერია, ჯერ ბევრი უკლია მაგრამ გოლის ალღოთი გავს :))
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top