თბილისი:
მანჩესტერი:
16-03-2015, 11:09
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2199,
კომენტარები: 12
რუნი: "კონკურენტების შედეგებმა მნიშვნელობა გაზარდა"
რუნის მატჩის შემდეგ.
რუნი:
უეინ რუნი მოხარულია იმით, რომ "მანჩესტერ იუნაიტედმა" "ტოტენჰემის" 3-0 დამარცხება მოახერხა და პრემიერ ლიგის საუკეთესო 4 გუნდს შორის ადგილის დამკვიდრებისკენ დიდი ნაბიჯი გადადგა.

"წითელი ეშმაკები" "ოლდ ტრაფორდზე" უშუალო კონკურენტის წინააღმდეგ სათამაშოდ გავიდნენ, როცა "მანჩესტერ სიტის" "ბარნლისთან" თავისი მატჩი წაგებული ჰქონდა, ხოლო "საუთჰემპტონმა" "სტემფორდ ბრიჯზე" "ჩელსის" 1-1 ეთამაშა.

"ვიცოდით, რომ დიდი მატჩი იყო. განსაკუთრებით "მანჩესტერ სიტის" წაგებისა და "საუთჰემპტონის" ფრის შემდეგ. "ტოტენჰემთან" ქულების მოპოვება ჩვენთვის მნიშვნელოვანი იყო სამი დიდებული ქულა გვაქვს.

ამ სეზონში კარგად ცოტაჯერ ვითამაშეთ. პირველი ტაიმი მიმდინარე სეზონის საუკეთესო 45 წუთი იყო. მეორე ტაიმში არ გვინდოდა სამ გოლიანი უპირატესობის დაკარგვა, ამიტომ კარგად დავიცავით თავი და მატჩი მოვიგეთ."
- განაცხადა რუნიმ.

რუნიმ 34-ე წუთზე სოლო რეიდის შემდეგ უგო ლორისს მესამე გოლი გაუტანა, მისთვის კი სეზონის მე-13 გოლი გამოდგა.

"ნამდვილად კარგი გოლი იყო. ვგონებ, ბენტალები შეცდა და ბურთს დავეუფლე, დავინახე, რომ გვერდით თანაგუნდელები არ მყავდა და უბრალოდ დაცვას თავს დავესხი. საბედნიეროდ, ბოლომდე გავედი და გავიტანე." - დაასრულა რუნიმ.

წყარო: manutd.com
ინტერვიუები
12 კომენტარი
№1
ავტორი: REVIVO
16 მარტი 2015 11:18
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 66
რუნიმ იმედია იპოვა თავისი თავი და კიდევ აღზევება წინააქვს
0
№2
ავტორი: ვახო ( G G M U)
16 მარტი 2015 11:20
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4327
ჰაერივით გვჭირდებოდა 3 ქულა. გარდა ამისა ვიხილეთ ის მანჩესტერი რომელიც ყველას მოგვენატრა. love
0
№3
ავტორი: chudikone
16 მარტი 2015 11:28
  • სიახლეები: 385
  • კომენტარები: 3206
სიტისთან რეიდის შემდეგ რო გაგეტანა ეგ სეზონის საუკეთესო გოლი იქნებოდა, მარა ნიჩიო ესეც კარგი იყო smoke
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
I saw my mate The other day, He said to me I’ve seen the white Pele
So I asked who is he, He goes by the name of Wayne Rooney.
Wayne Rooney
Wayne Rooney
He goes by the name of
Wayne Rooney!
№4
ავტორი: abrama
16 მარტი 2015 11:38
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 1000
Mgini luim swored agnishna wina statiashi. Roca tqva ro meoreze gasvlac shegvidzliao. Tan sitistan saxlshi gvaq satamasho...
0
№5
ავტორი: RojoDiablo
16 მარტი 2015 11:43
  • სიახლეები: 7065
  • კომენტარები: 8687
abrama,
ჯერ ყველაფერი წინ არის. მეორეზე გასვლაც შეგვიძლია და მეშვიდეზეც. მთავარი ვითამაშოთ, ვიბრძოლოთ და უაზროდ არ დავკარგოთ ქულები. აი დღეს ლივერპული ფრეს ითამაშებს და ცოტა სულს მოვითქვამთ.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№6
ავტორი: AkkRed
16 მარტი 2015 12:33
  • სიახლეები: 74
  • კომენტარები: 4669
RojoDiablo,

მთლად რომ წააგოს წლის ყველაზე ბედნიერი ტური გვექნება.


რუნიმ ამ სტიმულით რომ გააგრძელოს არაა გამორიცხული თასიც ავწიოთ, ჰო კაი, კაი ჩემით გავალ.
0
№7
ავტორი: dachi_mu
16 მარტი 2015 13:02
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1474
შრეკი არის ცხოველიიი...
0
№8
ავტორი: Wardell
16 მარტი 2015 13:40
  • სიახლეები: 427
  • კომენტარები: 1582
ხო ვამბობდი, მეორეზე გასვლის რეალური შანსი გვააქვს მთავარია უაზროდ არ ვკარგოთ ქულებითქო :))) არსენალს რო მოვუგებთ თითქმის დარწმუნებული ვარ, სიტისთან ალბათ ცოტა გაჭირდება.
0
№9
ავტორი: VaRdo
16 მარტი 2015 15:46
  • სიახლეები: 78
  • კომენტარები: 5516
და მაინც გადამწყვეტი მომენტი იყო ნიუკასლთან 88 წუტზე გატანილი გოლი, რომ არა ეგ გოლი ღმერთმა იცის რა იქნებოდა. იმენა ოთხეულში შესვლის გოლი იყო
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ “რომ არა კონტროლი, გასახდელში მყოფი 11 მილიონერი აუცილებლად შეეცდებოდა იმქვეყნად გავესტუმრებინე, მაგრამ ახლა ყველამ იცის, რომ თუ ჩემი კონტროლის ფარგლებს მიღმა გავა, იმქვეყნად თავად
გაემგზავრება…” SAF
№10
ავტორი: Manchester_M
16 მარტი 2015 19:15
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 4027
მოხდა სასწაული და მოვიგეთ ყველა დარჩენილი მატჩი და ჩელსიმაც დაკარგა 7 ქულა და უცებ დავეუფლეთ ეპლს feel
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top