თბილისი:
მანჩესტერი:
26-01-2015, 22:54
ავტორი: Jubo,
ნანახია: 2448,
კომენტარები: 9
ვან გაალის პირადი წერილი გარდაცვლილი ფანის მშობლებს
"იუნაიტედის" 15 წლის გულშემატკივარი და ნიჭიერი მოთამაშე გარდაიცვალა
ვან გაალის პირადი წერილი გარდაცვლილი ფანის მშობლებს
ლუი ვან გაალმა პირადი წერილი გაუგზავნა და მწუხარება გაუზიარა გარდაცვლილი სკოლის მოსწავლის მშობლებს. ქალაქ მანჩესტერთან ახლოს, მიდლსტონში, 15 წლის ჩარლი ჰოლდენი, "იუნაიტედის" გულითადი ფანი და ნიჭიერი მოთამაშე მამამ სააბაზანოში გარდაცვლილი იპოვა. ამ წუთებშიც ცდილობენ ჰოსპიტალში სიკვდილის მიზეზის გარკვევას. მშობლები ფიქრობენ, რომ მიზეზი გულის შეტევა გახდა. თინეიჯერის მშობლებმა "მანჩესტერელთა" თავკაცისგან წერილი მიიღეს და მოგვიანებით ის საჯარო გახადეს:

"ყოველთვის რთულია იმის გადაწყვეტა, თუ რა უნდა თქვა ადამიანმა ასეთ სიტუაციებში. ვხვდები როგორი სასოწარკვეთილები ხართ მშობლები და თქვენი ქალიშვილი მილი, რომელსაც თქვენივე დახმარება და მხარდაჭერა სჭირდება ასეთ საშინელ მომენტში.

მე დარწმუნებული ვარ, რომ მოგონებები ჩარლისთან დაკავშირებით უკვდავი იქნება სიცოცხლის ბოლომდე, ორივეს ყოველთვის გემახსოვრებათ როგორი მშვენიერი დრო გაატარეთ შვილთან ერთად. ძალიან ვწუხვარ და ჩემი გული მთლიანად თქვენს ოჯახთანაა ასეთ რთულ პერიოდში"


ჩარლის მამამ, ლიმ განაცხადა: "მას ბევრ ადამიანთან ჰქონდა კარგი ურთიერთობა. თანაგრძნობა უამრავი ადამიანისგან მივიღეთ. ჩარლი ძალიან მხიარული და ხუმარა იყო, მას ადამიანის გაცინება ყოველთვის შეეძლო.

ეს ტრაგიკული დანაკარგია. ის ჯანმრთელი იყო და ყველაფერი წესრიგში ჰქონდა, ამან კიდევ უფრო დიდი შოკი გამოიწვია. პათოლოგისტს უბრალოდ კიდევ ცოტა დრო სჭირდება მიზეზის გასარკვევად, ამჯერად ყველაფერი გულზე მიუთითებს.

ის გამორჩეული იყო. ყველა მშობელი ასე ფიქრობს თავის შვილზე, მაგრამ ის მართლაც გამორჩეული იყო. გვინდა მადლობა გადავუხადოთ ყველას თანადგომისთვის."


წყარო: mirror.co.uk
ახალი ამბები
9 კომენტარი
№1
ავტორი: salome-rooney
26 იანვარი 2015 23:30
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 111
sad რა ცუდია
0
№2
ავტორი: Mufc7
27 იანვარი 2015 01:11
  • სიახლეები: 31
  • კომენტარები: 3018
აუ,რა ცუდიაა:(( როცა საერთოდ არ ელოდები და მოულოდნელად კარგად ასეთ ძვირფას ადამიანს,განსაკუთრებით საშინელებაა:((
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Money can't make history, history makes only legend, legend is only love. Love is MANCHESTER UNITED!
№3
ავტორი: GeorgeBest
27 იანვარი 2015 01:20
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
ერთადერთი რაც შეიძლება ამ მომენტში გააკეთო თანადგომაა და კარგი საქციელია ლუის მხრიდან good2
0
№4
ავტორი: RojoDiablo
27 იანვარი 2015 08:16
  • სიახლეები: 7065
  • კომენტარები: 8687
ასეთი არა, მაგრამ მსგავსი ტკივილი ლუისაც აქვს განცდილი, როცა ცოლი დაკარგა. პატივისცემას იმსახურებს მისი საქციელი.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№5
ავტორი: Jorbe-Jorbe
27 იანვარი 2015 09:27
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 1279
ლუის ასეთები არ ეშლება... ბრავო ლუი..
0
№6
ავტორი: DiMaria
27 იანვარი 2015 09:56
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1360
ვწუხვარ
0
№7
ავტორი: Rosso Diavolo
27 იანვარი 2015 14:26
  • სიახლეები: 1002
  • კომენტარები: 2543
ერთადერთი რაც შეიძლება ამ მომენტში გააკეთო თანადგომაა და კარგი საქციელია ლუის მხრიდან good2
0
№8
ავტორი: Salome
27 იანვარი 2015 20:05
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 26
მართლაც ძალიან სამწუხარო და ცუდი ფაქტია recourse ძალიან კარგი ჟესტიც გამოუვიდა ლუის, ყოჩაღ love მაგრამ ერთი რაღაც უნდა ვთქვა, მიუხედავად იმისა, რომ ალბათ უადგილოა. პათოლოგისტი არასწორი ფორმაა. სპეციალისტს, რომელიც ადგენს სიკვდილის სავარაუდო მიზეზს ჰქვია - პათოლოგანატომი ;)
0
№9
ავტორი: Gvantsaa
27 იანვარი 2015 22:42
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 91
:((( საშინელებაა.ძალიან მეცოდება.
ყოჩარ ლუის,თანადგომისთვის.
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top