თბილისი:
მანჩესტერი:
მანჩესტერ იუნაიტედის ფორმების ისტორია
"მანჩესტერ იუნაიტედის" ისტორია ისეთივე მრავალფეროვანი და განსხვავებულია, როგორც მათი გამოცვლილი კლუბის ფორმები. ამ გვერდზე თქვენ ნახავ თითქმის ყველა მაისურს, რომლებსაც "იუნაიტედი" ამ ხნის განმავლობაში იყენებდა, "ნიუტონ-ჰიტის" კლასიკური მწვანე-ყვითელი ფორმის ჩათვლით (1892 წელი). 1928, წლიდან "მანჩესტერ იუნაიტედმა ინტენიურად დაიწყო წითელი, თეთრი და შავი ფორმების გამოყენება. ის მაისურები, რომლებსაც "იუნაიტედის ფეხბურთელები ატარებდნენ თქვენს გაოგნებას ნამდვილად გამოწვევს.
1892 год, футболка «Ньютон Хит»
1892 წელი - "ნიუტონ-ჰიტის" მაისური

"ნიუტინ-ჰიტის" მეოცე საუკუნის 90 წლების ეს მაისური ასევე იყო გამოყენებული 100 წლის შემდეგ 1993 წელს, რათა კლუბს მოკრძალებულად აღენიშნა იუბილე. როგორც, ახლანდელი "იუნაიტედი" "ნიუტონ-ჰიტიც", ფორმების სხვადასხვა კომპლექტით ასპარეზობდა, თეთრი მაისური. შავი შორტის და ცნობილი წითელ-თეთრი კომპლექტი, რომელიც მოგვიანებით დამკვიდრდა.

1902 год,  футболка «Манчестер Юнайтед»
1902 წელი - "მანჩესტერ იუნაიტედის" მაისური

ეს მაისური, ზევით ღილებით, გამოყენებული იყო წინა საუკუნის 20-ანი წლებიდან და ამ ფორმას ატარებდნენ ისეთი ლეგენდარული ფეხბურთელები, როგორებიც არიან ბილი მერედიტი, სანდი ტურნბალი და ჩარლი რობერტი.

1903 год, гостевая форма
1903 წელი - გასვლითი ფორმა

"იუნაიტედი" ხანდახან ამ ლურჯ-თეთრ ფორმას იყენებდა 1903-1916 წლებში. ეს უჩვეულო ფორმა "უმბროს" მიერ მესამე ფორმის შემუშავებაში ძირითადი დასაყრდენი საფუძველი გახდა 1995 წელს. 1903 წელს "ევერტონთან" სათასო შეხვედრაში "იუნაიტედმა" თავისი ტრადიციული წითელ-თეთრი ფორმა ამ ფორმით შესვენებაზე შეცვალა, რადგან მოედანზე საშინელი ამინდი იყო. ის შეხვდრა 3-1 დათმეს. რაოდენ უცნაურიც არ უნდა იყოს, თავისთვის ასე ცუდად დასამახსოვრებელი ქმედება, ფორმის 93 წლის შემდეგ "იუნატედმა" კიდევ ერთხელ გაიმეორა (გარკვეული მიზეზების გამო). რა ანგარიში დაფიქსირდა იმ დღეს?... ისევ 3-1 დამარცხდნენ.

1909 год, футболка финала кубка Англии
1909 წელი - ინგლისის თასის ფინალის ფორმა

"იუნაიტედი" ინგლისის თასის ფინალში პირველად 1909 წელს გავიდა და მის წინააღმდეგ "ბრისტოლ სიტი" ასპარეზობდა. ორივე გუნდი შეთანხმდა, რომ თავიანთი ტრადიციული წითელი ფერები შეეცვალათ და "იუნაიტედმა" ეს თეთრი თასმიანი მაისური გამოიყენა, რომელსაც წითელი V და მკერდზე ლანკაშირის ვარდი აქვს. რაც უფრო საინტერესოა, კომპანია, რომელმაც ფორმის ეს კომპლექტი გამოუშვა, კლუბის ნახევარმცველს, ბილი მერედიტს ეკუთვნოდა. "იუნაიტედმა" ფინალი 1-0 მოიგო.

1920е годы, футболка «Манчестер Юнайтед»
1920-ანი წლები - "მანჩესტერ იუნაიტედის" მაისური

მაისური, რომელსაც ხაზის სახით წითელი V აქვს და რომელიც ინგლისის თასის ფინალში იქნა გამოყენებული, 20-ან წლებში კვლავ ჩნდება.

1928 год, футболка «Манчестер Юнайтед»
1928 წელი - "მანჩესტერ იუნაიტედის" მაისური

1928 წელი იქცა წლად, როცა "მანჩესტერ იუნაიტედმა" მუდმივი ფორმის - წითელი მაისურისა და თეთრი შორტების გამოყენება დაიწყო. წითელი საყელოს შიგნიდან თეთრი საყელო გასდევდა, რათა ფერთა გამას თანამედროვე შტრიხები დამატებოდა.

1940-е годы, футболка «Манчестер Юнайтед»
1940-ანი წლები - "მანჩესტერ იუნაიტედის" მაისური

თეთრსაყელოიან წითელ მაისურს, ღილებითა და მანჩესტერის გერბით ატარებდნენ ისეთი "წითელი ეშმაკები", როგორებიც ჯონი კერი და "ბასბის ჩვილები" იქვნენ 40-დან 50-ან წლებში,

1948 год, футболка финала кубка Англии
1948 წელი - ინგლისის თასის ფინალის მაისური

თუ კი ოდესმე ინგლისის თასის ფინალში ვინმე იმსახურებდა გამარჯვებას, ეს "იუნაიტედია", რომელიც 1948 წელს ამ ლურჯ მაისურში იყო გმაოწყობილი. ფინალამდე მიმავალ გზამდე მათ 18 გოლი გაუტანეს მოწინააღმდეგეებს, სადაც მათ "ბლექპულთან" კლასიკური დაპისპირება ელოდათ. მას შემდეგ, რაც ისინი მატჩის საწყის ეტაპზე მარცხდებოდნენ, როულის ორმა და პირსონისა და ნადერსონის თითო გოლმა "იუნაიტედს" ბრწყინვალე გამარჯვება მოუტანა ანგარიშით 4-2. ემბლემა, რომელიც ამ მაისურზეა გამოყენებული, მანჩესტერის გერბს წარმოადგენს.

1955 год, футболка «Манчестер Юнайтед»
1955 წელი - "მანჩესტერ იუნაიტედის" მაისური

იმავე წითელ მაისურს, მაღლა მდებარე ღილებით, თეთრი საყელოთი და კლასიკური V ჭრილით, "იუნაიტედი" 1955/56 წლების ზოგიერთ შეხვედრაში იყენებდა. ეს მაისური 1956/57 წლებში "ბასბის ჩვილების" მიერ იქნა გამოყენებული. ჩვეულებრივ ისინი თეთრ შორტებსა და შავ გეტრებს იცვამდნენ, მაგრამ 1956/57 წლების ევროპის ჩემპიონთა თასის ნახევარფინალში, მადრიდის "ღეალის" წინააღმდეგ "იუნაიტედი" მთლიანად წითელი იყო - წითელი მაისურები, წითელი შორტები და წითელი გეტრები.

1956 год, гостевая форма
1956 წელი - საგარეო ფორმა

"მანჩესტერ იუნაიტედი" თავის საგარეო ფორმას 1956/57 წლების სეზონში ისეთი მოწინააღმდეგეების მატჩში ეცვა, როგორებიც "ლივერპული"და "არსენალია".

1957 год, футболка финала кубка Англии
1957 წელი - ინგლისის თასის ფინალის მაისური

ჩემპიონატში გამარჯვების შემდეგ, "ბასბის ჩვილები" 19 საუკუნის 80-ანი წლების შემდეგ პირველი გუნდი იყო, რომელსაც დუბლის გაფორმწბის საშუალება ჰქონდა. რეი ვუდის წინააღმდეგ საკამატო ჯარიმის შემდეგ "იუნაიტედის" მეკარე ვალდებული იყო მოედანი ტრავმის გამო დაეტოვებინა. 10 კაცით დარცენის, კარსი ჯეკი ბლენჩფაუერის ჩაყენებისა და ცენტრში დუნკან ედვარდსის გამწესების შემდეგ "იუნაიტედმა" "ასტონ ვილასთან" 2-1 დათმო. იმ დღეს ისინი ფორმის საგარეო მაისურში იყვნენ გამოწყობილნი. ისინი სულ თეთრებში თამაშობდნენ - თეთრი შორტები, თეთრი მაისური და თეთრი გეტრები.

1958 год, футболка финала кубка Англии
1958 წელი - ინგლისის თასის ფინალის მაისური

მიუნხენის კატასტროფიდან სამი თვის შემდეგ "იუნაიტედი" "უემბლიზე" დაბრუნდა, რათა ინგლისის თასის ფინალში მიეღო მონაწილეობა. ყველას სიმპატია განახლებული "იუნაიტედის" მხარეს იყო, რომელთაც ტრაგედიას გადარჩენილი ბობი ჩარლტონის, დენის ვაიოლეტის, ბილი ფოლკსისა და გარი გრეგის იმედი ჰქონდათ. სამწუხაროდ "იუნაიტედის" იმ დღევანდელ მეტოქეს, "ბოლტონ უონდერერს" სულ სხვა შეხედულება ჰქონდა ამ საკითხის მიმარტ და შეხვედრა 2-0 მოიგო.

1959 год,   домашняя форма
1959 წელი - საშინაო ფორმა

1959/60 წლების სეზონში "იუნაიტედმა" ფორმის კლასიკური კომპლექტის ვარიანტი გამოიყენა, რომელსაც თეთრი V ჰქონდა საყელოზე, მაგრამ ნაცვლად შავი გეტრებისა, "იუნაიტედმა" ტეთრი გეტები ჩაიცვა და იმავე ფერის შორტებითა და გეტრებით გამოდიოდა.

1961 год,   домашняя форма
1961 წელი - საშინაო ფორმა

მაისური, რომელზეც თითერი V საყელო იყო, "იუნაიტედმა" მრგვალი ფორმის საყელოთი შეცვალა და მანჟეტებზე თეთრი ფერი გადაიტანა. გუნდი თეთრი ფერის გეტრებსა და შორტებში აგრძელებდა თამაშს.

1961 год, гостевая форма
1961 წელი - საშინაო ფორმა

"იუნაიტედის" 1961 წლის საგარეო ფორმა გამოყენებული იყო ისეთი მოწინააღმდეგეების წინაშე, როგორებიც "არსენალი", "ლივერპული" და "ნოტინგემ ფორესტი" არიან. თეთრი მაისური, რომელსაც წითელი საყელოდა მანჟეტები ჰქონდა, თეთრ შორტებზე და თეთრ გეტრებზე გამოიყენებოდა.

1963 год, футболка финала кубка Англии
1963 წელი - ინგლისის თასის ფინალის მაისური

როგორც ყოველთვის "იუნაიტედის" მაისურებზე რომლებიც 70-ან წლებამდე ინგლისის თასის ფინალში გამოიყენებოდა გამოსახული იყო მანჩესტერის გერბი. "იუნაიტედმა" "ლესტერ სიტის" 3-1 სძლია დევიდ ჰერდის ორი და დენის ლუს ერთი გოლის წყალობით.

1964 год, домашняя форма
1964 წელი - საშინაო ფორმა

1964-65 წლების სეზონის მიმდინარეობისას "იუნაიტედი" თეთრ გეტრებს ხანდახან წითლებით ცვლიდა. ეს ცვლილება 1965/66 წლების სეზონში მყარად დამკვიდრდა. ფორმის ეს კომპლექტი მთელ მსოფლიოში გახდა ცნობილი ისეთი მოთამაშეების წყალობით, როგორიც ჯორჯ ბესტი, დენის ლოუ, ბობი, ბობი ჩარლტონი, ნობი სტაილსი, ბრაიან კიდი პედი კრერანდი გახლდათ.

1968 год, футболка финала Кубка Европейских Чемпионов
1968 წელი - ევროპის ჩემპიონთა თასის ფინალის მაისური.

ამ უნიკალურ მაისურს მეტ ბასბის ვარსკვლავები 1968 წლის ევროპის ჩემპიონთა თასის გათამაშებაში იცვამდნენ. ის, თუ რატომ არჩია ფერების ასეთი შეხამება "იუნაიტედმა", ჯერ კიდევ უცნობია, მაგრამ აბა ვის დაავიწყდება ღამე, როცა ინგლისის ფეხბურთის ისტორიაში "მანჩესტერ იუნაიტედი" გახდა პირველი გუნდი, რომელმაც ევროპის ჩემპიონთა თასი აღმართა? ეს ყველაფერი ძლევამოსილი "ბენფიკას" წიააღმდეგ 4-1 მოგებულ შეხვედრაში მოხდა. ფორმის კლასიკური კომპლექტი, კლასიკური მატჩისთვის. ცისფერი მაისური, ცისფერი შორტები და ცისფერი გეტრები.

1969 год,  гостевая форма
1969 წელი - საგარეო ფორმა

1969 წელს "მანჩესტერ იუნაიტედი" საგარეო შეხვედრებზე გადიოდა თეთრი მაისურებით, თეთრი შორტებითა და თეთრი გეტრებით და ისეთ სტადიონებს სტუმრობდა, როგორიც "ენფილდი", "ჰაიბერი" და "გალიფაქსია."

1971/72 гг., домашняя форма
1971/72 წ.წ. - საშინაო ფორმა

საშინაო ფორმის დიზაინის შეცვლიდან 10 წლის შემდეგ, "მანჩესტერ იუნაიტედი" თავის ტრადიციულ ფერებს დაუბრუნდა - წითელს, თეთრსა და შავს. "იუნაიტედის" მაისურზე ფართო საყელო გამოჩნდა, რომელიც ძალიან პოპულარული იყო 1970-ან წლებში.

1971/72 гг., гостевая форма
1971/72 წ.წ. - საგარეო ფორმა

"იუნაიტედი" 1971/72 წლების სეზონის საგარეო შეხვედრებში ფართო საყელოიან მაისურს ატარებდა, რომელიც იმ დროისათვის პოპულარული იყო. ჩვეულებრივ ეს ფორმა შავ გეტრებიანი იყო, მაგრამ ფერთა შეხამება მოწინააღმდეგის შესაბამისად ირჩეოდა (თეთრს, შავსა და წითელს შორის.)

1971/72 гг., третий вариант формы
1971/72 წ.წ. - ფორმის მესამე ვარიანტი

1971/72 წლების სეზონში "იუნაიტედი" ფორმის მესამე ვარიანტსაც იყენებდა ისეთი მოწინააღმდეგეების წინააღმდეგ, როგორიც "საუტჰემპტონი", "სანდერლენდი" და "შეფილდ იუნაიტედი" არიან. ყვითელ ფორმას ლურჯი, ფართო საყელო, ლურჯი შორტი და ყვითელი გეტრები ჰქონდა.

1972/75 гг., домашняя и гостевая форма
1972/75 წ.წ - საშინაო და საგარეო ფორმა

1972/73 წლების სეზონში "მანჩესტერ იუნაიტედის" მაისურზე პირველად გამოჩნდა საკლუბო გერბი. ფორმა, რომელიც Umbro-ს მიერ იყო ნაწარმოები, ხელმისაწვდომი გახდა გულშემატკივართათვისაც და "ოლდ ტრაფორდის" სასუვენირო მაღაზიაში იყიდებოდა. საგარეო ფორმის ყვითელი და თეთრი ვარიანტიც გარკვეული სიახლეებით იქნა წარმოებული. "იუნაიტედის" ახალი ვარსკვლავები, ლუ მაკარი სტივ კოპელი ფორმის ამ ვარიანტს მეორე დივიზიონში მცირე ხნით ყოფნისას იყენებდნენ.

1975/76 гг., домашняя форма
1975/76 წ.წ. - საშინაო ფორმა

1975/76 სეზონში ტონი დოჰერტის "იუნაიტედი" უმაღლეს დივიზიონს დაუბრუნდა... ისინი უკვე Admiral-ის მიერ ნაწარმოები ფორმის ახალ კომპლექტში ასპარეზოდნენ. ეს ფორმა Umbro-ს მიერ წინად გმაოშვებულ ფორმას ძალიან ჰგავდა. სხვაობას წარმოადგენდა ის, რომ გუნდის ემბლემა შორტზე გამოჩნდა. კომპლექტის შეძენა საკლუბო მაღაზიაშიც იყო შესაძლებელი.

1975/76 гг., гостевая форма
1975/76 წ.წ. - საგარეო ფორმა

1975/76 სეზონში ტონი დოჰერტის "იუნაიტედი" უმაღლეს დივიზიონს დაუბრუნდა... ისინი უკვე Admiral-ის მიერ ნაწარმოები ფორმის ახალ კომპლექტში ასპარეზოდნენ. ეს ფორმა Umbro-ს მიერ წინად გმაოშვებულ ფორმას ძალიან ჰგავდა. სხვაობას წარმოადგენდა ის, რომ გუნდის ემბლემა შორტზე გამოჩნდა. კომპლექტის შეძენა საკლუბო მაღაზიაშიც იყო შესაძლებელი.

1976/78 гг., домашняя футболка и форма для кубка Англии
1976/77 წ.წ. - საშინაო მაისური და ინგლისის თასის მაისური

1976/77 წლების სეზონში "მანჩესტერ იუნაიტედი" საშინაო მაისურში მცირე ცვლილებები მოხდა. მაისურზე Admiral-ის ემბლემა დაემატა, ხოლო სახელურების თეთრი მანჟეტები უფრო მუქი გახდა. ინგლისის თასისთვის შეიქმნა სპეციალური მაისურები, რადგანაც დიდი ბრიტანეთის ტახტზე ელიზაბეტ მეორის ასვლის იუბილე აღინიშნებოდა. თასის ლოგოტიპი და სიტყვები: "1977 წლის ვერცხლის იუბილე" კლუბის გერბთან ერთად იყო ამოქარგული. "იუნაიტედმა" ტურნირი უკანასკნელ ეტაპამდე გადალახა და ფინალში "ლივერპულის" 2-1 დამარცხების შემდეგ, ამ უკანასკნელთ არ მისცა საშუალება გამხდარიყვნენ პირველი ინგლისური გუნდი, რომელიც ტრებლს გაიფორმებდა. (Have You Ever Won The Treble? Have You FUCK!)

1977 год, футболка в матче Чарити Шилд
1977 წელი - ჩერიტი შილდის მატჩის მაისური

1977/78 წლების სეზონის ჩერიტი შილდის შეხვედრაში, რომელიც "ლივერპულის" წინააღმდეგ გათამაშდა, გამოშვებულ იქნა სპეციალური ფორმა. საგარეო შავ-თეთრი ფორმის საინტერესო ვარიანტი. კლუბის გერბმა და Admiral-ის გერბმა ადგილები გაცვალეს და სიტყვები: "charity shield FA, 1977" კლუბის ემბლემის ქვეშ იქნა მოქცეული, რომელსაც წითელი ფონი გაჰქრობოდა. მატჩი ანგარიშით 0-0 დასრულდა.

1977/80 гг., разные варианты формы
1977/80 წ.წ. - ფორმის სხვადასხვა ვარიანტები

1979/80წლების სეზონი ძალზედ საინტერესო გახლდათ. "იუნაიტედმა" ჩემპიონობა დაკარგა და ჩემპიონატის მსვლელობისას ფორმათა რამდენიმე ვარიანტი გამოიყენა. ყველაფერი ისე ჩანდა, თითქოს Admiral-ს იდეეები გამოელია. ზოგ შეხვედრაში "იუნაიტედი" 7-ანი წლების კლასიკური ფორმით, ზოგში 1978 წლის საიუბილეო ფორმით, ზოგსი კი ინგლისის თასის უიღბლო ფორმით გამოდიოდა, მათ შორის სათასო შეხვედრებშიც.

1978/79 гг., домашняя форма
1978/79 წლები - საშინაო ფორმა

წლების სეზონში "მანჩესტერ იუნაიტედის" დაარსებიდან 100 წლის იუბილე აღინიშნებოდა. ამ თარიღის აღსნაიშნავად Admiral-მა სპეციალური, სამკლაურებზე უფრო გაღრმავებული თეთრზოლებიანი მაისური გამოუშვა. კლუბის გერბში თარიღები 1878 და 1978 იყო აღნიშნული და გერბს თეთრი ფონიც მოშორდა. სიტყვები "საფეხბურთო კლუბი "მანჩესტერ იუნაიტედი" შეცვალა სიტყვებმა "მანჩესტერ იუნაიტედის" ასი წლისთავი".

1978/79 гг., гостевая форма
1978/79 წლები - საგარეო ფორმა

1978/79 წლების სეზონში, "მანჩესტერ იუნაიტედის" ასი წლის იუბილესთან დაკავშირებით, Admiral საკლუბო გერბზე თარიღები 1878 და 1978 გამოიყენა და ფორმის საგარეო ვარიანტი თეთრ ფერებში შეიმუშავა.

1980/81 гг., третий вариант формы
1980/81 წ.წ. - ფორმის მესამე ვარიანტი

დეივ სექსტონის "იუნაიტედი" "სანდერლენდთან", "სტოკ სიტისა" და "საუთჰემპტონთან" მატჩებში ფორმის ამ ლურჯი კომპლექტით მიდიოდა სტუმად. თეთრ შორტებზე სამი ვერტიკალური ლურჯი ზოლი იყო ორივე მხრიდან. როგორც ცნობილია მაისურზე Adidas-ის ლოგო არ იყო. მაისური და შორტი ლურჯ გეტრებთან ერთდ გამოიყენებოდა.

1980/82 гг., домашняя форма
1980/82 წ.წ. - საშინაო ფორმა

"წითელი ეშმაკების" საკლუბოი მაღაზიამ Admiral-ის მიერ ნაწარმოებ მაისურებზე 50%-ანი ფასდაკლება დააწესა, რადგანაც კლუბი ახალ ეპოქაში შევიდა და Adidas-ის მიერ შემუშავებულ ახალ დიზაინზე გადავიდა. 1980/81 წლების სეზონში მაისურს თეთრი საყელოები დაუბრუნეს, ხოლო Adidas-ის ცნობილი თეთრი ზოლები მაისურის სამკლაურის ორივე მხარეს გამოჩნდა. წითელი ზოლები შორტებს ორივე მხრიდან გასდევდა. Adidas-ის ემბლემამ Admiral-ის სიმბოლოები ჩანაცვლა მაისურზე. მაისურის ნომერი 80-ანი წლების სტილში წითელ-თეთრ გამასი იყო შესრულებული, მაგრამ გარკვეული მიზეზების გამო ნახევარი სეზონის განმავლობასი ნომრების წარწერა სრულიად თეთრი ფერით ჩაანაცვლეს.

1980/82 гг., гостевая форма
1980/82 წ.წ - საგარეო ფორმა

Adidas-ის მიერ შემუშავებული ფორმის გასაოცარი კომპლექტი. ფირმამ შესანიშნავად მოარგო Admiral-ის მიერ წინა წლებში შემუშავებულ შავ-თეთრს საგარეო ფორმას თავისი სტილი. Adidas-ის ცნობილი სამი ხაზი ნებადართული იქნა მაისურის საყელოზე და არა სამკლაურებზე, როგორც ეს აქამდე იყო. თეთრს მაისურებზე გადებული შავი ზოლები განსაკუთრებულ ეფექტს სძენდა მასიურებს, განსაკურთებით კი მაშინ, როცა ფეხბურთელი მაკარისა და სტი ვკოპელისგან გადაცემის მოსათხოვად ხელს მაღლა სწევდნენ. კლუბის გერბი წითელ გონზე იყო შესრულებული.

1981/82 гг., третий вариант формы
1981/82 წ.წ. - ფორმის მესამე ვარიანტი

1981/82 წლების სეზონში ახალ მწვრთნელთან, რონ ატკინსონთან ერთად "იუნაიტედი" "სტოკ სიტის", "საუთჰემპტონსა" და "სანდერლენდს" როცა სტუმრობდა მაისურზე Adidas ცნობილი სამი ხაზი სახელურებზე იყო გამოყენებული.

1982/83 гг., домашняя форма
1982/83 წ.წ. - საშინაო ფორმა

1982/83 წლების სეზონი ახალი ეპოქის დასაწყისი იყო. "იუნაიტედის" მაისურზე სპონსორის სახელი გამოჩნდა - ელექტრონიკის სფეროში იაპონური გიგანტის, Sharp-ის სახელი. ფორმა შემუშავებული იყო ახალი ტექნოლოგიით და ხაზები, რომელიც მას წინიდან გასდევდა ბრწყინვალეს ხდიდა მაისურს. მაისურზე თეთრი V-ს მსგავსი საყელო იყო და მანჟეტები შავისა და თეთრის შესახემით მზადდებოდა. Sharp-ის თეთრი და Electronics-ის შავი ასოებით გაკეთებული წარწერა გუნდს იმ მათცებში არ ეწერა მაისურზე, რომელშიც "იუნაიტედი" ევროპასა და სხვა სათაშო შეხვედრაში გამოდიოდა.

1982/83 гг., гостевая форма
1982/83 წ.წ. - საგარეო ფორმა

1982/83 წლების სეზონში საგარეო ფორმა ასევე ახალი ტექნოლოგიით დამზადდა. მაისური იყო თეთრი, რომელსაც Adidas-ის ცნობილი სამი ზოლი ჰქონდა და V-ს მსგავსი საყელო, მანჟეტებს კი თეთრი და შავი ერწყმოდა. მაისურ შავ შორტებზე და თეთრ ან შავ გეტრებზე იცმეოდა.

1982/83 гг., третий вариант формы
1982/83 წ.წ. - ფორმის მესამე ვარიანტი

1982/83 წლების სეზონში ფორმის მესამე ვარიანტიც ახალი ტექნოლოგიით დამზადდა და "იუნაიტედი" რამდენიმე წლის შემდეგ კვლავ დაუბრუნდა ლურჯ ვარიანტს. მაისურზე Adidas-ს სამი ხაზი კვლავ იყო და მას V=ს მსგავსი საყელო ჰქონდა. იგი ლურჯ ან თეთრ შორტებსა და ლურჯ ან შAვ გეტრებზე იცმეოდა.

1983/84 гг., домашняя форма
1983/84 წ.წ. - საშინაო ფორმა

1983/84 წლების სეზონში საშინაო მაისურმა მცირე ცვლილება განიცადა. სპონსორის Sharp Electronics-ის რეკლამა Sharp-მდე შემცირდა. მოთამაშეები ასეთ მაისურებს ევროპული და სათასო შეხვედრებისთვისაც გამოიყენებდნენ. ფორმის დანარჩენი ნაწილი უცვლელი დარჩა.

1983/84 гг., гостевая форма
1983/84 წ.წ. - საგარეო ფორმა

1983/84 წლების სეზონში, უმნიშვნელო ცვლილებები იქნა შეტანილი ფორმის საგარეო ვარიანტშიც. სეზონი "იუნაიტედმა" "ლივერპულთან" "ჩერიტი შილდის" მატჩში 2-0 გამარჯვებით დაიწყო, რომელშიც მაისურზე Sharp-ის სახელი შავად იყო ამოტვიფრული. ხოლო სეზონის გასვლით შეხვედრებში Sharp-ი წითლად იწერებოდა მაისურზე.

1983/84 гг., третий вариант формы
1983/84 წ.წ. - ფორმის მესამე ვარიანტი

1983/84 წლების სეზონის ფორმის კომპლექტი ისეთივე იყო, როგორიც წინა წლებში, მაგრამ მაისურზე სიტყვა Electronics-ს აღარ ეწერა.

1984/85 гг., домашняя форма
1984/85 წ.წ. - საშინაო ფორმა

ახალი სეზონი - ფორმის ახალი კომპლექტი! "იუნაიტედის" 1984/85 წლების სეზონის ახალი ფორმა კლასიკური გახდა, რომელიც "ევერტონთან" ინგლისის თასის ფინალში მოპოვებული გამარჯვებით იყო განპირობებული. Adidas-ს დიზაინი რადიკალური იყო. "იუნაიტედი" გერბი ფორმის ცენტრში იქნა გადატანილი, ხოლო მწარმოებლის სახელურზე. მანჟეტები და V-ს ფორმის საყელოს ჭრილი წითელ-შავ-თეთრი იყო. შორტებზე ორივე მხარეს Adidas-ს სამი ხაზი იყო.

1984/85 гг., гостевая форма
1984/85 წ.წ. - საგარეო ფორმა

1984/85 წლების სეზონის საგარეო ფორმაც ისეთივე იყო, როგორც საშინაო. თეთრი მაისური, შავი, ვერტიკალური ზახებით, რომელსაც წითელი ბოლო ჰქონდა მხრების ბოლოს და წითელ-შავ-თეთრი V-ს მსგავსი ჭრილი. Sharp-ი წითლად ეწერა. შავ შორტებს სამი წითელი ზოლები გასდევდა, ხოლო გეტრები თეთრი. ეს ფორმა ყოველთვის დაამახსოვრდება ხალხს "მეინ როუდზე" ინგლისის თასის ეგიდით "ლივერპულთან" მოპოვებული გამარჯვების გამო.

1984/85 гг., третий вариант формы
1984/85 წ.წ. - ფორმის მესამე ვარიანტი

1984/85 წლების სეზონის ფორმის მესამე ვარიანტი გულშემატკივრებს მოსწონდათ. ეს იყო სრულიად ლურჯი ფორმა, რომელსაც წითელ-შავ-თეთრი V-ს მსგავსი საყელო და მანჟეტები ჰქონდა. Adidas-ის სამი ზოლი კი შორტებსა და გეტრებზე მდებარეობდა.

1986/88 гг., домашняя форма
1986/88 წ.წ. - საშინაო ფორმა

1986/87 წლების სეზონი ცნობილია არა მარტო სერ ალექსის მოსვლით, არამედ ფორმის ახალი კომპლექტითაც. Adidas-მა თავისი ლოგოს მკერდზე გადატანის ნებრათვა მიიღო. ეს მაისური თეთრ შორტებზე იცმეოდა, რომელსაც ორივე მხარეს სამი წითელი ზოლი და ეშმაკის პატარა ემბლემა ჰქონდა. გეტრები შავი ფერის იყო, რომელსაც შუაში Adidas-ის ემბლემა ჰქონდა.

1986/88 гг., гостевая форма
1986/88 წ.წ. - საგარეო ფორმა

1986/87 წლების სეზონში ახალ საგარეო ფორმას სამი წითელი ზოლი ჰქონდა თეთრი ფერის მაისურების სახელურებზე. თეთრ გეტრებს შუაში შავი ზოლები გასდევდა. Sharp-ი წითლად იყო დაწერილი.

1986/88 гг., третий вариант формы
1986/88 წ.წ. - ფორმის მესამე ვარიანტი

1986/87 წლების სეზონში ფორმის ლურჯი ფერის ვარიანტი მხოლოდ "საუთჰემპტონთან" მატშში იცმეოდა. Adidas-ის სამი თეთრი ზოლი მკერდის მიდამოში და შორტზე იყო განლაგებული. Sharp- თეტრად იყო წარწერილი.

1988/90 гг., домашняя форма
1986/88 წ.წ. - ფორმის მესამე ვარიანტი

1986/87 წლების სეზონში ახალ საგარეო ფორმას სამი წითელი ზოლი ჰქონდა თეთრი ფერის მაისურების სახელურებზე. თეთრ გეტრებს შუაში შავი ზოლები გასდევდა. Sharp-ი წითლად იყო დაწერილი.

1988/90 гг., гостевая форма
1988/89 წ.წ. - საშინაო ფორმა

11986/87 წლების სეზონში ფორმის ლურჯი ფერის ვარიანტი მხოლოდ "საუთჰემპტონთან" მატშში იცმეოდა. Adidas-ის სამი თეთრი ზოლი მკერდის მიდამოში და შორტზე იყო განლაგებული. Sharp- თეტრად იყო წარწერილი.

1988/90 гг., третий вариант формы
1988/90 წ.წ. - საშინაო ფორმა

1988/89 წლების სეზონში Adidas-მა თავის დიზაინში ძალიან მცირე ცვლილებები შეიტანა - თეთრი, დიაგონალური ზოლები სახელურის ზედა მხარეს გაჩნდა და საყელურმაც ოდნავ განსხვავებული სტილი შეიძინა.

1990/92 гг., домашняя форма
1990/92 წ.წ. - საშინაო ფორმა

Adidas-მა წინა წლის საშინაო ფორმასთან შედარებით თითქმის არაფერი შეცვალა და დიდწილად წინა სეზონის ფორმის მსგავსი მაისურები გამოუშვა ამჯერად. მხოლოდ თეთრი ზოლები შეცვალა შავმა და საყელოზე ნახატი გამოჩნდა. თავისთავად ცხადია, რომ ეს მაისური ათასობით გულშემატკივარმა მაინც იყიდა. ფარულმა ნახატმა მწარმოებლებს საქმე გაურთულა. M.U.F.C, რომელიც წითლად იყო დწერილი ახალ შორტებზე გაჩნდა.

1990/92 гг., гостевая форма
1990/92 წ.წ. - საგარეო ფორმა

რამდენიმე წლის განმავლობაში მსოფლიოს მანჩესტერული მოდა მართავდა. Adidas-ი შეეცადა "იუნაიტედის" ისეთი მაისური შეექმნა, რომლის ჩაცმაც პაბებსა და კლუბებშიც შეიძლებოდა. სამწუხაროდ მათმა ამ გადაწყვეტილებამ საგარეო ფორმის ცისფერ ფერებში გამოშვებამ, რომელიც უფრო "მანჩესტერ სიტის" ფერებს შეესაბამებოდა, ახალი მაისური გულშეამტკივრებს შორის არასასურველად აქცია. მაისურის დიზაინმა, რომელიც აბრის სახით იყო გამოყენებული მრავალი გულშემატკივარი გაახარა, რადგან მასზე სურათი იყო გამოსახული, რომელზე გაკეთებული წარწერაც შემდეგნაირად იკითხებოდა: Fuck Off Leeds.

1991 год, футболка финала Кубка Кубков Европейских стран
1991 წელი - ევროპული ქვეყნების თასების თასის ფინალის მაისური

რადგანაც 1968 წელს ევროპის ჩემპიონთა თასის ფინალში სპეციალური მაისური შეიმქნა, Adidas-მა გადაწყვიტა 1991 წელს თასების თასის ფინალშიც შეექმნა სპეციალური მაისური, რომელსაც როტერდამში გამოიყენებდნენ. მაისური, რომელზეც წარწერა Sharp-ი არ იყო, გულშემატკივრებს დიდხანს დაამახსოვრდებათ მარკ ჰიუზის ორი ლამაზი გოლის წყალობით, რომელიც მან "ბარსელონას" გაუტანა. მოცემული მაისური გაყიდვაში შეზღუდული ტირაჟით გამოვიდა.

1992/93 гг., гостевая форма
1992/93 წ.წ. - საგარეო ფორმა

1992/93 წლების სეზონში Umbro-ს მიერ გამოშვებული მაისურის დიზაინის გულშემატკივართა შორის პოპულარობით სარგებლობდა. სრულიად ლურჯ მაისურს შავი საყელო ჰქონდა მაისურზე, კლუბის გერბი, რომელიც შავად იყო შესრულებული მთელ მაისურზე იყო გადატანილი. ლურჯი შორტებიც გაფორმებული იყო გერბით. ფორმას ლურჯ გეტრებთან ერთად გამოიყენებდნენ.

1992/94 гг., домашняя форма
1992/94 წ.წ. - საშინაო ფორმა

1992/93 წელს Umbro შეუდგა "იუნაიტედისთვის" მაისურების დამზადებას. "ნიუტონ ჰიტის" ეპოქასთან დაბრუნების გამო მაისურზე გამოჩნდა თეთრი საყელო, რომელსაც თასმები ჰქონდა, ხოლო კლუბის გერბი ოდესმე არსებულთან შედარებით კიდევ უფრო დიდი გახდა. Umbro-ს ემბლემა ასევე დატანილი იყო, თუმცა ფარული ხაზებით, რათა გაყალბება თავიდა აეცილებინათ.

1992/94 гг., третий вариант формы
1992/94 წ.წ. - ფორმის მესამე ვარიანტი

Umbro-მ 1992/93 წლების სეზონში ფორმის მესამე ვარიანტად შეარჩია ფორმა, რომელიც "ნიუტონ ჰიტის" მოედანზე 100 წლის წინ გამოჩენას მიეძღვნებოდა. სარეკლამო კომპანიებისთვის მთელი გუნდი ამ მაისურით შეიმოსა, მათ ულვაშები მიაწეპეს და ქუდები დაახურეს, რომელიც 19 ს.-ში მოდაში იყო.

1993/95 гг., гостевая форма
1993/95 წ.წ. - საგარეო ფორმა

საგარეო ფორმის ლურჯი ვარიანტი დიდ ხანს არ გაჩერებულა, რადგან Umbro-მ იგი ჩაანაცვლა მაისურით, რომელიც მოთამაშეებმა ყველა დროის საუკეთესო მაისურად აირჩიეს. ეს შესანიშნავი ფორმის კომპლექტი რეკლამირებას Sharp Viewcam-ს უკეთებდა და მთელს მსოფლიოში გახდა ცნობილი, როცა ერიკ კანტონამ თავისი ცნობილი კუნგ-ფუ დარტყმა განახორციელა "კრისტალ პალასის" გულშემატკივრის წინააღმდეგ. სწორედ ამ მაისურით დაკარგა "იუნაიტედმა" ჩემპიონობა "ვესთ ჰემის" წინააღმდეგ მატჩში.

1994/96 гг., домашняя форма
1994/96 წ.წ. - საშინაო ფორმა

"იუნაიტედის" ახალი მაისური, რომელიც Umbro 1994 წელს გამოუშვა გაცილებით მყარი საყელოთი გამოიჩეოდა წინა მაისურებისგან. ის სპეციალურად მესიე კანტონასთვის გააკეთეს, რომელიც მუდმივად აწეული საყელოთი თამაშობდა. მაისურზე ასევე იყო კლუბის დიდი გერბი, მაგრამ ყველაზე საოცარი იყო ის, რომ მასზე დატანილი იყო "ოლდ ტრაფორდის" ფოტო, რამაც ძლიერ დაარტყა გამყალბებელთა ბაზრობას. ეს მაისური განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობდა გულშემატკივრებს შორის, რომელთაც ახლა შეეძლოთ ბარში დამსხდარიყვნენ, მკერდი გაეღეღათ და ეთქვათ: "აქედან მარჯვნივ მე ვჯდები"

1994/96 гг., третий вариант формы
1994/96 წ.წ. - ფორმის მესამე ვარიანტი

შეგიძლიათ დარწმუნებულნი იყოთ, რომ 1995 წლის სეზონის მაისურის დიზაინს, რომელიც Umbro-მ აწარმოა, "მანჩესტერ იუნაიტედი" აღარასდროს გამოუშვებს. 1903 და 1916 წლებში გამოყენებულ ფორმაზე დაყრდნობით "იუნაიტედს" ფორმის საშინელი ვარიანტი გამოუვიდა, რომელიც ძალიან ჰგავდა "შეფილდ უენსდის" მაუსრს. ამ ფორმის დადებითზე თუ ვისაუბრებთ, პოზიტივად შეგვიძლია ის მივიჩნიოთ, რომ "იუნაიტედმა" თავისი ფორმის ნაჭერში "წითლების" რიგებში ოდესმე მოთამაშე ყველა ფეხბურთელის გამოსახულება შეიტანა. ამასთან კლუბის გერბის ორიგინალური ვარიანტიც შემოგვთავაზეს.

1995/96 гг., гостевая форма
1995/96 წ.წ. - საგარეო ფორმა

უეჭველია, "იუნაიტედის" ყველა დროის ამაზრზენი ფორმა. 1995/96 წლების სეზონის საგარეო ფორმა გულშემატკივართათვის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული იყო და გაყიდვების მხრივაც არაფერი დაეწუნებოდა, მიუხედავად ამ ფორმაში ნაჩვენები ცუდი შედეგებისა. 1996 წლების სეზონში "იუნაიტედი" "საუთჰემპტონთან" შესვენებაზე 3-0 მარცხებოდა და ალექს ფერგიუსობმა ფეხბურთელებს ფორმის გამოცვლა სთხოვა, რადგანაც მიიჩნია, რომ რუხი ფერი მოედანზე არ ჩანდა. საბოლოოდ "იუნაიტედი" 3-1 დამარცხდა და ეს ფორმა დანიშნულ დროზე ორი წლით ადრე გაუქმდა.

1996/97 гг., гостевая форма
1996/97 წ.წ. - საგარეო ფორმა

Umbro-მ, იცოდა რა პუბლიკის განაწყენებეს შესახებ, მიუხედავად იმისა, რომ რუხი ფერის ფორმის გამოშვება კვლავ შეეძლო, მას მაინც მოუძებნა შეცვლა და თეთრი ვარიანტი გამოუშვა. ამას გულშემატკივრებმაც დაუჭირეს მხარი.

1996/98 гг., домашняя форма
1996/98 წ.წ. - საშინაო ფორმა

Umbro-ს მიერ 1996/97 წლებში ნაწარმოები საშინაო ფორმა ორფეროვან მუქ-წითელ გამაში და ღილიან საყელოში იყო შესრულებული. მასალა უფრო სპორტული იყო.

1997/98 гг., третий вариант формы
1997/98 წ.წ. - ფორმის მესამე ვარიანტი

Umbro-ს მიერ ნაწარმოები ეს ფორმა 1997/98 წლების სეზონში გულშემატკივართა ყურადღების მიღმა დარჩა. მაისურს ლურჯ შორტებსა და ლურჯ გეტრებთან ერთად იცვამდნენ.

1997/99 гг., гостевая форма
1997/99 წ.წ. - საგარეო ფორმა

რუხი საგარეო ფორმის თეთრით ჩანაცვლებიდან რამდენიმე თვეში Umbro-მ კვლავ შეცვალა საგარეო ფორმის დიზაინი. სრულიად თეთრ მაისურში "იუნაიტედის" დებიუტი 1997/98 წელს "ჩერითი შილდის" მატჩში "ჩელსის" წინააღმდეგ შედგა. მაისურს ტეთრს გეტრებსა და თეთრ შორტებზე იცვამდნენ.

1997/99 гг., форма Лиги Чемпионов
1997/99 წ.წ. - ჩემპიონთა ლიგის ფორმა

ამ ბრწყინვალე მაისურს თეთრ გეტრებზე იცვამდნენ და "მანჩესტერ იუნაიტედი" მას ჩემპიონთა ლიგაზე გამოიყენებდა 1997/98 წლების სეზონში. თავდაპირველად ეს ფორმა საკლუბო გერბზე ერთი ვარსკვლავით გამოდიოდა, 1999 წლის ფინალის შემდეგ კი კიდევ ერთხელ გამოვიდა შეზღუდულ ტირაჟიანი მაისურები, რომელსაც ორი ვარსკვლავი და მკერდზე წარწერა: "უეფა-ს 1999 წლის ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულები". ისე ვარსკვლავებზე რომ ვილაპარაკოთ, რატომ აქვს "სიტის" საკლუბო გერბზე სამი ვარსკვლავი?

1998/2000 гг., домашняя форма
1998/2000 წ.წ. - საშინაო ფორმა

1998/99 წლების სეზონში შესაძლოა "მანჩესტერ იუნაიტედის" ფორმის საუკეთესო კომპლექტი იქნა გამოშვებული. ეს მაისური საკმაოდ სწრაფად იქცა მოთხოვნად ფორმად და ყველა დროის ყველაზე გაყიდვადი ფორმაც გახდა. ეს იყო "იუნაიტედის" უკანასკნელი საშინაო ფორმა, რომელსაც Sharp-ი ეწერა. კლუბის გერბი დიდი ზომის იყო და ამაყად იწონებდა თავს მარცხენა მხარეს, რომელიც "ტრებლის" მომგებ მოთამაშეთა გულს ამშვენებდა.

1998/2000 гг., третий вариант формы
1998/2000 წ.წ. - ფორმის მესამე ვარიანტი

1Umbro-ში ალბათ ვიღაც სპეციალურად ჰყავდათ გამოყოფილი "იუნაიტედის" ფორმაზე სამუშაოდ, რადგან ეს კომპლექტი ერთ-ერთი ყველაზე გასაოცარი იყო მანამდე ნაწარმოებ ლურჯ მაისურებს შორის.

1999/2000 гг., гостевая форма
1999/2000 წ.წ. - საგარეო ფორმა

Umbro-ს მიერ შემუშავებული ეს ფორმა გამოშვებული იქნა ძლიერი სარეკლამო კამპანიის შემდეგ, რომელსაც ლოზუნგად - The World Is United - Be A Part Of It - ედო. მოდური ფორმა, რომელსაც საგარეო შეხვედრებში იცვამდნენ დამშვენებული იყო სიტყვებით - Sharp Digital. ეს კომპლექტო შავ გეტრებსა და შავ შორტებთან ერთად გამოიყენებოდა.

2000/01 гг., гостевая форма
2000/01 წ.წ. - საგარეო ფორმა

საგარეო ფორმისთვის თეთრ ფერებთან დაბრუნებამ ეს მაისური გულშემატკივრებს შორის პოპულარული გახადა. კლუბის გერბი შავი ფერის გამაში იყო შესრულებული. როგორც საშინაო, ისე საგარეო ფორმა Umbro - Sportswool ახალი ნაჭრისგან შეიკერა. მას თეთრ ან შავ შორტებსა და გეტრებზე იცვამდნენ.

2000/01 гг., третий вариант формы
2000/01 წ.წ. - ფორმის მესამე ვარიანტი

2000/01 წლების სეზონის ფორმა თავდაპირველად ვარჯიშებზე გამოიყენებოდა. კლუბის გერბი თეთრი ფერის იყო, ხოლო ფორმა იმავე ჰაერგაუმტარი მასალისგან იყო დამზადებული, რომელიც საშინაო ფორმაში გამოიყენებოდა. მას თეთრი ან ლურჯი შორტებისა და წითელი ან ლურჯი გეტრების ერთად გამოიყენებდნენ.

2000/02 гг., домашняя форма
2000/02 წ.წ. - საშინაო ფორმა

Sharp-ის ეპოქის დასასრული. "იუნაიტედთან" მისი კონტრაქტი ამოიწურა. ახალი ფორმის კომპლექტი Umbro - Sportswool-ის მიერ შემუშავებული ახალი მასალით დამზადდა და როგორც ამას გვპირდებოდნენ მასში ფეხბურთელი ნაკლებად გაოფლიანდებოდა, თუმცა პირიქით მოხდა. დიდი კრიტიკა გამოიწვია vodafone-ს დიდმა ემბლემამაც, რომელიც "იუნაიტედს" გერბს აღემატებოდა. მაისურს მძიმე მასალა ჰქონდა, რომელიც რეცხვისას სწრაფად ფუჭდებოდა. მიუხედავად ამისა, ეს მაისური რეკორდული რაოდენობით იყიდებოდა. ამაში "იუნაიტედი" პოპულარობა თამაშობდა დიდ როლს და არა მაისურის დიზაინი. მას თეთრ შორტებთან და შავ გეტრებთან ერთად იცვადნენ.

2001/02 гг., гостевая форма
2001/02 წ.წ. - საგარეო ფორმა

2001 წელს დიდი რეზონანსი გამოიწვია საგარეო ფორმის თეთრ-ოქროსფერმა ვარიანტმა, რომელიც Umbro-მ შეიმუშავა, რათა "მანჩესტერ იუნაიტედის" ამავე სახელწოდებით ასპარეზობის 100 წლის იუბილე აღენიშნა. ეს ფაქტიურად ურთიერთშემცვლელი ფორმები იყო - "იუნაიტედი" თეთრ ფორმას როგორც საგარეოს ისე იყენებდა, ხოლო ოქროსფერი მის მეორე ვარიანტად მოისაზრებოდა. მაისურებს შავ შორტებსა და შავ გეტრებზე იცვამდნენ. ეს იყო უკანასკნელი კომპლექტი, რომელიც Umbro-მ გამოუშვა.

2001/02 гг., третий вариант формы
2001/02 წ.წ. - ფორმის მესამე ვარიანტი

2001 წელს დიდი რეზონანსი გამოიწვია საგარეო ფორმის თეთრ-ოქროსფერმა ვარიანტმა, რომელიც Umbro-მ შეიმუშავა, რათა "მანჩესტერ იუნაიტედის" ამავე სახელწოდებით ასპარეზობის 100 წლის იუბილე აღენიშნა. ეს ფაქტიურად ურთიერთშემცვლელი ფორმები იყო - "იუნაიტედი" თეთრ ფორმას როგორც საგარეოს ისე იყენებდა, ხოლო ოქროსფერი მის მეორე ვარიანტად მოისაზრებოდა. მაისურებს შავ შორტებსა და შავ გეტრებზე იცვამდნენ. ეს იყო უკანასკნელი კომპლექტი, რომელიც Umbro-მ გამოუშვა.

2002/2003 гг., гостевая форма
2002/2003 წ.წ. - საგარეო ფორმა

Nike-ს მიერ 2002 წელს ნაწარმოები საგარეო ფორმა ისეთივე დიდებული იყო, როგორც საშინაო. თეთრ მაისურზე შავი შორტები და თეთრი გეტრები იცმეოდა.

2002/2003 гг., третий вариант формы
2002/2003 - ფორმის მესამე ვარიანტი

Nike-ს მიერ ნაწარმოებ ფორმა vodafone ვერცხლისფრად ეწერა. ლურჯი მაისური, ლურჯი შორტი, ლურჯი შორტები.

2002/2004 гг., домашняя форма
2002/2004 წ.წ. - საშინაო ფორმა

100 მლნ. ფუნტიან შეთანხმებასთან ერთად "იუნაიტედმა" ახალი საშინაო ფორმა მიიღო, რომელიც აშშ-ს სპორტულმა გიგანტმა, Nike-მა შეიმუშავა. მაისურმაც იმედი არ გააცრუა. კლასიკური ფერები - თეთრი, შავი და წითელი, მსუბუქი, ელასტიური მასალა, თავისთვის მრგვალი ჭრილით.

2003/2005 гг., третий вариант формы
2004/2006 წ.წ. - საშონაო ფორმა

Новый третий вариант формы «Манчестер Юнайтед» 2003-2005 гг. был выпущен намного раньше, чем планировала фирма Nike. Задержка с выпуском черного гостевого комплекта формы привела к тому, что эту белую непопулярную футболку смели с полок раньше, чем ожидалось. Копия гостевой футболки «Барселоны» с тонкими горизонтальными черными и красными полосами наверно выглядела бы лучше просто белой. Футболисты «Юнайтед играли в этой форме с белыми шортами и белыми гетрами, когда одержали верх над «Арсеналом» в полуфинале кубка Англии в мае 2004 года. (Сроки выпуска: 2003-2005).

2004/2006 гг., домашняя форма
2004/2006 წ.წ. - საშონაო ფორმა

Nike-ს მიერ ნაწარმოები ეს ფორმა როგორც ჩანდა გულშემატკივართა შორის პოპულარული არ იყო. Nike-მა საფუძვლად Ole 90-ს პროექტი აიღო, რომლის მიხედვითაც ევრო 2004-ს ნაკრებების უმეტესობა თამაშობდა. ამ ფორმას საკლუბო გერბი საყელოს ქვემოთ შუა ნაწილში ჰქონდა განლაგებული, მაგრამ ძალიან არაჰარმონიული იყო, რადგან ის hodafone-ს დიდმა გერბმა დაფარა. მიუხედავად ამის, ეს მაისურები მილიონობით ეგზემპლარად გაიყიდა. მისი შესყიდვა როგორც მოკლე, ისე გრძელი მლავებით იყო შესაძლებელი.

2005/2006 гг., выездная форма
2005/2006 წ.წ. - საგარეო ფორმა

"მანჩესტერ იუნაიტედის" ახალი საგარეო ფორმა 2005 წლის 1 აგვისტოს უნდა გამოჩნდეს სამყაროში. ეს ფორმა ძალიან ჰგავს აშშ-ს ტურნეზე არსებულ ფორმას, რაც ნამდვილად არ არის გასაკვირი მას შემდეგ, რაც კლუბი ამერიკელმა მალკოლმ გლეიზერმა შეიძინა. ბევრი გულშემატკივარი ცდილობდა ხალხი აეყოლებინა, რათა მაისური არ შეეძინათ (კლუბზე დაკისრებული ვალების გამო), რათა მფლობელებისთვის ზიანი მიეყენებინათ.

2006/2007 гг., гостевая форма
2006/2007 წ.წ. - საგარეო ფორმა

ისევე როგორც ახალი საშინაო ფორმა, საგარეოც გარკვეული ტირაჟით გამოვიდა მხოლოდ ერთი სეზონის ვადით. ის "იუნაიტედის" საგარეო შავ-თეთრ ფერებს უბრუნდება.

2006/2007 гг., домашняя форма
2006/2007 წ.წ. - საშინაო ფორმა

"მანჩესტერ იუნაიტედის" ახალი საშინაო ფორმა შეზღუდული ტირაჟით გამოდის და მხოლოდ ერთი წლის ვადით. კლუბი მაისურს "50-ანი წლების რეტროდ მოიხსენიებს, როგორც "ბასბის ჩვილების" პატივისცემისთვისა და მათი მუდმივი გავლენის გამოვლინებას". მაისურზე ჩნდება ახალი სპონსორის, AIG-ის წარწერა, რომელიც გაცილებით პატარა ზომისაა, ვიდრე წინა სპონსორის ასოები. საკლუბო გერბი მარცხენა მხარეს თეთრ ფონზე იქნა გადატანილი, რომელიც ძალიან ჰგავდა 1997-99 წლების სეზონის ფორმას. (გამოშვები თარიღი: 2006 წლის 27 ივლისი - 2007 წლის ივლისი.)

2006/2007 гг.,  третий вариант формы
2006/2007 წ.წ. - ფორმის მესამე ვარიანტი

ფორმის მესამე ვარიანტი თითქმის ჰგავდა წინა წლებში გამოშვებულ ფორმას. (გამოშვების თარიღი: 2006 წლის 1 აგვისტო - 2007 წლის ივლისი).

2007/2008 гг., гостевая форма
2007/2008 წ.წ. - საშინაო ფორმა

Nike-მა და "მანჩესტერ იუნაიტედმა" კლუბის საგარეო ფორმა შავ ფერებში გადაწყვიტეს და მხოლოდ ერთი წლით გამოუშვეს. ეს ფორმა გაცილებით კლასიკურ სტილშია გადაწყვეტილი, ვიდრე საშინაო, რადგან საყელო, სახელურები და საზურგე წითელი ზოლებით მშვენდება. თუმცა ისევე, როგორც წითელ კომპლექტში AIG-ს ემბლემა დომინირებს. დაბლა, კუთხეში ამოკვეთილია წარწეა: "წითელი ეშმაკები". (გამოშვების თარიღი: 2007 წ. 13 სექტემბერი - 2008 წ. სექტემბერი.)

2007/2009 гг., домашняя форма
2007/2009 წ.წ. - საშინაო ფორმა

2007 წელს "მანჩესტერ იუნაიტედმა" და Nike-მა აწარმოეს ძირითადი საშინაო ფორმა, რომელიც "იუნაიტედს" მოსკოვში ჩემპიონთა ლიგის ფინალზე ეცვა. მის დიზაინში არც თუ დიდი ფანტაზია დევს. უბრალო წითელი მაისური, რომელსაც ძლივს შესამჩნევი თეთრი ფერი გასდევს და კლუბის ემბლემა ისეა, თითქოს უკანასკნელ წამზე მიამაგრესო. დაბლა, კუთხეში მიწერილია: "წითელი ეშმაკები". ზურგის ცენტრალურ ნაწილში შავ-თეთრი ზოლია, რომელზეც "წითელი ესმაკია" გამოსახული და აბრევიატურა MUFC. მოთამაშის ნომერი და გვარი შავ-თეთრ კონტურებშია გამოყვანილი. (გამოშვების თარიღი: 2007 წ. 1 აგვისტო - 2009 წ. ივლისი.)

2008 г., Специальный комплект к 50-летию Мюнхена
2008 წ. - მიუნხენის ტრაგედიის 50 წლისთავის სპეციალური კომპლექტი

2008 წლის 10 თებერვალს, კვირა დღეს "მანჩესტერ იუნაიტედი" "ოლდ ტრაფორდზე" მანჩესტერულ დერბის მართავდა. ეს დღე ყველაზე ახლოს იყო მიუნხენის ტრაგედიის დღესთან (6 თებერვალი), რომელმაც "ბასბის ჩვილები" შეიწირა. ამ თარიღის აღსანიშნავად "იუნაიტედის" ფეხბურთელები შპეციალურად დამზადებული რეტროს სტილის მაისურებში ასპარეზობდნენ, რომელიც 1950-ან წლებში "ბასბის ჩვილების" მაისურის მსგავსი იყო. ამ მაისურზე AIG, Nike-სა და "მანჩესტერ იუნაიტედის" გერბები არ იყო. ფორმის ეს კომპლექტი ერთჯერადი ტირაჟით გამოვიდა და არასდროს ყოფილა გაყიდვაში.

2008/09 гг., третий вариант формы
2008/09 წ.წ. - ფორმის მესამე ვარიანტი

"დიდებულებით შთაგონებულნი!" ფორმის მესამე ვარიანტის კომპლექტის შემქმენელების შთაგონების წყარო 1968 წლის 29 მაისში "ბენფიკას" წინააღმდეგ ჩატარებული შესანიშნავი მატჩი იყო. იმ თამაშის სამახსოვროდ კომპლექტი სრულად ლურჯ ფერებში შესრულდა. კლუბის ემბლემის ირგვლივ ამოქარგული იყო წარწერა: "29 მაისი 1968 წელი - 40 წლის იუბილე". (გამოშვების თარიღი: 2008 წლის 16 სექტემბერი - 2009 წლის ივლისი.)

2009/10 гг., домашняя форма
2009/10 წ.წ. - საშინაო ფორმა

ახალი საშინაო ფორმა "ოლდ ტრაფორდის" ასი წლისთავის აღსანიშნავად შეიქმნა და მის მთავარ სიახლედ მკერდის მიდამოში არსებული შავი შევრონი იქცა, რაც ანალოგიური იყო იმ მაისურისა, რომელსაც ფეხბურთელები 1909-10 წლების სეზონში ატარებდნენ. საყელოს უკანა მხარეს გაკეთებული იყო წითელი-შავ-თეთრი ემბლემა, ხოლო გვერდით იყო იარლიყი, რომელზეც ეწერა: "The Theatre of Dreams Since 1910". ფორმა დამზადებული იყო Nike Dri-Fit-ის ქსოვილით, რომელიც აუციელებლ ტემპერატურას ინარჩუნებს, ამასთან ერთად ოფლს იწოვდა, მაგრამ ამასთან ერთად სამმაგი სისტემის წყალობით კანის ირგვლივ დამატებით საჰაერო სივრცეს ქმნიდა, რაც ქსოვილის დასველებას ამცირებდა. თეთრ შორტებს გვერდებზე წითელი ზოლები ჰქონდა. საყელოს უკანა მხარეს გამოსახული იყო "წითელი ეშმაკი". შავ გეტრებს გამოსახული ჰქონდა წითელი ფერის შევრონები.

2009/10 гг., гостевая форма
2009/10 წ.წ. - საგარეო ფორმა

როგორც 2009-10 წლების სეზონის მასიურებზე, ამ ფორმაზეც გამოსახული იყო V ფორმის შევრონი, რომელიც 1909 წელს მოპოვებულ პირველ ინგლისის თასს ეძღვნებოდა. საგარეო ფორმის კომპლექტი შავია, ხოლო შევრონი ლურჯი. ლურჯი ფერის ზოლები იყო შორტზეც, ხოლო ლურჯი ფერის შევრონი გეტრებსაც ამშვენებდა.

2010/11 гг., домашняя форма
2010/11 წ.წ. - საშინაო ფორმა

სეზონის შუალედში შეძენილი ახალი სპონსორის, AON-ის შეძენის შემდეგ Nike-მა ახალი ფორმა შეიმუშავა, რომელიც 1980-82 წლების სეზონის ფორმას ჰგავდა. სახეულრებზე, ტრადიციულ წითელ ფორმას თეთრი ზოლები გასდევს. კომპლექტში ასევე არის თეთრი შორტები, რომელსაც ბარძაყის მიდამოში შავი ზოლები აქვს და შავი გეტრები, რომელსაც ზევით წითელი ზოლები ჰქონდა. ნათელია, რომ ანტიგლეიზერებისთვის მოწყობილი ყვითელ-მწვანე მაისურების კამპანიის საწინააღმდეგოდ პრეს-რელიზში გასაგებად აღნიშნეს, რომ "წითელი, თეთრი და შავი ფერები "მანჩესტერ იუნაიტედის" დნმ-ს ფერებია. (გამოშვების თარიღი: 2010 წ. 15 ივლისი - 2011 წ. ივლისი.)

2010/11 гг., гостевая форма
2010/11 წ.წ. - საგარეო ფორმა

Nike-ს მიერ ნაწარმოებ ახალ საგარეო ფორმის კომპლექტში კლუბი ტრადიციულ ფერებს დაუბრუნდა, რადგანაც კლუბი შავ შორტებსა და თეთრს გეტრებს გამოიყენებდა. (გამოშვების თარიღი: 2010 წ. 23 სექტემბერი - 2011 წ. ივლისი.)

2011/12 гг., домашняя форма
2011/12 гг. — домашняя форма

На создание образа дизайнеров вдохновляла богатая история клуба, а в производстве нового комплекта были использованы самые последние разработки в этой области. Основной цвет майки – традиционный красный с врезанным белым воротником по центру которого проходит черная полоса. Это повторяет дизайн клубного шарфа и подобный вариант оформления использовался и ранее, например, на форме обладателей Кубка Англии 1977 и 1985 годов, а также на форме, в которую были одеты чемпионы Англии – 2008 и победители Лиги Чемпионов.Впервые майка, шорты и гетры сделаны из инновационного полиэстера Nike, произведенного из продуктов переработки. Для производства одного комплекта были использованы 13 пластмассовых бутылок из-под воды. Такая технология позволяет на 30% сократить расход электроэнергии по сравнению с производством традиционного полиэстера. (Сроки выпуска: 3 июня 2011 – июль 2012).

2011/12 гг., гостевая форма
2011/12 წ.წ. - საგარეო ფორმა

ამ სეზონის საგარეო შეხვედრებში "მანჩესტერ იუნაიტედი" ზოლებიანი შავ-ლურჯი ფორმით გამოდიოდა, რომელსაც ისტორიული კავშირი აქვს 1948 წლის ინგლისის თასის ფინალის და 1968 წლის ევროპის ჩემპიონთა თასის ფინალის შეხვედრებში გამოყენებულ ეკიპირებასთან. ასეთი ფორმა გამოიყენებოდა 1933/34 წლების სეზონის ბოლო ორი თვის საშინაო შეხვედრებში. (გამოშვების თარიღი: 2011 წ. 15 ივლისი - 2012 წ. ივლისი.)

 

2012/13 гг., домашняя форма
2011/12 წ.წ. – საშინაო ფორმა

დიზაინერებს ამ ფორმის შექმნა სწორედ "მანჩესტერ იუნაიტედის" ისტორიამ შთააგონათ. მაისურის ძირითადი ფერი წითელია. მას თეთრი საყელო აქვს, რომელსაც შუაში შავი ზოლი გასდევს. ეს კლუბის შარფის დიზაინს ჰგავს. "იუნაიტედს" ასეთი სტილის ფორმა 1977 და 1985 წლებში ჰქონდა, ასევე წააგავს იმ 2008 წლის ფორმასაც, რომლის დროსაც კლუბმა ჩემპიონთა ლიგა მოიგო. ეს ფორმა Nike-ს დამზადებულია. ის 30 %-ით ამცირებს ელექტროენერგიის მიღებას. (გამოშვების თარიღი: 2011 წ. 3 ივნისი - 2012 წ. ივლისი)

2012/13 гг., гостевая форма
2012/13 წ.წ. – საგარეო ფორმა

თეთრი მაისური, შავი შორტები და თეთრი გეტრები, სწორედ ასე გაოიყურებოდა "მანჩესტერ იუნაიტედის" სარეზერვო ფორმა. ფორმა სხვა ადრინდელი თეთრი ფორმებისგან იმით განსხვავდება, რომ მას როგორც საყელოს ასევე მკლავების ბოლოზე გასდევს წითელი კანტი. გერბი გამოსახულია შავ ფერში. ეს სტილი ახალია, უფრო ახალგაზრდული. Nike კი როგორც ყოველ წელს, ამ წელსაც ეცადა ფორმა უფრო კომფორტული გამხდარიყო და ეს გამოუვიდათ კიდეც.

2013/14 гг., домашняя форма
2013–14 წ.წ. – საშიანო ფორმა

ამ ფორმის მთავარი ელემენტი მისი შავი საყელოა, რომელიც ერიკ კანტონას პატივსაცემოდ შეკერეს, რადგან სწორედ ის ატარებდა აწეულ საყელოს 90–იან წლებში. ადაფტირებულ საყელოს სამი ღილი, ხოლო უკან ერთი ღილი აქვს. ფორმა წითელია, შორტები კი სულ თეთრი, ხოლო გეტრები კლასიკურ შავ ფერშია. გეტრის შუაში წვრილი წითელი ხაზია, რომელსაც აქეთ–იქიდან ორი მასზე მსხვილი ხაზი აკრავს. ეს იმისთვის გაკეთდა, რომ ფეხბურთელებმა მინდორზე ერთმანეთი უფრო სწრაფად შეამჩნიონ.

2013/14 гг., гостевая форма
2013–14 წ.წ. საგარეო ფორმა

ახალი საგარეო ფორმა ძალიან ჰგავს გასული სეზონის საშინაო ფორმას. საყელოს ქვეშ, უკან პატარა ეშმაკუნა ხატია თეთრად. როგორც ფორმა ასევე შორტებიც და გეტრებიც შავ–ლურჯ ფერებშია გაწყობილი. ეს ფორმაც Nike–ს დამზადებულია და 150 გრამს იწონის, რაც 23 % მსუბუქია ვიდრე გასული სეზონის ფორმა.

2014/15 гг., домашняя форма
2014–15 წ.წ. – საშინაო ფორმა

“მანჩესტერ იუნაიტედმა” 2014/15 წლების სეზონის საშინაო ფორმა წარადგინა, რომელიც წითელი ფერისაა, ხოლო თეთრი საყელო, რომელიც მაისურზე დაბრუნდა, გუნდის XX საუკუნის ფორმას გაგვახსენებს. მაისურზე, კისერთან წარწერაა: “ახალგაზრდობა, გამბედაობა, სიდიადე”. ფორმაზე გაჩნდა ახალი ლოგოტიპიც, ეს "იუნაიტედის" ახალი პარტნიორის "შევროლეს" ლოგოა, რომელიც მაისურის შუაშია.

2014–15 წ.წ. – საგარეო ფორმა

ახალი საგარეო ფორმა თეთრი ფერისაა. მაისურის შიგნიდან შავად არის პატარა ეშმაკუნა გამოსახული და წარწერა “ახალგაზრდობა, გამბედაობა, სიდიადე”. შორტები შავია, ხოლო გეტრები თეთრი და მას თავში დიდი შავი ზოლი გასდევს.

2014/15 წწ - ფორმის მესამე ვარიანტი

2014/15 წლების სეზონის ფორმის მესამე კომპლექტის შემუშავებისას Nike-ს დიზაინერები 80-ანი წლების ლურჯმა ფორმამ შთააგონა, ასევე ეკიპირებამ, რომლითაც სერ მეტ ბასბის შეგირდებმა 1968 წელს თავიანთი პირველი ევროპული ტიტული მოიგეს - იტყობინება კლუბის ოფიციალური საიტი. მაისური, შორტი და გეტრები ახალ კომპლექტში ღია-ლურჯი ფერით არის მორთული, ზურგზე კი გამოყენებულია ამავე ფერის უფრო მუქი ტონი. ეს ორი ტონი წითელი ხაზებით არის გამოყოლიფი, რომლებიც "მანჩესტერ იუნაიტედის" ძირითად ფერს წარმოადგენს მოცემულ ფორმაზე. მაისური კლასიკურ სტილშია შესრულებული ნახევარ-საყელოთი და მუქი ლურჯი ფერის სამი ღილით. როგორც ამ სეზონის ყველა წინა კომპლექტზე, კისრის მიდამოში გაკეთებულია წარწერა: "ახალგაზრდობა. სიმამაცე. სიდიადე".

2015/16 წწ. - საშინაო ფორმა

2015/16 წლების სეზონში გუნდი Adidas-თან თანამშრომლობას დაუბრუნდა. ახალ მაისურებზე, რომლებითაც ფეხბურთელებმა ინგლისის ჩემპიონატის პირველ მატჩში ითამაშეს, წარმოდგენილია კლასიკური V-ს ფორმის საყელო და მხრებზე სამი ზოლი. მაისურის ქვედა ნაწილზე დატანილია სტილური ნიმუში, რომელიც 1990 წლის ფორმიდან არის აღებული, რომელშიც რაიან გიგზის დებიუტი შედგა.

2015/16 წწ. - საგარეო ფორმა

ფორმის ახალი კომპლექტის შემმუშავებლებმა "იუნაიტედის" ლეგენდარული ფორმის ნიმუში გამოიყენეს, მათ შორის სერ მეტ ბასბის გუნდის 60-ანი წლების ეკიპირება. საგარეო ფორმაზე გაკეთებულია V-ს ფორმის ჭრილი, მხრებზე სამი ზოლი და მაისურის ქვედა ნაწილზე დატანილია ნიმუში - სამივე ამ ელემენტს ამ სეზონის ყველა კომპლექტზე გამოიყენებენ. ეკიპირების წარმოებისას Adidas-ის თანამედროვე ტექნოლოგიები გამოიყენეს.

2015/16 წწ. - ფორმის მესამე ვარიანტი

ნარინჯისფერი ელემენტების მქონე შავ ფორმას მხრებზე სამი ზოლი აქვს სეზონის სხვა ფორმების მსგავსად. წინა ნაწილზე შესრულებულია გარდამავალი ნიმუში, რომელიც ეფექტური იქნება ჩემპიონთა ლიგის გასვლით მატჩებში. Adidas-ს ევროპის ყველაზე მნიშვნელოვან ტურნირზე "იუნაიტედის" დაბრუნება შავი ფერის ფორმის დაბრუნებით სურს, რომელიც პირველად 1993 წელს გამოჩნდა. განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს შორტებს, რომლებზეც გამოჩნდა სურათი, რომელიც შავ ფერში გადადის. ეს სურათი 90-ანი წლების ფორმის ნიმუშს იმეორებს, რომელიც ლეგენდარულ რაიან გიგზსაც კი ეცვა.

2016/17 წწ. - საშინაო ფორმა

"ადიდასმა" კლუბის დიდებულ ისტორიაზე დაფუძნებით ორფეროვანი თანაბრად გაყოფილი მაისური შექმნა, რომელსაც წითელი ფერის ჩრდილები დასდევს, რაც 1878 წლის "ნიუტონ ჰიტის" ორფეროვან მაისურს გვახსენებს. მანჩესტერის ოფიციალური გერბი დიზაინეის იდეაზე დაყრდნობით ამოიღეს, რაც თაფლის ფიჭის გრაფიკულ გამოსახულებაში მდგომარეობს და მაისურზე წითელი ფერის ორი განყოფილება შეერწყა. დიზაინერთა შთაგონების წყაროდ მეფუტკრე იქცა, რომელიც გერბზეა გამოსახული და დასაბამს რევოლუციიდან იღებს, რაშიც მანჩესტერმა უდიდესი როლი ითამაშა. საშინაო მაისურის კომპლექტი წითელი ფერის ორი დანაყოფითაა დამზადებული და მას ვერტიკალური ზოლი ყოფს. კონტრასტული შესაბამისობა გადადის სამკლაურზეც: უფრო ნათელი ფერი გამოყენებულია ბნელ მხარეს, უფრო ბნელი ფერი - ნათელ მხარეს.

2016/17 წწ. - საგარეო ფორმა

მაისური შესრულებულია ძირითადი ლურჯი ფერის მასალისგან. კლუბის გერბი, "ადიდასის" ლოგოტიპი და ზოლები წითელ ფერშია შესრულებული. მაისურის შიგნით ზედა ნაწილში "წითელი ეშმაკის" ელემენტია დატანილი. კომპლექტში შედის მუქი-ლურჯი შორტი და გეტრები.

2016/17 წწ. - ფორმის მესამე ვარიანტი

ფორმის მესამე კომპლექტის დიზაინი საერთო თემას შეესაბამება, რაც ფორმის ძირითადმა კომპლექტმა მიუთითა - მასშიცაა გამოყენებული ფუტკრის ფიჭის მაგვარი ორნამენტი, რომელიც ფუტკრის ნიმუშთან ასოცირდება, რაც თავის მხრივ მანჩესტერის გერბზეცაა გამოსახული და ქალაქის მაცხოვრებელთა შრომას ასახავს. თავად ფორმა შესრულებულია თერთ ფერში შავი დაბოლოებებით.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top