თბილისი:
მანჩესტერი:
22-02-2015, 08:29
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2340,
კომენტარები: 11
ვან გაალი მატჩის შემდგომ
ვან გაალის მატჩისშემდგომი კომენტარი.
ვან გაალი მატჩის შემდგომ
"მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარი მწვრთნელი, ლუი ვან გაალის "სუონსისთან" მატჩში თავისი შეგირდების მიერ განიავებული მომენტებით დამწუხრებულია.

28-ე წუთზე დაწინაურების შემდეგ "წითელმა ეშმაკებმა" მაშინვე მიიღეს ანგარიშის გამათანაბრებელი გოლი კი სუნ-იუნგისგან, თუმცა მეორე ტაიმში რამდენიმე საგოლე მომენტი კიდევ შექმნეს. ვან გაალის გუნდი ვერაფრით ახერხებდა სახლში მოთამაშე გუნდის გატეხვას და საბოლოოდ ბაფიტემბი გომისის წყალობით "სუონსიმ" გამარჯვება მოიპოვა.

"ვფიქრობ, ეს ჩვენი საუკეთესო მეორე ტაიმი იყო, მრავალი მომენტი შევქმენით და მოედანზე ვდომინირებდით, მაგრამ ვერ გავიტანეთ. ეს ფეხბურთია, აქ კი ის შანსები უნდა გამოიყენო, რომელსაც ქმნი. ბევრი მომენტი გვქონდა, განსაკუთრებით მეორე ტაიმში, მაგრამ მათ გაიტანეს და ყოველთვის იცი, რომ ამის შემდეგ საქმე რთულდება.

ფეხბურთელებს ვეტყვი, რომ ძალიან იმედგაცრუებული ვარ, მაგრამ ჩვენი თამაშის პროგრესირების პროცესის თვასაზრისით, კარგი მატჩი იყო. ამდენი შანსის შექმნით, დომინირებით, ასეთი სახით თამაშით ძლიერ განავითარებ გოლის გატანის უნარს, მაგრამ იღბალიც აუცილებლად გჭირდება."
- განაცხადა ვან გაალმა.

როცა ვან გაალს ჰკითხეს, იმსახურებდა თუ არა "სუონსი" გამარჯვებას, მან უპასუხა: "არა. როცა ფიქრობ, რომ ისინი იმსახურებენ გამარჯვებას, ამის შესახებ უნდა დაწეროთ კიდეც."

ხოლო როცა ჰკითხეს, რატომ დამარცხდა "იუნაიტედი", ლუიმ უპასუხა: "ამდენი შანსიდან ვერც ერთი გოლის გატანის გამო.

პირველ ტაიმში თანაბარი თამაში იყო. დავთვალე და ზუსტად იმდენივე მომენტი გვქონდა, რამდენიც "სუონსის", ორი გოლი გავიდა, ერთი ჩვენს კარში, ერთიც მათ კარში, ასე რომ, დიდი განსხვავება არ იყო, მაგრამ მეორე ტაიმში უკვე შეიმჩნეოდა სხვაობა.

ვფიქრობ, "სუონსის" მეორე ტაიმის პირველ წუთში ჰქონდა მომენტი და ამის შემდეგ ჩვენ ვდომინირებდით. შანსს ყოველ ორ წუთში ვქმნიდით, მაგრამ ეფექტურები არ ვიყავით.

შემდეგ კი ვიღაცის გასროლას გომისი უხვედრებს თავს, შესაძლოა თამაშგარე მდგომარეობიდანაც, არ ვიცი, და გოლი გადის, შენ კი არც ბედნიერი ხარ და არც იღბლიანი."


"სუონსისთან" განცდილი მარცხის შემდეგ "იუნაიტედის" ადგილს პრემიერ ლიგის სატურნირო ცხრილის ოთხეულში საფრთხე ექმნება. თუ "საუთჰემპტონი" გამარჯვებას მოახერხებს, "წითელი ეშმაკები" მეხუთე ადგილზე გადაინაცვლებენ.

ვან გაალი ჰკითხეს, თუ რა გავლენა ექნებოდა "სუონსისთან" მატჩს ჩემპიონთა ლიგაზე დაბრუნების მიზნის მიღწევაში, რაზეც განაცხადა: "გავლენა? ჩვენ სამი ქულა დავკარგეთ."

წყარო: M.E.N.
ინტერვიუები
11 კომენტარი
№1
ავტორი: RojoDiablo
22 თებერვალი 2015 10:51
  • სიახლეები: 7065
  • კომენტარები: 8687
"ამდენი შანსიდან ვერც ერთი გოლის გატანის გამო.


როგორც მახსოვს, კარში ამდენი შანსიდან მხოლოდ სამი წავიდა და მათგან სახიფათო არც ერთი არ იყო ერერას გოლის გარდა. და თუ ვინმესთან გაქვს მომენტების ვერ გამოყენებაზე პრეტენზიები, ეს ვან პერსი უნდა იყოს. არა მარტო გუშინ, ზოგადად ამ სეზონში საშინლად აქვს დამდაბლებული საგოლე ალღო.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№2
ავტორი: DiMaria
22 თებერვალი 2015 11:44
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1360
პირველ ტაიმში თანაბარი თამაში იყო. დავთვალე და ზუსტად იმდენივე მომენტი გვქონდა, რამდენიც "სუონსის",


რა ვიცი, მე არ მახსენდება რომ ასე იყო. გომისმა მხოლოდ ორჯერ დაგვირ***, ერთიც იმ იაპონელმა, რომ გაგვიტანა და ჩვენ სად გვქონდა ამდენი მომენტი?
0
№3
ავტორი: გაბადაძე
22 თებერვალი 2015 11:50
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 743
შენი თვით კმაყოფიკი დედა ვატირე მე. რას უძახი კარგ მატჩს ბურთი რო გეკავათ ? კარისკენ ვერ გაუშვით ნორმანულად ბურთი . საგოლ ერერას და კიდე სკამს ახეხინებს ტიპს. მატადან რა გინდა ? ფელაინს ვერ აჯობებდა გუშინდელ მატჩში თამაშით ვითომ..? ტიპი ყოველ შეხებაზე ჯარიმას იკიდებდა. მოგი***ნ თვითკმახოფადი კარგისცენზურა .ვიცი ანას გოგონებიც კითხულობენ და ცენზურისთვის ბოდიში მარა მოთმუნებიდან გამოვყავარ უკვე როდის უნდა ათამაშოს გუნდს ფეგბურთი როდის
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ g.gabadadze
№4
ავტორი: RojoDiablo
22 თებერვალი 2015 11:58
  • სიახლეები: 7065
  • კომენტარები: 8687
გაბადაძე,
ფელაინი მაშინ უფრო მომწონდა, როცა კოზირად იყენებდა საჭირო დროს და რატომ მოაფიქრდა, რომ გამთამაშებელია და თანაც იმდენად კარგი, რომ ნომინალურ პლეიმეიქერს, მატას ამჯობინა, ვერაფრით ვხვდები. თუმცა ამის შემდეგ უნდა მიხვდეს, რომ არაა ეს ფელას საქმე და გაითვალისწინოს, მაგრამ სადაც იმას ვერ ხვდება, რომ პერსის ცოტა დასვენება სჭირდება, არ გამიკვირდება ახლაც რომ იგივე სიჯიუტით გააგრძელოს.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№5
ავტორი: გაბადაძე
22 თებერვალი 2015 12:14
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 743
RojoDiablo,
ფელაინი ბრატ გადმოსვლის მერე მომწონს მიუხედავად იმისა რო ვარსკვლავებს ვერ წყვეტს და ყოველთვის ვცდილობდი უკმაყოფილება არ გამომეხატა მით უფრო კომენტარის სახით მარა აქ უკვე გუნდს ეხება საქმე და არა მარტო ერთ ფეღბურთელს. მით უფრო მომწონდა მეც როცა კოზირად იყებებდა მარა .ამან სხვა რამეებიც მოინდომა .გამოიყენოს იქ სადაც საჩიროა და სადაც სხვა გააკეთებს მასზე დაკისრებულ საქმეს უკეთესად იქ სხვა ათამაშოს ხო უნდა შეიგნოს ერთხელ და სამუდმოდ და დათმოს ეს მისი პრინციპები. პერსიზე ხო საერთოდ აგარ ვამბობ რამეს
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ g.gabadadze
№6
ავტორი: RojoDiablo
22 თებერვალი 2015 12:18
  • სიახლეები: 7065
  • კომენტარები: 8687
გაბადაძე,
კი, ეგ ვიგულისხმე მეც. რატომღაც იგონებს ლუი ფეხბურთელებისთვის დამატებით პოზიციებს და ჰგონია, რომ იქ უკეთ ითამაშებენ, მაგრამ ამას მე სხვა ახსნას ვუძებნი. თუ ნახე, არ ვიცი, ამას წინად დაიწერა ჩვენთან ლუის კომენტარი, სადაც ამბობს, რომ დავიდსი, რაიკაარდი და ა.შ. ფეხბურთელები აქცია სხვა პოზიციაზე მოთამაშე ფეხბურთელებად და იგივეს მიღწევას ცდილობს აქ. დაახლოებით ასე გამოსდის: მე გავაკეთებ იმას, რაც ვერ გააკეთა სხვამ და მე დამიმახსოვრებენ. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ ლუი განგიდების მანიითაა შეპყრობილი და ამის დამადასტურებელი უამრავი ფაქტი შეიძლება მოიძებნოს.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№7
ავტორი: გაბადაძე
22 თებერვალი 2015 12:43
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 743
RojoDiablo,
მაგ სტატია ნაგდად არ მაქ წანაკითხი მაგრამ ეხა ისე არ გვაქ საქმე აწყობილი რო მაგ ექსპერიმენტებისტვის დროის დაკარგვა გირდეს ,თან სხვა ქვეყნის ჩემპიონატში რო ვიყოთ სადაც ცოტა დაბალი ტემპია თამაშის კიდე მესმის მარა ეს პრემიერლიგაა და ამის გათვითცნობიერება უჭირს მგონი. მეც გეთანხმები განდიდების მანია ჭირს მგონი და მე იმის მეშინა ამით ჩვენ არ დავიღუპოთ
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ g.gabadadze
№8
ავტორი: Rosso Diavolo
22 თებერვალი 2015 13:11
  • სიახლეები: 1002
  • კომენტარები: 2543
"ვფიქრობ, ეს ჩვენი საუკეთესო მეორე ტაიმი იყო, მრავალი მომენტი შევქმენით და მოედანზე ვდომინირებდით, მაგრამ ვერ გავიტანეთ


სულ ამით როგორ უნდა იმართლო თავი ჰა ? derpwhy
0
№9
ავტორი: GeorgeBest
22 თებერვალი 2015 17:08
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
ვფიქრობ, ეს ჩვენი საუკეთესო მეორე ტაიმი იყო


derpwhy
0
№10
ავტორი: AkkRed
23 თებერვალი 2015 11:00
  • სიახლეები: 74
  • კომენტარები: 4669
მეორე ტაიმში ნორმალური შეტევა არ გვქონია რის საუკეთესო ტაიმი?
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top