თბილისი:
მანჩესტერი:
28-04-2015, 10:22
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2232,
კომენტარები: 11
ჩიჩარიტო: "რეალი" მსოფლიოს საუკეთესო კლუბია"
ხავიერ ერნანდესი მადრიდში თამაშით მოხარულია.
ჩიჩარიტო:
"მანჩესტერ იუნაიტედის" კუთვნილებაში მყოფმა ხავიერ ერნანდესმა, რომელიც იჯარის წესით მადრიდის "რეალში" ასპარეზობს, მადრიდულ გრანდს მსოფლიოს საუკეთესო კლუბი უწოდა.

მექსიკელმა ფორვარდმა ბოლო სამ ჩატარებულ შეხვედრაში ოთხი გოლის გატანა მოახერხა, მათ შორის ისეთი მნიშვნელოვანის, როგორიც ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალურ ეტაპზე მადრიდულ დერბიში გამარჯვების გოლია.

"მე - მადრიდის ფეხბურთელი ვარ. არ ვიცი რამდენ ხანს გაგრძელდება ეს, ამიტომ მინდა რაც შეიძლება მეტი მოვასწრო, სანამ მსოფლიოს საუკეთესო კლუბში ვიმყოფები", - განაცხადა ერნანდესმა.

"რეალი" სეზონის ბოლოს ფორვარდის გამოსყიდვას აპირებს. ჩიჩარიტოს ანგარიშზე კი მიმდინარე სეზონში გატანილი 7 გოლია.

"თანაგუნდელები მილოცავდნენ, მაგრამ ეს ყველაფერი კოლექტიური სამუშაოს დამსახურებაა. ყველაფერს გავაკეთებთ, რათა მადრიდის "რეალმა" მიაღწიოს იმ სიმაღლეებს, რომელსაც იმსახურებს და ყველა ტურნირში გაიმარჯვოს. ნაბიჯ-ნაბიჯ მივდივართ ამ მიმართულებით".

მექსიკელი ფორვარდი მთავარმა მწვრთნელმა კარლო ანჩელოტიმაც გამოყო: "კლუბში გატარებული დროით სიამოვნებას იღებს და ყველაფერი რიგზეა. როცა ჩიჩარიტო ასეთ ფორმაშია, ის კრიშტიანუ რონალდუს, ბენზემას, ბეილის, ხამეს როდრიგესის, სერხიო რამოსის, ისკოს, რაფაელ ვარანისა და პეპეს მსგავსად უნიკალურია.

ჩემს გუნდში არიან ფეხბურთელები, რომელთაც არაფრის გულისთვის არ გაყიდი სხვა კლუბში, მაგრამ მხოლოდ 11 მათგანი თამაშობს ერთდროულად, დანარჩენი კი სკამზე რჩება".


წყარო: bbc
ინტერვიუები
11 კომენტარი
№1
ავტორი: datonuc
28 აპრილი 2015 10:57
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 88
ჭიკჭიკებს მერცხალი
0
№2
ავტორი: Mufc7
28 აპრილი 2015 11:52
  • სიახლეები: 31
  • კომენტარები: 3018
გული მტკივა, ამ ინტერვიუს რომ ვკითხულობ.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Money can't make history, history makes only legend, legend is only love. Love is MANCHESTER UNITED!
№3
ავტორი: AkkRed
28 აპრილი 2015 12:38
  • სიახლეები: 74
  • კომენტარები: 4669
ამის უკან მომთრევის დედას მიეჭაჭყუნოს ჰალკი
0
№4
ავტორი: ვახო ( G G M U)
28 აპრილი 2015 12:44
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4327
ჯობია არ დავწერო რასაც ეხლა ვფიქრობ ჩიჩარიტოზე...
0
№5
ავტორი: Lee Sharpe
28 აპრილი 2015 17:38
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 561
ბენზემა ურჩევნიათ მაგათ ტყულად ნუ ულოკავ facepalm
0
№6
ავტორი: RojoDiablo
28 აპრილი 2015 17:50
  • სიახლეები: 7065
  • კომენტარები: 8687
კარგი
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№7
ავტორი: dachi_mu
28 აპრილი 2015 19:09
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1474
ras ambobs jer goli xo agnishna am velbekma da exla reali jobiaoo..velbeks vaginot es magari kacia
0
№8
ავტორი: Martial
28 აპრილი 2015 20:06
  • სიახლეები: 54
  • კომენტარები: 468
იმედია ისევ არ მოისვრიან და რომელიმე ნორმალური კლუბი დაითრევს. რეალმა არამგონია გამოისყიდოს
0
№9
ავტორი: GeorgeBest
28 აპრილი 2015 22:00
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
ჩიჩაზე უფრო დიდი ამბები წავა. გაიტანა გოლები და ვსო wink კაია ფასი დაედება
0
№10
ავტორი: Memphis Depay
29 აპრილი 2015 05:16
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 22
ვან გაალმა გუშინ ძალიან პირდაპირ და არასწორად განაცხადა რომ ჩიჩარიტოს უკანა არ დავიბრუნებთო, რომ არ იყო გასაკვირი ჩიჩარიტოს ასეთი სიტყვები. აწი ყველაფერს იკადრებს რომ რეალმა გამოისყიდოს ...
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top