თბილისი:
მანჩესტერი:
25-11-2014, 19:27
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2002,
კომენტარები: 7
საუბრები ვარჯიშის შესახებ: უეინ რუნი
უეინ რუნის ინტერვიუ.
საუბრები ვარჯიშის შესახებ: უეინ რუნი
ვისთან ერთად ითამაშებდით 5 ფეხბურთელის არჩევა რომ შეგეძლოთ?

მეკარე უნდა მყავდეს? თუ არა, მაშინ ანხელი, ფალკაო, რობინი და მატა.

ვარჯიშზე საუკეთესო გოლი ვის აქვს გატანილი?

უნდა ვთქვა გიგზს. მახსოვს რამდენიმე წლის წინ მისი გოლი.

ვარჯიშებზე თქვენ მიერ გატანილი გოლებიდან რომელია საუკეთესო?

დარწმუნებული არ ვარ, რომ თვალწარმტაცი გოლები მახსოვს. ეს ნამდვილად არ არის ის, რაზეც ვფიქრობ, რადგან ვარჯიშების დროს ვამუშავებთ დასრულებას და დარტყმებს და რამდენიმე დიდებული გოლი გამიტანია. თუმცა უამრავ ფეხბურთელს გაუტანია გოლი და არა მარტო მე. ალბათ ვარჯიშებზე გატანილი არის ერთადერთი, რაც არ გამახსოვრდება.

ვინ არის ვარჯიშებზე ყველაზე რთული მეტოქე? დეილი ბლინდმა თქვა, რომ თქვენ ხართ.

დიახ. ვიტყოდი მე და ფლეტჩი რა თქმა უნდა. რაფაელიც ყოველთვის მათ რიცხვში შედის და ბლინდიც, რომელიც გადმოსვლიდანვე ძალიან რთული მეტოქეა. ვფიქრობ, მთელი გუნდი რთული მეტოქეებით არის გადაჭედილი და ვარჯიშებზე ყველას გამარჯვება სურს. ძალიან იმედგაცრუებული რჩები, თუ კი დამარცხებულ გუნდში ხარ და ვფიქრობ, ყველა საკმაოდ კარგი ოპონენტია.

რომელია თქვენი საყვარელი ნაწილი ვარჯიშებზე?

ჩემი საყვარელი ნაწილი თამაშში ჩართვაა, ამ დროს ფეხბურთელები სიამოვნებას იღებენ. უამრავი ტაქტიკური ვარჯიში არსებობს სქემისა და თამაშის მხრივ. ამისგან სიამოვნებას იღებ და შენთვის და ფეხბურთის შენეული ცოდნისთვის შესანიშნავია.

წყარო: manutd.com
ინტერვიუები
7 კომენტარი
№1
ავტორი: Mufc7
25 ნოემბერი 2014 19:46
  • სიახლეები: 31
  • კომენტარები: 3018
მეტოქეობა სტადიონზეც უნდა გაუწიოთ სათანადოდ მოწინააღმდეგე გუნდს. იმედგაცრუებულები მერე ჩვენ ვრჩებით არასასურველი შედეგით
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Money can't make history, history makes only legend, legend is only love. Love is MANCHESTER UNITED!
№2
ავტორი: Beckham 7
25 ნოემბერი 2014 21:05
  • სიახლეები: 467
  • კომენტარები: 1434
გიგზი აქაც რო პირველია :დ
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
Why Always Redarmy.ge?
№3
ავტორი: red devil
25 ნოემბერი 2014 21:25
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4680
ბლინდი მაგრად დამევასა მჯერა ეგ ბიჭი დიდ ფეხბურთს ითამაშებს. ამან კიდე 4 აირჩია მარტო და 4ივე შემტევი :D
0
№4
ავტორი: GeorgeBest
25 ნოემბერი 2014 21:33
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
რაფა მაგარი ძმაა რაც არ უნდა ცუდად ითამაშოს მისი ხასიატი და ბრძოლისუნარიანობა ყოველთვის დასაფასებელია მოედანზე
0
№5
ავტორი: RojoDiablo
25 ნოემბერი 2014 22:53
  • სიახლეები: 7065
  • კომენტარები: 8687
red devil,
ანუ ერთი თვითონ იყო რა
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№6
ავტორი: AkkRed
25 ნოემბერი 2014 23:57
  • სიახლეები: 74
  • კომენტარები: 4669
რაფაელს რუნიზე ნაკლებად თუ უყვარდეს იუნაიტედი მე ვიყო იანგი :დდ იუნაიტედზე,აფანატებს რაფაა ♥♥
0
№7
ავტორი: DiMaria
26 ნოემბერი 2014 17:46
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1360
ტიპს დაცვა ფეხებზე კიდია
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top