თბილისი:
მანჩესტერი:
26-04-2015, 11:29
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2214,
კომენტარები: 8
ვან გაალი მოურინიოს არ ეთანხმება
ვან გაალის აზრით, მოურინიო ცდება.
ვან გაალი მოურინიოს არ ეთანხმება
ლუი ვან გაალმა განაცხადა, რომ გაკვირვებული იყო "ჩელსისა" და "მანჩესტერ იუნაიტედის" დაპირისპირების შემდეგ ჟოზე მოურინიოს მატჩის შემდგომი ანალიზის მოსმენით.

ვან გაალსა და მოურინიოს "ბარსელონაში" თანამშრომლობის პერიოდში მეგობრული ურთიერთობა ჩამოუყალიბდათ, თუმცა "სტემფორდ ბრიჯზე" გამართული შეხვედრის შემდეგ მათი აზრები გაიყო.

"იუნაიტედი" დომინირებდა "ჩელსისთან" მატჩში, სადაც ლონდონელები ედენ აზარის მიერ პირველ ტაიმში გატანილი გოლის შესანარჩუნებლად დაცვით თამაშს ამჯობინებდნენ, მოურინიომ კი განაცხადა, რომ მისმა გუნდმა გამარჯვება დაიმსახურა.

"გაკვირვებული ვიყავი მისი ნათქვამით. ფეხბურთში ბურთის ფლობა არ ითვლება, აქ გოლები ითვლება და 1-0 ანგარიში დაფიქსირდა. ჩვენ დავმარცხდით.

მაგრამ გამაკვირვა მატჩის შემდეგ ჟოზე მოურინიოს ანალიზმა. როგორც გამარჯვებული მწვრთნელი, ყველაფერს ვერ იტყვი, ეს ვიცი.

რისი თქმაც სინამდვილეში სჯობდა, თუმცა მის თავში ვერ ვიხედები, იყო ის, რომ "მანჩესტერ იუნაიტედი" შეუტევდა და ის ფრით კმაყოფილი იქნებოდა, რადგან სხვაობა იგივე დარჩებოდა.

ასე რომ, უფრო იოლი იყო თავდაცვა და მისი განლაგებაც თავდაცვითი იყო. მაგრამ მიუხედავად მისი დაცვითი განლაგებისა, ბევრი მომენტი შევქმენით და ბურთსაც დიდხანს ვფლობდით. სასწაულის დონემდე იყო, რომ ოთხი შანსით გოლი გაიტანეს და ბურთის ფლობის 30 პროცენტიანი მაჩვენებელი ჰქონდათ.

სჯობდა ეთქვა, რომ იცოდა, "მანჩესტერ იუნაიტედი" შეუტევდა და ორგანიზაცია შეცვალა, საბოლოოდ კი 1-0, აი შედეგი".


ვან გაალმა დაადასტურა, რომ მატჩის შემდეგ მოურინიოს ეწვია, თუმცა მასთან გასაუბრება ვერ მოახერხა.

"მწვრთნელის ოთახში ვიყავი, მაგრამ იქ მხოლოდ მისი ასისტენტი იყო და მოურინიოსთან გასაუბრება ვერ მოვახერხე. ამ ანალიზის შემდეგ კი დალაპარაკების სურვილიც არ მქონია".

წყარო: espn
ინტერვიუები
8 კომენტარი
№1
ავტორი: ვახო ( G G M U)
26 აპრილი 2015 11:39
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4327
გეთანხმები ლუი, მაგრამ დაიკიდე რააა. მოურინიოა და როდის რა მოუვა თავში კაცმა არ იცის...
0
№2
ავტორი: AkkRed
26 აპრილი 2015 11:45
  • სიახლეები: 74
  • კომენტარები: 4669
მე ვეთანხმები ჟოზეს.
0
№3
ავტორი: abrama
26 აპრილი 2015 12:18
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 1000
ეე ჟოზე ჟოზე.
0
№4
ავტორი: Manchester_M
26 აპრილი 2015 12:55
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 4027
ლუი : გველი გამიზრდია უბეში facepalm

ამან პირველად უყურა მაურინიოს კლუბების თამაშს თუ რა კომენტარებით მოძრაობს :D
0
№5
ავტორი: Best 7
26 აპრილი 2015 13:58
  • სიახლეები: 154
  • კომენტარები: 2717
Mourinio sufta ***!
0
№6
ავტორი: RojoDiablo
26 აპრილი 2015 15:51
  • სიახლეები: 7065
  • კომენტარები: 8687
რაღა აზრი აქვს რა და როგორ. მიდი და დღეს მოიგე თამაში
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№7
ავტორი: GeorgeBest
26 აპრილი 2015 22:19
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
ჩელსიმ თავის საქმე გააკეთა, დაუმსახურებელი გამარჯვებად რას თვლიან არ ვიცი, ბურთის ფლობა და 14დან 2 კარში წასული ბურთი? მეორესაც მიგვიყოლებდნენ აზარს რო არ გაე*** შტანგისთვის

ყველაფერი ისე გააკეთეს როგორც უნდოდათ
0
№8
ავტორი: Jorbe-Jorbe
27 აპრილი 2015 09:09
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 1279
ამაn ჩელსის და მოურინიოს თამაში არ იცის რანაირია თუ თავს იდებილებს ?
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top