თბილისი:
მანჩესტერი:
18-04-2016, 14:30
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2243,
კომენტარები: 7
მარსიალი: "როგორ გავუმჯობესდი"
ენტონი მარსიალი ფიქრობს, რომ ჯერ კიდევ ბევრი რამის შეთავაზება შეუძლია.
მარსიალი:
ენტონი მარსიალს მიაჩნია, რომ "მანჩესტერ იუნაიტედში" გატარებული პირველი სეზონის განმავლობაში ჩატარებული მატჩების რაოდენობა მას ძალიან დაეხმარა ფეხბურთელად განვითარებაში, თუმცა ეს ჯერ კიდევ არ არის ყველაფერი, რასაც ის გუნდს შესთავაზებს.

20 წლის ფრანგმა ბოლო 10 მატჩში ყოველი წუთი გაატარა მოედანზე (ინტერვიუ ჩაწერილია "ასტონ ვილასთან" მატჩამდე), ჯამში კი მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე 43 მატჩში მიიღო მონაწილეობა, რომელთაგან 39 შეხვედრა სასტარტო შემადგენლობაში დაიწყო- მეტი, ვიდრე "მონაკოში" გატარებულ ორივე სეზონში ერთად.

ლუი ვან გაალი აცხადებს, რომ მარსიალის უფრო ხშირად დასვენებას ამჯობინებს, მაგრამ პრემიერ ლიგასთან მისი შეგუებისა და აქ ნაჩვენები თამაშის ფონზე ენტონი გუნდზე დიდ გავლენას ახდენს.

"ამას ნამდვილად არ ველოდი, მაგრამ ჩემი განვითარებსთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო",

მწვრთნელმა ჩემდამი დიდი რწმენა გამოავლინა და ის ფაქტი, რომ ამდენ მატჩში მათამაშა, ფეხბურთელად ჩამოყალიბებასა და განვითარებაში დამეხმარა.

პირადი შეხედულებიდან გამომდინარე, მართლაც კარგად წარიმართა ყველაფერი. იყო შემთხვევები, როცა უკეთესად მოქმედებაც შემეძლო. შემეძლო, უფრო მეტი გოლი გამეტანა და უფრო მეტი საგოლე გადაცემა გამეკეთებინა. ახლა ჩემზეა დამოკიდებული წინსვლა, ასე რომ, გუნდის დახმარება მაქსიმალურად შემიძლია",
- განაცხადა მარსიალმა "იუნაიტედის" ოფიციალურ ჟურნალთან საუბრისას.

ცენტრალური თავდამსხმელად თუ მარცხენა და მარჯვენა ვინგერად თამაშისას მარსიალი გუნდს სიმწვავეს, ბალანსსა და წინსწრაფვას მატებდა, ამ პროცესში კი 13 გოლი გაიტანა.

და მიუხედავად იმისა, რომ მარსიალისთვის ცნობილია პრემიერ ლიგაში არსებული მაღალი ტემპი და ამის გამო ფიზიკური მოთხოვნილებები, დარბაზში ვარჯიშს არცთუ ისე იწონებს.

"სიმართლე გითხრათ, დარბაზში სიმძიმეების აწევა არც ისე მსიამოვნებს- ამას ხშირად არ ვაკეთებ, მართლა. მხოლოდ მცირე რაოდენობით ვავარჯიშებს კუნთებს ტონუსში ყოფნისათვის, მაგრამ არა ხშირად.

ვშიშობ, რომ თუ ბევრ ვარჯიშს გავაკეთებ დარბაზში, ტანს ზედმეტად ავიყრი და სისწრაფეს დავკარგავ, ამიტომაც ლიმიტირებულად ვშრომობ და მუცლის კუნთების ვაძლიერებ".


წყარო: manutd.com
ინტერვიუები
7 კომენტარი
№1
ავტორი: Iunaitedi
18 აპრილი 2016 15:07
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1311
თუ მატასავიდ ცარელა ჰაერიხარ გინდ ივარჯიშე და რაცგინდა ქენი აზრიარააქვს.
0
№2
ავტორი: depay7
18 აპრილი 2016 16:07
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 36
ES DA MEMFISI MEIMEDEBA RASHFORDIC MAGRAM JANUZAYS RA SWIRS RA :D
0
№3
ავტორი: GeorgeBest
18 აპრილი 2016 17:14
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
როცა ესაა მოედანზე მარტო ამისგან ველი რაიმე ხიფათის შექმნას, თუ რამე იქმნება მარსიალისგან მოდის როგორც წესი
0
№4
ავტორი: depay7
18 აპრილი 2016 18:15
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 36
ARADA AMIS MOSVLAMDE DEPAY RA KAI IYO
0
№5
ავტორი: RojoDiablo
18 აპრილი 2016 18:40
  • სიახლეები: 7065
  • კომენტარები: 8687
ევროპაზე ჯანმრთელი წადი, მერე იქიდან ჯანმრთელი დაბრუნდი და ყველაფერი კარგად იქნება.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№6
ავტორი: ვახო ( G G M U)
18 აპრილი 2016 19:33
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4327
ციტატა: RojoDiablo
ევროპაზე ჯანმრთელი წადი, მერე იქიდან ჯანმრთელი დაბრუნდი და ყველაფერი კარგად იქნება.

აფსოლიტურად გეთანხმები დუმბო. მთავარია ტრავმებმა არ შეაწუხოს და დანარჩენი ყვლაფერი კარგად იქნება winked
0
№7
ავტორი: Memphis_Depay
19 აპრილი 2016 08:45
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 405
Depay-Rashford-Martial
odesgac es sheteva manchesteris dzrava iqneba ❤️❤️❤️❤️
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top