თბილისი:
მანჩესტერი:
28-02-2016, 12:00
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2658,
კომენტარები: 5
სმოლინგი: "თამაშის იმედი მაქვს"
კრის სმოლინგი მატჩის წინ.
სმოლინგი:
კრის სმოლინგს იმედი აქვს, რომ "მანჩესტერ იუნაიტედის" რიგებს "არსენალის" წინააღმდეგ მატჩში დაუბრუნდება.

ინგლისელმა მცველმა ევროპის ლიგის მატჩი გამოტოვა ტრავმის გამო, რომელიც ინგლისის თასზე "შრუსბერის" წინააღმდეგ მიიღო. ცენტრალურ მცველს იმედი აქვს, რომ გუნდის დახმარებას მომდევნო შეხვედრაშივე მოახერხებს.

"იმედი გამიცრუვდა, რომ ის მატჩი გამოვტოვე, მაგრამ იმედი მაქვს, ამ შეხვედრაში ვითამაშებ. სხვა ბიჭებისგან განსხვავებული არაფერი გამიკეთებია, მაგრამ გასული სეზონის მეორე ნახევრიდან მოყოლებული კარგ ფორმაში ვარ და ვცდილობ, ასევე ვიყო. იქნებ დიდხანს გაგრძელდეს",
- განაცხადა სმოლინგმა.

კვირის მატჩი მნიშვნელოვანია "იუნაიტედისთვის" იმ მხრივ, რომ გუნდს ჩემპიონთა ლიგაზე მოსახვედრად პრემიერ ლიგის ოთხეულში შესვლა სჭირდება. თუმცა სმოლინგისთვის ეს მატჩი ემოციურადაც მნიშვნელოვანია.

"ამ მატჩს ყოველთვის მოუთმენლად ველოდები. საიდუმლო არ არის, რომ ბავშვობიდან "არსენალს" ვგულშემატკივრობ, ამიტომ მატჩი გაცილებით მნიშვნელოვანია ჩემთვის და მით უმეტეს იმიტომ, რომ ქვეყნის ორი უდიდესი გუნდი თამაშობს. იმედი მაქვს, მოედანზე გავალ".


როცა სთხოვეს, დაესახელებინა "არსენალთან" მისი ყველაზე სამახსოვრო მატჩი, სმოლინგმა აღნიშნა: "ემირეიტსზე" გამართული შეხვედრა, რომელშიც უაზამ გაიტანა, კარგი გასვლითი გამარჯვება მოვიპოვეთ. სახლშიც ბევრი კარგი მატჩი ჩაგვიტარებია.

8-2 გამარჯვება დიდებული დღე იყო. როცა ველბზმა (უელბეკი) ინგლისის თასზე გასულ სეზონში მათი გამარჯვების გოლი გაიტანა, სიკვდილის ტოლფასი იყო, მაგრამ საერთო ჯამში ვფიქრობ, რომ მათ წინააღმდეგ კარგად ვთამაშობთ".


წყარო: manutd.com
ინტერვიუები
5 კომენტარი
№1
ავტორი: GeorgeBest
28 თებერვალი 2016 12:20
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
სმოლინგი ყველაზე მეტად გვჭირდება areyoukiddingme
0
№2
ავტორი: ვახო ( G G M U)
28 თებერვალი 2016 12:23
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4327
რაოოო???? რა არსენალს გულშემატკივრობ ბიჭო, კაცი გუნდის მომავალ კაპიტნად მიმაჩნიხარ და არსენალს ვგულშემატკივრობო derpwhy
ეე სმოლინგ შენ არ გეკადრებოდა ეგეთი რაღაცა რაა facepalm
0
№3
ავტორი: RojoDiablo
28 თებერვალი 2016 12:42
  • სიახლეები: 7065
  • კომენტარები: 8687
ციტატა: ვახო ( G G M U)
რაოოო???? რა არსენალს გულშემატკივრობ ბიჭო, კაცი გუნდის მომავალ კაპიტნად მიმაჩნიხარ და არსენალს ვგულშემატკივრობო derpwhy
ეე სმოლინგ შენ არ გეკადრებოდა ეგეთი რაღაცა რაა facepalm


ბავშვობაში ვგულშემატკივრობდიო, თორემ ახლა კი არა. რა ქნას, ხომ ვერ შეცვლის წარსულს
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№4
ავტორი: ვახო ( G G M U)
28 თებერვალი 2016 12:46
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4327
ციტატა: RojoDiablo
ციტატა: ვახო ( G G M U)
რაოოო???? რა არსენალს გულშემატკივრობ ბიჭო, კაცი გუნდის მომავალ კაპიტნად მიმაჩნიხარ და არსენალს ვგულშემატკივრობო derpwhy
ეე სმოლინგ შენ არ გეკადრებოდა ეგეთი რაღაცა რაა facepalm


ბავშვობაში ვგულშემატკივრობდიო, თორემ ახლა კი არა. რა ქნას, ხომ ვერ შეცვლის წარსულს

ბავშვობიდან "არსენალს" ვ გ უ ლ შ ე მ ა ტ კ ი ვ რ ო ბ -დუმბო ვგულშემატკივრობო და არა ვგულშემატკივრობდიო
0
№5
ავტორი: ნიკუშა
28 თებერვალი 2016 13:21
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 88
სმოლინგი ძაან გვჭირდება დგეის თამასში
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top