თბილისი:
მანჩესტერი:
8-02-2015, 23:44
ავტორი: chudikone,
ნანახია: 2856,
კომენტარები: 18
5 მიზეზი იმისა, თუ რატომ უნდა გვძულდეს ვან გაალი
5 მარტივი მიზეზი.
5 მიზეზი იმისა, თუ რატომ უნდა გვძულდეს ვან გაალი
გასულ წელს დასრულდა ის საზარელი სეზონი, რომელშიც დევიდ მოიესის "გენიალური" გადაწყვეტილებები სიცილად არ ჰყოფნიდა საფეხბურთო სამყაროს. 2014 წლის მუნდიალის დასრულების შემდეგ გაირკვა, რომ "მანჩესტერ იუნაიტედის" მვწვრთნელი ლუი ვან გაალი გახდებოდა.

მოლოდინები ბევრი გახდლათ. ჰოლადნიელ მწვრთვნელს უამრავ კლუბში უმუშავია და წარმატებას მიაღწია კიდეც. მას ავანტიურისტული გადაწყვეტილებები სჩვევია და ხშირ შემთხვევაში ამართლებდა კიდეც (გავიხსენოთ განვლილ მუნდიალზე პენალტების წინ მეკარის შეცვლა). მაგრამ რამდენად გაამართლა მან "იუნაიტედში" ამაზე კომენტარის გაკეთება თქვენთვის მომინდვია.

შეგახსენებთ რომ ლუი ვან გაალმა ახალი წყობა 3-5-2 დანერგა გუნდში, რომელმაც მხოლოდ წინასასეზონო ტურნეზე გაამართლა. ლუიმ ასევე განაცხადა რომ გუნდის ფეხზე დასაყენებლად სამი თვე დასჭირდებოდა. ქვემოთ მინდა შემოგთავაზოთ მიზეზები, თუ რატომ უნდა ვიყოთ უარყოფითად გამსწვალულნი ვან გაალის მიმართ და უნდა ველოდოთ თუ არა მისგან უკეთესს.

1. სიჯიუტე

როგორც უკვე მივეჩვიეთ, ვან გაალი გადაწყვეტილებებს ადვილად არ ცვლის და ხალხის აზრი სულაც არ აინტერესებს. ბევრჯერ იქნა კრიტიკის ქარ-ცეცხლში მისი სათამაშო სტილი და 3-5-2 ტაქტიკა გატარებული, მაგრამ ბატონი ლუი ჯიუტად არ იცვლიდა აზრს. მას აგრეთვე შეგვიძლია მიკერძოებაში დავდოთ ბრალი, რომელიც თანამემამულეების ზედმეტ ნდობაში გამოიხატება. თუ რომელიმე ფეხბურთელი, დეილი ბლინდი ან რობინ ვან პერსი ფიზიკურად მწყობრშია, ის თვალდახუჭული ენდობა მათ, მიუხედავად მათი თამაშის დონისა. ამ შემთხვევაში აქცენტი რობინ ვან პერსიზე უნდა გაკეთდეს, რადგან ბლინდი ასე თუ ისე, კარგად ართმევს თავს დაკისრებულ მოვალეობას. მოგეხსენებათ რობინი კლუბის ბომბარდირია 9 გატანილი გოლით, მაგრამ მომენტების რეალიზების მხრივ იგი აშკარად მოიკოჭლებს. მეტიც, მას სულაც არ ეტყობა მოტივაცია და მხოლოდ საჯარიმოში თუ მიიღებს ბურთს, რომელსაც დიდი ალბათობით არც გადააწვდის თანაგუნდელს და პირდაპირ კარში დარტყმას გადაწყვეტს. სიჯიუტე შესაძლოა ბევრისთვის დადებით თვისებად იქნეს მიჩნეული, მაგრამ ამ შემთხევაში ჯობს კონსულტაცია გაიარო თანამოაზრეებთან.

2. ავანტიურა

მუნდიალზე მეკარის შეცვლაზე უკვე ვთქვით, რომელმა საქციელმაც ვან გაალს კიდევ ერთი მსოფლიო აღიარება მოუტანა. მიუხედავად იმისა, რომ მის სათამაშო ტაქტიკას ბევრი კრიტიკოსი ჰყავს, ვან გაალი ხშირად იყენებს 3-5-2 სქემას და თუ არ იყენებს, მაშინ ისევ ავანტიურას რთავს საქმეში. ალბათ ვან გაალის გარდა ყველასთვის გასაკვირია რა ესაქმება გუნდის პოტენციურ ბომბარდის ჩამშლელის პოზიციაზე, მოედნის ცენტრში. დიახ, უეინ რუნი ბოლო მატჩებია მოედნის ცენტრს ამაგრებს და იშვიათად თუ ეძლევა კარში დარტყმის შანსი. რუნის ნახევარმცველობა შედარებით ადვილი "მოსანელებელია", მაგრამ ალბათ არავის აქვს წარმოდგება თუ რატომ აწოდებს კუთხურებს ფილ ჯონსი, ან რა ესაქმება ანხელ დი მარიას თავდასხმაში. ამ ყველაფერზე პასუხი მხოლოდ ვან გაალს აქვს. ჩვენ, რიგითმა გულშემატკივრებმა კი თავისუფლად შეგვიძლია ვუწოდოთ ამ ყველაფერს ერთი სიტყვა - ავანტიურა.

3. გულგრილობა

ალბათ ყველას შეგიმჩნევიათ ვან გაალის დამშვიდებული სახე, მაშინ როდესაც მისი გუნდი უსახურ ფეხბურთს თამაშობს, ან სულაც მარცხდება. რას აკეთებ ამ დროს ვან გაალი? ის უბრალოდ მისთვის განკუთვნილ ადგილზე ზის და მშვიდად ადევნებს თვალს მიმდინარე მატჩს. ეს ყოველივე ალბათ ძალიან აღიზიანებს "იუნაიტედის" ქომაგს, რადგან 26 წლის განმავლობაში მოედნის კიდესთან მდგარ სათვალიან მოხუცს ხედავდა, რომელიც დაჟინებით მიუთითებდა მის მაჯაზე არსებულ საათზე, რათა მოწინააღმდეგეზე ფსიქოლოგიური ზეწოლა მოეხიდნა. მარტივად რომ ვთქვათ სერ ალექს ფერგიუსონი სიტუაციის შესაბამისად იქცეოდა. მეტიც, ის მაშინაც კი სთხოვდა თავის შეგირდებს შეტევას, როდესაც მისი გუნდი დამაჯერებლად იგებდა. და რას აკეთებს ვან გაალი, როდესაც "ეშმაკუნები" მარცხდებიან? -



4. ანდერ ერერა

გასული ზაფხულის ხმაურიანი სატრანსფერო ფანჯარა ანდერ ერერას ტრანსფერით დაიწყო. იგი "ატლეტიკ ბილბაოდან" იქნა შეძენილი და წინასასეზონო ტურნეზე მან კარგი შთაბეჭდილებაც დატოვა. შეგახსენებთ, რომ "იუნაიტედს" ცენტრალური ნახევამცველი (CMF) მაიკლ კერიკის შემდეგ შეძენილი არ ჰყავდა. სწორედ ეს ადგილი იყო/არის "იუნაიტედისთვის" პრობლემატური, რადგან გუნდს აშკარად აკლია შეტევების გადანაწილება მოედნის ყველა მიმართულებით. ანდერ ერერა სწორედ ის ფეხბურთელია, რომელმაც ეს საქმე თავის თავზე უნდა აიღოს, მაგრამ ვერ ახერხებს. რატომ? მარტივი მიზეზის გამო, ის მუდმივად სათადარიგოთა სკამზე იმყოფება. ერერას შესაძლებლობები ალბათ "იუნაიტედის" გულშემატკივარმა უკვე კარგად გაიცნო და ყველა თანხმდება, რომ იგი ძირითად შემადგენლობას იმსახურებს, მაგრამ ვან გაალს განსხვავებული ფილოსოფია გააჩნია. რატომ უნდა განაწესოს მოედნის ცენტრში ანდერი, როდესაც გუნდის კაპიტანი და "ზოდიაქოთი ფორვარდი" უეინ რუნი არსებობს. ჰოლანდიელი კი ჯიუტად აცხადებს, რომ ერერას გაუმჯობესება სჭირდება. გაუმჯობესებისთვის კი სათამაშო დროა საჭირო, ბატონო ლუი.

5. ფეხბურთელების რეგრესი.

როგორც მოგესხენებათ, "იუნაიტედს" მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ძვირადღირებული შემადგენლობა ჰყავს.

რატომაც არა, მის რიგებში "არსენალის", "ჩელსის", "რეალ მადრიდის", "მონაკოს" და "საუთჰემპტონის" საუკეთესო ფეხბურთელები თამაშობენ. დიახ, "იუნაიტედს" მართლაც ვარსკლავური შემადგენლობა ჰყავს, მაგრამ რამდენად აისახება ეს გუნდის თამაშზე, ყველასათვის ნათელია. თამაშის დონის შეფასება შორს წაგვიყვანს, უბრალოდ იმაზე გავამახვილოთ ყურადღება, რომ ფეხბურთელები კი არ უმჯობესდებიან, პირიქით, რეგრესს განიცდიან. ალბათ ყველას ხედავს სხვადასხვა გუნდებში თუ როგორ "იზრდებიან" ფეხბურთელები, (ალაბა, პოგბა, აზარი, ნეიმარი, კეინი და ა.შ) მაგრამ ბოლო 2 წლის განმალობაში "იუნაიტედში" პროგრესი არ შეინიშნება. ერთადერთი ფეხბურთელი, რომელიც აშკარად პროგრესირებს და "იუნაიტედის" ქომაგთა ქება-დიდებას იმსახურებს ეს დავიდ დე ხეაა, რომელიც მატჩიდან მატჩამდე ამტკცებს, რომ ინგლისშიც და ევროპაშიც ერთ-ერთი საუკეთესო მეკარეა.

ეს იმ ნეგატიური ასპექტების ჩამონათვალია, რომელიც ვან გაალმა გუნდში მოსვლასთან ერთად თან მოიყოლა და დიდი ხნის მანძილზე ისევ ამ "ბერკეტებით სარგებლობას" აპირებს. არავინ იცის რა იქნება მომავალში, როგორ ათამაშდება გუნდი, ვის დაიმატებს "იუნაიტედი" ან სულაც ვინც გაწვრთვნის "ეშმაკებს", მაგრამ მთავარი მაინც ჩვენი გუნდისადმი რწმენის და მოთმინების შენარჩუნებაა, რომლითაც "იუნაიტედის" გულშემატკივარი ყოველთვის გამოირჩეოდა. ვინც არ უნდა იყოს "იუნაიტედის" ბოსი, ქომაგები თავიანთ აზრს ყოველთვის გამოხატავენ და ეს აზრი ხშირად შესაძლოა უარყოფითად იყოს გადმოცემული. აზრის გამოხატვის თავისუფლება კი ყოველივე ჩვენგანს გააჩნია.

სტატიის ავტორი: დაჩი ქიზიყურაშვილი
სტატიები
18 კომენტარი
№1
ავტორი: GeorgeBest
9 თებერვალი 2015 00:02
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
24 ტური გავიდა როცა გუნდი ამხელა თანხას ხარჯავს სატრანსფერო ფანჯარაზე და ესეთი ხალხი მოგყავს რაღაცას მაინც უნდა დაამსგავსო. არადროს დავეთანხმები იმ ხალხს ვინც ფიქრობს რომ მოიესს დრო სჭირდებოდა ან უკეთეს შედეგს დადებდა ამ გუნდით.

უბრალოდ რუნი ათიანზე მაინც დადგეს და დი მარია ფლანგზე გუნდის თამაში ბევრად სხვანაირი იქნება და ბოლო ბოლო რუნის საცოდაობას მაინც არ ვუყურებთ. ერერაზე აღარ მაქვს საუბარი, ტიპი რუნის და მატას ადარებს და ისე აყენებს ხოლმე თურმე ძირითადში

ბევრს ატრაკებს მაგრამ თავს მარტო იმით ვიმშვიდებ რომ ოთხეულში ვართ. გასაგებია ეს იმით არის გამოწვეული რომ კონკურენცია არაა იმხელა რამხელაც შარშან მარა მაინც. მთავარია ეს წელი ოთხეულში შესვლით დასრულდეს და ზაფხულში შეიცვლება რაღაცეები

დღეს სმოლინგი რო გააძრო მოიესი გამახსენდა
0
№2
ავტორი: LizarD
9 თებერვალი 2015 00:10
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 1217
მე არასდროს მომწონდა ვან გაალი და დიდად არაფერი შეცვლილა, თუ ოდნავ არ გაუარესდა. მიუხედავად ამისა ზიზღი ზედმეტია. არანაირად არ მეზიზღება ლუი. უბრალოდ არ არის საჭირო ადგილას. : ))))
0
№3
ავტორი: dachi_mu
9 თებერვალი 2015 00:30
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1474
კაროჩე ეგრეა რა ვეთანხმები ამ სტატიის ავტორს.. ესეთი გუნდით ფალკაოს კი არ უნდა ვაგინედეთ რო ერთი მაგარი ბურთი გამაზა უნდა ვჭამდეთ ვესტჰემს..მაგრამ არა...... wassat
0
№4
ავტორი: Jubo
9 თებერვალი 2015 00:34
  • სიახლეები: 506
  • კომენტარები: 1947
დაჩიმ ითმინა ითმინა და ამოასხა :დ
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
Giggsy 13
Gerrard 0
№5
ავტორი: Malboro463
9 თებერვალი 2015 00:39
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 5854
სუსტი მწვრთვნელი გამოდგა
0
№6
ავტორი: Goginashvili777
9 თებერვალი 2015 00:59
  • სიახლეები: 425
  • კომენტარები: 1577
არ უნდა გძულდეს ჩვენი ბოსი hi2 მისდამი სექსუალური ლტოლვა უნდა გამოძრავებდეს, რათა ღრმად, არა კიდევ უფრო ღრმად შესთხარო ის დამპალი პასტა, რომლითაც ერთობა
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ რასაცა გასცემ შენია! , რაც არა ხო ისედაც შენია smoke
№7
ავტორი: Best 7
9 თებერვალი 2015 01:01
  • სიახლეები: 154
  • კომენტარები: 2717
მართლა რააკაცის სმენა არ უნდა ვან გალს ხისთავიანივით
0
№8
ავტორი: AkkRed
9 თებერვალი 2015 01:03
  • სიახლეები: 74
  • კომენტარები: 4669
ისე რა არის ეს ცხოვრება, კლოპს რომ უშვებს დორტმუნდი, ჰა ლუი ხო არ წახვიდოდი ბუნდესლიგაში?
0
№9
ავტორი: nika1997
9 თებერვალი 2015 01:52
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 572
გადაიყვანოს რუნი რა თავდამსხმელად და დიმკა ფლანგზე და ერერას მეტი დრო მიცეს მჯერა მაგ ბიჭის და სასწრაფოთ იყიდოს ზაფხულში ვინემ გამოცდილი მცველი
0
№10
ავტორი: Berba 9
9 თებერვალი 2015 11:30
  • სიახლეები: 278
  • კომენტარები: 1500
რეებს ლაპარაკობთ, რა სუსტი მწვრთვნელი, ლუი ვან გაალი არ არის სერ ალქეს ფერგიუსონი, მაგრამ იცის თავისი საქმე! როდესაც ფალკაო 1-1ზე 3 შანს გამაზავს, ვან პერსი თავის სტილში 2 გოლს ვერ გაიტანს, რაღაზეა ლაპარაკი და ამ სეზონში ლუი ვან გაალს მოეთხოვება შედეგის დადება!

სეზონის დასაწყისში, როდესაც ფეხბურთელეები ნაყიდი იყო, თქვენ არ იყავით, რომ ამბობდით, ოღონდ 4-ეულში შევიდეთო ? ნუ იქნებით უმადურები, კაცმა დაგვაბრუნა იქ სადაც ჩვენი ადგილია და ეს მოსაწყენი, არასაინტერესო, არასანახაობრივი ფეხბურთით გააკეთა თუ არა, მნშივნელობა არ აქვს! იმიტომ რომ პირველ წელს ჩვენ შედეგი გვინდა, შედეგი კი 4-ეულია.

ამას ვერ ხვდება ვერავინ, მეც არ ვეთანხმები ბევრ რაღაცაში, მაგრამ რას ვიზავთ, ესეც თავიდანვე ვიცოდით, რომ მკაცრი და ჯიუტი მწვრთვნელი იყო, თუმცა ყველას გვიხაროდა.

მთელი ჩემი კომენტარი მოკლე შინაარსი ის არის, რომ ნუ ვიქნებით უმადურები!
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
The City Is Yours?
The City Is Yours?
20,000 empty seats!
Are You Fucking Sure?
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top