თბილისი:
მანჩესტერი:
8-02-2015, 23:45
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2327,
კომენტარები: 13
ვან გაალი მატჩის შემდგომ
ვან გაალის მატჩის შემდგომი კომენტარი.
ვან გაალი მატჩის შემდგომ
ლუი ვან გაალმა "მანჩესტერ იუნაიტედის" ფეხბურთელების მონდომება და სული შეაქო.

ჩეიხუ კუიატეს მიერ 49-ე წუთზე გატანილ გოლს დეილი ბლინდმა მატჩის მიწურულს უპასუხა და "ვესტ ჰემსა" და "მანჩესტერ იუნაიტედს" შორის შეხვედრა 1-1 დასრულდა.

"ვფიქრობ, პირველ ტაიმში ძალიან ცუდად ვითამაშეთ და მეორე ტაიმში სულისკვეთება ვაჩვენეთ, განსაკუთრებით გოლის შემდეგ. გოლის გაშვება დავიმსახურეთ. ამის შემდეგ, უკეთესი ფეხბურთი ვაჩვენეთ, მაგრამ ამას პირველივე წუთებიდან უნდა აკეთებდე. უნდა ვთქვა, რომ 1-0-ს შემდეგ ჩემმა ფეხბურთელებმა სულისკვეთება გამოავლინეს. ამის გამო მადლობა უნდა გადავუხადო."

როცა ვან გაალს ჰკითხეს, თუ რა იყო "იუნაიტედის" თამაშში პირველ ტაიმში განსაკუთრებით ცუდი, მან უპასუხა: "განსაკუთრებით ის, რომ როცა ბურთს ვფლობდით, ძირს ცუდად ვათამაშებდით და როცა ვკარგავდით, პირველი ან მეორე ბურთი უკეთ უნდა მოიგო, ვიდრე ამას ჩვენ ვაკეთებდით პირველი ტაიმის განმავლობაში.

გამომდინარე იქიდან, რომ ისინი გრძელ პასებს თამაშობენ, ვიცოდით, რომ ეს უპირატესობა იქნებოდა, მაგრამ მეორე ბურთი ყოველთვის "ვესტ ჰემის" იყო და ამის გამო დიდი ზეწოლის ქვეშ ვიმყოფებოდით. სწორედ ამიტომ, როცა ბურთს ვფლობით, მიწაზე თამაშის დროს ფეხბურთელებმა თავდაჯერებულობა დაკარგეს.


მარუან ფელაინი თამაშში 72-ე წუთიდან ჩაერთო და გუნდს მომენტების შექმნაში მეორე სართულზე ორთაბრძოლებითა და თავისი ფიზიკური მდგომარეობით დაეხმარა.

"ვფიქრობ, როცა ფელაინი გყავს, სათამაშო სტილი უნდა შეცვალო და ჩვენც ასე მოვიქეცით. ფელაინისთან ერთად უფრო მეტი შანსი შევქმენით. ჩვეულებრივ, მატჩების მოგება ცუდი პირველი ტაიმის შემდეგაც შეიძლება, მაგრამ არაუშავს, კმაყოფილი ვარ, თუმცა ფრე გვაქვს." - განაცხადა ვან გაალმა.

წყარო: manutd.com
ინტერვიუები
13 კომენტარი
№1
ავტორი: chudikone
8 თებერვალი 2015 23:49
  • სიახლეები: 385
  • კომენტარები: 3206
რა და როგორ იყო ჩვენც კარგად დავინახეთ, შენ გამოასავალი თქვი რატო გვაყურებინე სვარკას შენი კროსვორდი დედა $$$$$
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
I saw my mate The other day, He said to me I’ve seen the white Pele
So I asked who is he, He goes by the name of Wayne Rooney.
Wayne Rooney
Wayne Rooney
He goes by the name of
Wayne Rooney!
№2
ავტორი: RojoDiablo
8 თებერვალი 2015 23:50
  • სიახლეები: 7065
  • კომენტარები: 8687
ვფიქრობ, როცა ფელაინი გყავს, სათამაშო სტილი უნდა შეცვალო და ჩვენც ასე მოვიქეცით. ფელაინისთან ერთად უფრო მეტი შანსი შევქმენით.


უკომენტაროდ
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№3
ავტორი: Mufc7
8 თებერვალი 2015 23:52
  • სიახლეები: 31
  • კომენტარები: 3018
აუცილებელია გოლი გაგვიტანონ და ეს სულისკვეთება მაშინ გამოჩნდეს? areyoukiddingme
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Money can't make history, history makes only legend, legend is only love. Love is MANCHESTER UNITED!
№4
ავტორი: GeorgeBest
8 თებერვალი 2015 23:56
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
გოლის გაშვება დავიმსახურეთ. ამის შემდეგ, უკეთესი ფეხბურთი ვაჩვენეთ, მაგრამ ამას პირველივე წუთებიდან უნდა აკეთებდე


კაი ძმურად მართლა?

ვინმემ აუხსენით ამას რო რუნი ფორვარდია და საერთოდ ნუ დაავიწყეს ამ კაცს ეგ პოზიცია ბუბლიკ. ან რითია კმაყოფილი ვეტ ჰემთან ბოლო წუთზე რო გადავარჩინეთ ქულა?
0
№5
ავტორი: dachi_mu
8 თებერვალი 2015 23:58
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1474
რიით ვეღარ გაიგე როო ეს პრემიერლიგაა და ეს ფაქიზო ფეხბურთელებით და ბურთის გორაობით ვერაფერს მოიგებ? მახსოვს ბაბუს დროს ევერტონმა რო მოგვიგო ბოლო სეზონში რა ბუჩქი ვერ გააჩერეს მარტო მოუგო ბაბუს მანჩესტერს..ეს კიდე სკამზე კლავს გუნდთან რომელსაც ყველაზე ძლიერი გუნდი ყავს ფიზიკურად რა..ერთხელ შეცვალა მოაგებინა ,მეორედ შეცვალა მოაგებინა..მეასამედ... რაღამდენი ქნას რო ენდო? angry
0
№6
ავტორი: bziki
9 თებერვალი 2015 00:30
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1955
ყოჩაღ ვესტ ჰემს 92 წუთი პრესინგი ითამაშეს. ძალიან სუსტი შემადგენლობაა ფიზიკურად, სისწრაფეზე გააკეთა აქცენტი და ვერ შეასრულეს დავალება ბიჭებმა. მეორე სართულზე მაგრა გვჩაგრავენ
0
№7
ავტორი: Malboro463
9 თებერვალი 2015 00:38
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 5854
"ვფიქრობ, პირველ ტაიმში ძალიან ცუდად ვითამაშეთ და მეორე ტაიმში სულისკვეთება ვაჩვენეთ, განსაკუთრებით გოლის შემდეგ.

სულისკვეთება არა იხვი გოლი გაიტანეს და შეტევაზე აღარ რისკავდნენ თორე რას შეუტევდი ვნახავდი. მაგარი #რი მწვრტვნელი დარჩი
0
№8
ავტორი: Best 7
9 თებერვალი 2015 01:04
  • სიახლეები: 154
  • კომენტარები: 2717
რუნი ფორვარდიააარითვერგაიგე და დიმკა ფლანგზე უნდა ათამაშO ავან გაალ
0
№9
ავტორი: Goginashvili777
9 თებერვალი 2015 04:08
  • სიახლეები: 425
  • კომენტარები: 1577
მოგი***ნ პატრონი spiteful2
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ რასაცა გასცემ შენია! , რაც არა ხო ისედაც შენია smoke
№10
ავტორი: temo-scholes
9 თებერვალი 2015 09:33
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1663
shenc kide ragaceebs mied moedebi raa.... Nu gvadzlev salaparakos daayene normaluri sastavi da yvela tavis poziciaze....!
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top