თბილისი:
მანჩესტერი:
24-02-2015, 19:23
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 1843,
კომენტარები: 10
"სანდერლენდი" 1 - 1 "მანჩესტერ იუნაიტედი (U21)
რეზერვებმა ფრე ითამაშეს.
ინგლისის ახალგაზრდული პრემიერ ლიგის პირველობაზე "მანჩესტერ იუნაიტედი" "სანდერლენდს" სტუმრობდა.

შეხვედრა ფრედ 1:1 დასრულდა.

გასულ მატჩთან შედარებით გუნდში სამი ცვლილება განხორციელდა: ჯოშ ჰაროპმა ტრავმირებული ნიკ პაუელის ადგილი დაიკავა, მეკარე ჯოელ კასრტო პერეირამ ანდერს ლინდეგაარდი ჩაანაცვა, ხოლო გუნდის ახალწვეულმა, სადიქ ელ ფიტურიმ გუნდში სადებიუტო მატჩი ჩაატარა და რაფაელი შეცვალა.

მატჩი რთული ამინდის პირობებში ჩატარდა, რომლისთვისაც, როგორც ჩანს, მასპინძლები უფრო უკეთ იყვნენ მზად. "მანჩესტერ იუნაიტედმა" მხოლოდ მე-20 წუთზე მოახერხა თამაშის დალაგება. ლიდერის როლი ანდრეას პერეირამ მოირგო. მოედნის ცენტრში ბურთი წაართვა, მასთან ერთად მოწინააღმდეგის საჯარიმოსკენ გაიჭრა და ჯეიმს უილსონს მისცა პასი. ჯეიმსის დარტყმა დაბლოკეს, მაგრამ შემდეგ უეირმა ძელს გაარტყა ბურთი, რომელიც მასთან მივიდა, მეკარემ მოიგერია და ისევ პერეირას დაუბრუნდა, რომელმაც ძლიერი დარტყმით კარის კუთხეში გაიტანა გოლი.

უსისტემო ფეხბურთის ფონზე გასული რამდენიმე წუთის შემდეგ, რომელიც დატვირთული იყო წესების მრავალრიცხოვანი დარღვევებით, "სანდერლენდმა" 32-ე წუთზე ანგარიში გაათანაბრა. "იუნაიტედმა" მოწინააღმდეგისთვის ბურთის წართმევა ვერ მოახერხა, რითაც მიკაელ მანდრონამ ისარგებლა და საჯარიმოს კუთხიდან გაიტანა გოლი.

38-ე წუთზე მოედანი ჯეიმს უილსონმა კოჭლობით დატოვა, მის ნაცვლად ეშლი ფლეთჩერი შევიდა. პირველი ტაიმის მიწურულს "სანდერლნედი" უპირატესობას ფლობდა, მაგრამ მისი რეალიზება ვერ მოახერხა და პირველი ტაიმი 1:1 დასრულდა.

მეორე ტაიმში ანგარიში არ შეცვლილა. აღვნიშნოთ, რომ 53-ე წუთზე ტაილერ ბლეკეტმა წითელი ბარათი მიიღო. შეცვლაზე შესულმა ფლეთჩერმაც მიიღო ტრავმა და 85-ე წუთზე კელეტმა ჩაანაცვლა.

პერეირას ინდივიდუალური მოქმედებები:



სადიქ ელ ფიტურის პირველი მატჩი:



საბოლოო ანგარიში: "სანდერლენდი" U21 - "მანჩესტერ იუნაიტედი" U21 1:1 (1:1)

"მანჩესტერ იუნაიტედის" U21 შემადგენლობა: ჯ. პერეირა; ლავი; ტორპი' ბლეკეტი; ჯეიმსი; ელ ფიტური; გრიმშოუ; ა. პერეირა; ჰაროპი (ჰოსი, 45'); უეირი; უილსონი (ფლეთჩერი 39') (კელეტი 85').

გამოუყენებელი ცვლილებები: ო, ჰარა, უილოკი.

სატურნირო ცხრილი:

"სანდერლენდი" 1 - 1 "მანჩესტერ იუნაიტედი (U21)
სტატიები
10 კომენტარი
№1
ავტორი: Goginashvili777
24 თებერვალი 2015 21:47
  • სიახლეები: 425
  • კომენტარები: 1577
უილსონი დაიმტვრა ? crying
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ რასაცა გასცემ შენია! , რაც არა ხო ისედაც შენია smoke
№2
ავტორი: Wardell
24 თებერვალი 2015 21:49
  • სიახლეები: 427
  • კომენტარები: 1582
პერეირა გაგვექცევა და ვიტიროთ მერე ლუი თუ რამე ახალს მოგვაფიქრებინებ :)))) შეხედე როჯერსს მაინც შე კაი ადამიანო, მოსვა სკამზე ბალოტელები და სტარიჯები და ლალანები და ათამაშებს 18 წლის იბეს და ძაან მაგრადაც ყომარობს.
0
№3
ავტორი: Mufc7
24 თებერვალი 2015 21:59
  • სიახლეები: 31
  • კომენტარები: 3018
28-ში შური ვიძიოთ spiteful2
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Money can't make history, history makes only legend, legend is only love. Love is MANCHESTER UNITED!
№4
ავტორი: GeorgeBest
24 თებერვალი 2015 22:04
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
პერეირა თამაშს არ მაზავს
0
№5
ავტორი: RojoDiablo
24 თებერვალი 2015 22:51
  • სიახლეები: 7065
  • კომენტარები: 8687
Wardell,
მეც მომწონს აიბი და მაგის უნარი, მაგრამ ფიზიკურად დიდი სხვაობაა პერეირას და მაგას შორის.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№6
ავტორი: Wardell
24 თებერვალი 2015 23:26
  • სიახლეები: 427
  • კომენტარები: 1582
RojoDiablo,
არც ისე, ამ ბოლო დროს გაძლიერდა თორემ შარშანაც ვუყურებდი ჩემი ძმაკაცის გადამკიდე მაგის მომენტებს და არ იყო ეგეთი. თან პერეირა უფრო სხვა ტიპის მოთამაშეა, ძალიან კარგი პასი და დარტყმა აქვს, ჩაწოდებებზე არაფერს ვამბობ თავზე ასვავს ყველას.
0
№7
ავტორი: RojoDiablo
24 თებერვალი 2015 23:49
  • სიახლეები: 7065
  • კომენტარები: 8687
Wardell,
ჩაწოდებებზე არაფერს ვამბობ თავზე ასვავს ყველას.


ამას იანგიც აკეთებს sad
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№8
ავტორი: Wardell
25 თებერვალი 2015 00:41
  • სიახლეები: 427
  • კომენტარები: 1582
RojoDiablo,
ეუუუფ რა ცუდი რამე თქვი ეხლა შენ თუ ხვდები sad
0
№9
ავტორი: RojoDiablo
25 თებერვალი 2015 01:17
  • სიახლეები: 7065
  • კომენტარები: 8687
Wardell,
3d_9
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№10
ავტორი: AkkRed
25 თებერვალი 2015 12:13
  • სიახლეები: 74
  • კომენტარები: 4669
ეშლი ფლეთჩერი :( ეგ ეგრევე გასაშვებია lol

უკვე მერამდენე თამაშია აწიოკებს რეზერვების გუნდებს პერეირა და დროა მიეცეს შანსი პირველ გუნდში სათამაშოდ ვან პერსი და უილსონი ხო არარიან და მაგათ მაგივრად ეს მაინც დასვას სკამზე და შეცვლაზე მაინც შემოყვანოს მეორე ტაიმში.
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top