თბილისი:
მანჩესტერი:
16-03-2015, 19:54
ავტორი: Jubo,
ნანახია: 2212,
კომენტარები: 6
"იუნაიტედს" მეკარე დატოვებს
ახალგაზრდა მეკარემ გადაწყვეტილება მიიღო
"იუნაიტედის" ნომერ მეოთხე მეკარე, ბენ ამოსი მზადაა ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე კლუბი დატოვოს. გუნდში 6 წლიანი კარიერის შემდეგ ინგლისელი მეკარე კონტრაქტს სავარაუდოდ "ბოლტონთან" გააფორმებს, სადაც ამჟამად იჯარით იმყოფება. გადაწყვეტილების მიღება ამოსს ზამთარში ვალდესის ტრანსფერმა დააჩქარებინა. ის Manchester Evening News-სთან გუნდის დატოვების მიზეზებზე და სამომავლო გეგმებზე საუბრობს.

"იმის გამო, რომ "იუნაიტედის" ფანი ვარ, ყოველთვის მჯეროდა, რომ ოდესმე "მანჩესტერ იუნაიტედში" ვითამაშებდი და ამ კლუბის ნაწილი გავხდებოდი. შეიძლება ითქვას, რომ ვიქტორ ვალდესის ტრანსფერი ჩემი "მანჩესტერული" კარიერის დასასრულო გამოდგა. სეზონამდე მითხრეს, რომ ნომერ მეორე მეკარე ვიქნებოდი და თასის თამაშებში მივიღებდი მონაწილეობას, მაგრამ ვიქტორის ყიდვამ ნომერ მეოთხე მეკარე გამხადა და ასეთ დროს საჭირო გადაწყვეტილებების მიღებაა საჭირო.

გულწრფელად გითხრათ, კლუბში ამდენ ხანს იმიტომ გავჩერდი, რომ "იუნაიტედის" დიდი გულშემატკივარი ვარ. ამან მაიძულა ზედმეტად დიდი დროით შეყოვნება. არაფერს არ ვნანობ, ამ კლუბში ყოველ დღე ახალს ვსწავლობდი, რაც მომავალში გამომადგება. საიდუმლო არაა, რომ მინდა "იუნაიტედი" დავტოვო და ფეხბურთი ვითამაშო. ხალხმა შეიძლება თქვას, რომ დიდი ხანი ვიცდიდი და მართლებიც იქნებიან. მოუთმენლად ველი ჩემი კარიერის ახალი ეტაპის დაწყებას.

"იუნაიტედში" ბევრი ვისწავლე, მე ხომ ვან დერ სართან ერთად ვმუშაობდი. დე ხეა მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესოა. რთული წლები მქონდა, ყოველდღე მიწევდა საკუთარი თავის დარწმუნება, რომ ერთხელაც პრემიერ ლიგის მოთამაშე გავხდებოდი. კონტრაქტი ზაფხულში მეწურება და შემეძლება არჩევანი თავად გავაკეთო."
- დაასრულა ამოსმა.

ინგლისელი მეკარე "მანჩესტერ იუნაიტედის" აკადემიის აღზრდილია. ფეხბურთელის დებიუტი 2008 წელს, "მიდლსბროსთან" შედგა. ამის შემდეგ მან "წითლებში" მხოლოდ 2 მატჩი ჩაატარა და იჯარის წესით 6 კლუბი გამოიცვალა.

წყარო: Manchester Evening News
ახალი ამბები, ინტერვიუები
6 კომენტარი
№1
ავტორი: Jubo
16 მარტი 2015 19:55
  • სიახლეები: 506
  • კომენტარები: 1947
წარმატებები winked
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
Giggsy 13
Gerrard 0
№2
ავტორი: abrama
16 მარტი 2015 20:17
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 1000
Warmatebebi amoss. Yvelapershi martali xar
0
№3
ავტორი: გაბადაძე
16 მარტი 2015 20:40
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 743
Warmatebebi dzmao
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ g.gabadadze
№4
ავტორი: GeorgeBest
16 მარტი 2015 21:25
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
უნდა წავიდეს აბა აქ რა დარჩენია. მეკრეებს იმატებენ და იმატებენ wink ახალგაზრდებს თან და ამისთვისვე აჯობებს თუ წავა თავის დროზე სადაც სათამასო დრო ექნება
0
№5
ავტორი: AkkRed
16 მარტი 2015 23:25
  • სიახლეები: 74
  • კომენტარები: 4669
არა და მართლა არ მომწონს ამის თამაში
0
№6
ავტორი: Goginashvili777
16 მარტი 2015 23:28
  • სიახლეები: 425
  • კომენტარები: 1577
წარმატებები ბენ love ცუდია, რომ დე ხეას ხანაში ხარ დაბადებული და თანაც იუნაიტედის წევრიხარ
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ რასაცა გასცემ შენია! , რაც არა ხო ისედაც შენია smoke
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top