თბილისი:
მანჩესტერი:
29-05-2015, 10:11
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 1667,
კომენტარები: 8
იანგი: "ფეხბურთისგან კვლავ სიამოვნებას ვიღებ"
ეშლი იანგი ლუი ვან გაალის მადლიერია.
იანგი:
"მანჩესტერ იუნაიტედის" ვინგერმა ეშლი იანგმა ლუი ვან გაალს მადლობა გადაუხადა, რომელმაც ფეხბურთელს კარიერის "აღდგენაში" დახმარება გაუწია.

სეზონის ბოლო თვეებში 29-წლის ფეხბურთელი შესაძლოა "იუნაიტედის" საუკეთესო მოთამაშე იყო. კაპიტანმა უეინ რუნიმ წლის საუკეთესო ფეხბურთელის წოდებისთვისაც კი მისცა ხმა.

თავად იანგი კი აღიარებს, რომ მისი პროგრესი ვან გაალის ფილოსოფიასთან არის დაკავშირებული და ფეხბურთისგან კვლავ იღებს სიამოვნებას.

"ლუი ვან გაალთან ერთად მუშაობით შესანიშნავი გამოცდილება მივიღე. წინასასეზონო პერიოდიდან მოყოლებული მწვრთნელი თავისი ფილოსოფიისა და იმის შესახებ საუბრობდა, რის მიღწევაც სურდა მისით.

სხვადასხვა როლს ვასრულებდი და ეს ჩემთვის ახალი გამოცდილება იყო. ვერასდროს წარმოვიდგენდი საკუთარ თავს მარცხენა მცველად, მაგრამ ხანდახან მიხდებოდა იქ თამაში და ამისგან სიამოვნებას ვიღებდი.

ფეხბურთის თამაში კვლავ მსიამოვნებს. როცა ფეხბურთელი ხარ, გსურს, ყველა თამაშში მიიღო მონაწილეობა და გამონაკლისი არც მე ვარ. ამისგან სიამოვნებას ვიღებ, ფეხბურთის თამაშისგან მართლა ვიღებ სიამოვნებას, ყოველი ნათამაშები წუთით.

როცა მწვრთნელი შემადგენლობაში მაყენებს, მნიშვნელობა არ აქვს მარცხენა მცველი ვიქნები, მარცხენა ვინგერი თუ მთელ მარცხენა ფლანგს ჩავიბარებ, 100 პროცენტით ვიხარჯები.

როგორც უკვე ვთქვი, ნებისმიერ ფეხბურთელს რეგულარულად თამაში სურს და ამ სეზონში ეს შევძელი",
- განაცხადა იანგმა.

წყარო: manutd.com
ინტერვიუები
8 კომენტარი
№1
ავტორი: AkkRed
29 მაი 2015 10:18
  • სიახლეები: 74
  • კომენტარები: 4669
მევასები დუმბო ესე გააგრძელე love areyoukiddingme areyoukiddingme areyoukiddingme areyoukiddingme areyoukiddingme
0
№2
ავტორი: Goginashvili777
29 მაი 2015 10:18
  • სიახლეები: 425
  • კომენტარები: 1577
ვამაყობ შენით, აი ცრემლიც კი მომადგა. ამო დღეს ჩემთან, ერთი კარგად ჩავსკდეთ მე დაშენ, როგორც ვიცით ხოლმე 3d_6
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ რასაცა გასცემ შენია! , რაც არა ხო ისედაც შენია smoke
№3
ავტორი: Manchester_M
29 მაი 2015 10:25
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 4027
ვინც არ უნდა მოიყვანონ მარცხენა ფლანგზე ვფიქრობ იანგზე მოუწევს დროის დათმობა ლუის მაგარი დაევასა ეს როგორც ჩანს
0
№4
ავტორი: RojoDiablo
29 მაი 2015 10:25
  • სიახლეები: 7065
  • კომენტარები: 8687
რაც მართალია, მართალია, მაგრამ მომდევნო სეზონში შენს პარტნიორს თუ ექნება პროგრესი შენზე მეტ სარგებელს მოგვიტანს დარწმუნებული ვარ.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№5
ავტორი: Goginashvili777
29 მაი 2015 10:25
  • სიახლეები: 425
  • კომენტარები: 1577
Manchester_M,
რატო არ დაევასებოდა რა, ვერ ითამაშა თუ ვიზუალური მხარე არ უვარგა ? lol
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ რასაცა გასცემ შენია! , რაც არა ხო ისედაც შენია smoke
№6
ავტორი: chudikone
29 მაი 2015 11:31
  • სიახლეები: 385
  • კომენტარები: 3206
ზატო ჩვენ გვტანჯავ
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
I saw my mate The other day, He said to me I’ve seen the white Pele
So I asked who is he, He goes by the name of Wayne Rooney.
Wayne Rooney
Wayne Rooney
He goes by the name of
Wayne Rooney!
№7
ავტორი: Mufc7
29 მაი 2015 12:02
  • სიახლეები: 31
  • კომენტარები: 3018
Goginashvili777,
mocking2
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Money can't make history, history makes only legend, legend is only love. Love is MANCHESTER UNITED!
№8
ავტორი: GeorgeBest
29 მაი 2015 15:58
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
ვან გაალის დამსახურებაა დღეს ესე რო ათამაშდა. მოიესიც ენდობოდა მარა იმას რო აკრიტიკებდა ვინმე ეგრევე ცვლიდა აზრს, პერსი მოედნიდან ვერ გაყავდა იმიტომ რომ გულშემატკივარი გაუბრაზდებოდა და ამბები

არ მაქვს ამის იმედი მარა დღეს ფლანგზე ერთადერთი ნათელი წერტილია რაც არ უნდა ცუდად ჟღერდეს wink
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top