თბილისი:
მანჩესტერი:
30-08-2015, 15:31
ავტორი: Jubo,
ნანახია: 2178,
კომენტარები: 7
კარაგერმა ბლინდი-სმოლინგის დუეტი შეაფასა
"ლივერპულელი" ლეგენდა "იუნაიტედის" დაცვის ხაზზე საუბრობს
კარაგერმა ბლინდი-სმოლინგის დუეტი შეაფასა
Sky Sports-ის ექსპერტი და "ლივერპულის" ყოფილი მცველი, ჯეიმი კარაგერი ირწმუნება, რომ კრის სმოლინგმა და დეილი ბლინდმა მყარი ცენტრალური დაცვითი ხაზი შექმნეს. "იუნაიტედმა" მიმდინარე სეზონში ხუთი მატჩი ჩაატარა და მხოლოდ ერთ ბურთი გაუშვა, ისიც მაიკლ კერიკის ავტოგოლით. ბლინდმა გასული სეზონი ნახევარდაცვაში ჩაატარა, თუმცა ჯონსის ტრავმის გამო მას კრის სმოლინგთან მოუწია დაცვის ცენტრში თამაში.

"დაცვის ხაზში კრის სმოლინგის და დეილი ბლინდის პარტნიორობა საიმედოდ გამოიყურება, მიუხედავად იმისა, რომ ბლინდის მიმართ კითხვები ჩნდებოდა გარკვეული შეცდომების გამო. მათი დუეტი ძლიერი და უსაფრთხოა. ხუთი მატჩიდან ერთი გაშვებული გოლი, ეს მათთვის შესანიშნავი შედეგია. ზოგიერთი "იუნაიტედს" აკრიტიკებს, მაგრამ ცხრიდან შვიდი ქულის აღება სეზონის დასაწყისში ნამდვილად კარგი შედეგია. მოგვიანებით გულშემატკივარი მეტს მოითხოვს გუნდისგან, მაგრამ ამ ეტაპზე, მათი თამაშის ხარისხი დამაკმაყოფილებელია, შედეგი კი ყოველთვის უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე თამაში." - დაასრულა კარაგერმა.

კრის სმოლინგმა "იუნაიტედის" თავკაცის ნდობა დაიმსახურა და ის უკვე გუნდის მესამე კაპიტანია.
"სმოლინგი უკვე "იუნაიტედის" მესამე კაპიტანია, ეს კი იმას ნიშნავს, რომ რუნის და კერიკის არყოფნისას, გუნდის ლიდერი ის იქნება. მას მოუწევს სათამაშო თვისებებთან ერთად ლიდერის შესაძლებლობებიც განავითაროს" - ამბობს ლუი ვან გაალი.

სმოლინგი-ბლინდის დუეტს მომდევნო გამოცდის ჩაბარება დღეს, "სუონსისთან" გასვლით მატჩში მოუწევთ.

წყარო: skysports.com
ინტერვიუები
7 კომენტარი
№1
ავტორი: Jubo
30 აგვისტო 2015 15:38
  • სიახლეები: 506
  • კომენტარები: 1947
არმგონია ჯონსმა ადგილი დათმოს. ფერგი ავტობიოგრაფიულ წიგნში წერს, მომავალში იუნაიტედის დაცვაში სმოლინგი-ჯონსის ან ჯონსი-ევანსის დუეტს ვხედავო. ევანსი წავიდა, ბოსის სიტყვა კანონია ჯონსი-სმოლინგის დუეტი გახდება ჩვენი ახალი კედელი smoke
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
Giggsy 13
Gerrard 0
№2
ავტორი: RedGirl
30 აგვისტო 2015 15:42
  • სიახლეები: 893
  • კომენტარები: 1384
ჯონსი აუცილებლად იბრძოლებს და გარდა მაგისა მგონია რომ ახალ მცველსაც დადებს ვან გაალი და იქნებ გვეშველოს რამე
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
№3
ავტორი: GeorgeBest
30 აგვისტო 2015 15:46
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
ბლინდმა მშვენივრად გაართვა თავი თავის საქმეს მარა დიდ გუნდებთან და ისეთ ფორვარდებთან რომლებიც მააგზე ორჯერ დიდები არიან რამის მაგრად გაუჭირდება. ბენტეკემ როგორც ათრია არსენალის დაცვა, მხრით რო ვერც ერტი ჯობნიდა ეგრე იქნება ამის შემთხვევაშიც
0
№4
ავტორი: ViDa
30 აგვისტო 2015 16:02
  • სიახლეები: 132
  • კომენტარები: 450
დღეს ვნახავთ ამათ დუეტს როგორია და ინდივიდუალურადაც დავინახავთ რა შეუძლიათ. არამგონია მარტივად გაართვან დღეს საქმეს თავი
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
"My greatest challenge is not what’s happening at the moment, my greatest challenge was knocking Liverpool right off their fuckinging perch. And you can print that."
№5
ავტორი: love united
30 აგვისტო 2015 17:45
  • სიახლეები: 304
  • კომენტარები: 5069
სმოლინგიშე რა მცველი დადგა :D
0
№6
ავტორი: ვახო ( G G M U)
30 აგვისტო 2015 18:05
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4327
სმოლიმგზე ორი აზრი არ არის, რომ ყველაზე მაგარი მცველია დღეს იუნაიტედში, მაგრამ ბლინდი მაინც სუსტია მიუხედავად იმისა რომ წინა მატჩები ასე თუ ისე კარგად ჩაატარა. თუ არჩევანზე მიდგა საქმე მე როხოს ავირჩევდი, ვიდრე ბლინდს.
0
№7
ავტორი: Mufc7
1 სექტემბერი 2015 12:00
  • სიახლეები: 31
  • კომენტარები: 3018
RedGirl,
ჰუმელსი recourse
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Money can't make history, history makes only legend, legend is only love. Love is MANCHESTER UNITED!
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top