თბილისი:
მანჩესტერი:
17-04-2016, 11:07
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2089,
კომენტარები: 7
ვან გაალი მატჩის შემდგომ
ლუი ვან გაალის კომენტარი "ასტონ ვილასთან" გამარჯვების შემდეგ.
ვან გაალი მატჩის შემდგომ
ლუი ვან გაალი "ასტონ ვილას" დამარცხების შემდეგ "მანჩესტერ იუნაიტედის" ოფიციალურ ტელევიზიას ესაუბრა.

მთელი მატჩის მიმოხილვა

"ჩვენი საუკეთესო თამაში ნამდვილად არ იყო და ამას თავადაც ნახავდით. ვფიქრობ, ზედმეტად ნელა ვითამაშეთ და ეს რთულიც იყო, რადგან ძალიან დაცვით და კომპაქტურად გვეთამაშნენ. ამიტომაც საჭიროა უფრო სწრაფი თამაში, ბურთის უფრო სწრაფად გადაადგილება და ასე შემდეგ. პირველ ტაიმში ორი გოლის გასატანად საკმარისი შანსები შევქმენით და ეს რომ მომხდარიყო, "ვილას" ფეხბურთელების მოტივაცია დაეცემოდა და მატჩიც უფრო ადვილი იქნებოდა. თუმცა ასე არ მოხდა- ვერ გავიტანეთ, საბოლოოდ კი კინაღამ ფრე ვითამაშეთ, რაც კარგი არ არის."

რეშფორდის ჭკვიანური გოლი

"ძალიან კარგი მოძრაობა იყო, უნდა ვთქვა, რადგანაც პირველი ბურთისთვის შეირბინა და შემდეგ დასწრებაზე ითამაშა, დიდი სივრცე არ ჰქონდა. ანტონიო ვალენსიამაც კარგად ითამაშა, რომ ეს დაინახა, რეშფორდმა კი ძალიან კარგი და მნიშვნელოვანი გოლი გაიტანა."

რუნის თამაში

"ის პასი (გოლის გატანის მომენტში) ფანტასტიკური იყო. ბევრ გრძელ პასებს აკეთებდა. ვფიქრობ, ძალიან კარგი პირველი ტაიმი ჩაატარა, მაგრამ მეორეში უკვე დაიღალა. ბურთს კარგავდა ზედიზედ რამდენიმეჯერ, მაგრამ ეს ლოგიკურია, როცა ორი თვე არ გითამაშია და არც გივარჯიშია. პრემიერ ლიგის რიტმთან შეგუება რთულია."

მატჩის მიწურულს "ვილას" გათანაბრება შეეძლო

"მემფისსაც შეეძლო გატანა, როცა მეკარემ და ძელმა ბურთი აიღო. მატჩებს უფრო მალე უნდა ვასრულებდეთ. ეს რომ გაგვეკეთებინა, "ვილას" მოტივაცია დაეცემებოდა. მატჩის დასრულება უნდა შეგეძლოს, მაგრამ ჯერ კიდევ იყო მოტივაცია და "ვილას" გატანა შეეძლო."

წყარო: manutd.com
ინტერვიუები
7 კომენტარი
№1
ავტორი: Iunaitedi
17 აპრილი 2016 11:11
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1311
წადი შენი დედაც მოვ##ან. არც წამიკითხია ეს სიახლე რა აზრიაქვს ისევ ერთიდაიგივეს ამბობს.
თუმცა ასე არ მოხდა- ვერ გავიტანეთ, საბოლოოდ კი კინაღამ ფრე ვითამაშეთ jackie
0
№2
ავტორი: RojoDiablo
17 აპრილი 2016 11:21
  • სიახლეები: 7065
  • კომენტარები: 8687
როგორი იმედი მქონდა, რომ ჩელსი სიტისთან არ წააგებდა, მაგრამ... ეგ მატჩი ჩვენთვის გადამწყვეტი იქნება, ჩემი აზრით. 4 ქულას აღარ დაკარგავს სიტი და საკითხავია, ჩვენც მოვიპოვებთ თუ არა ყველას
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№3
ავტორი: Memphis_Depay
17 აპრილი 2016 11:25
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 405
როდის მოგვშორდება ნეტა?! sad ეხლა დეპაიმ რომ ააცილა ბოლოს დარწმუნებული ვარ აღარ ათამაშებს და ლინგარდს დააყენებს ძირითადში !!!! როცა გუშინ დეპაი შეიძლება არ ბრწყინავდა მაგრამ ლინგარდივით მკვდარი და სუსტი არაა !! belay
0
№4
ავტორი: Lady in red
17 აპრილი 2016 11:33
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 523
ორი წელია ჩვენთან არის და ვერ გავიგე რა უნდა
0
№5
ავტორი: chudikone
17 აპრილი 2016 12:08
  • სიახლეები: 385
  • კომენტარები: 3206
თვითონაც არ იცის როგორ მოვიგეთ
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
I saw my mate The other day, He said to me I’ve seen the white Pele
So I asked who is he, He goes by the name of Wayne Rooney.
Wayne Rooney
Wayne Rooney
He goes by the name of
Wayne Rooney!
№6
ავტორი: ვახო ( G G M U)
17 აპრილი 2016 12:12
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4327
არც თამაში იყო გადასარევი და აცრ ანგარიში რა თქმა უნდა. რაც მთავარია სიტიმ მოიგო და ამ მოგებით უფრო დაგვაშორა ოთხეულს. recourse
0
№7
ავტორი: GeorgeBest
17 აპრილი 2016 14:32
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
რეშფორდმა კარგად ითამაშა იმ ეპიზოდში თუმცა არც მეკარემ დააკლო
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top