თბილისი:
მანჩესტერი:
6-07-2016, 19:43
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 4098,
კომენტარები: 17
მოურინიო: "რატომ შევიძინე მხითარიანი"
ჟოზე მოურინიო ტრანსფერის მიზეზი ახსნა.
მოურინიო:
"მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარმა მწვრთნელმა კლუბის ოფიციალურ ტელევიზიას განუცხადა, თუ რატომ შეიძინა სომეხი შემტევი ჰენრიხ მხითარიანი.

მხითარიანის ტრანსფერი "ბორუსიადან" "იუნაიტედში" ოთხშაბათს დადასტურდა და ის მესამე ახალწვეულია მიმდინარე სეზონში.

ინტერვიუს მიცემისას მოურინიომ 27 წლის ფეხბურთელის შესანიშნავი შედეგები მიმოიხილა და მის უნარებზე ისაუბრა.

"პირველ ყოვლისა, ნება მომეცით ვთქვა, რომ ჩვენ მოვიყვანეთ ფეხბურთელი, რომელიც საფრანგეთის ჩემპიონატში საუკეთესოდ დასახელდა, შემდეგ კი მიკი, რომელიც ბუნდესლიგაში დაასახელეს საუკეთესოდ.

იგი აღიარეს არა გულშემატკივრებმა, არა ჟურნალისტებმა, არამედ მისმა კოლეგებმა და ეს უფრო ბევრს ნიშნავს, ჩემი აზრით, რადგან, როცა შენივე კოლეგები გირჩევენ, მეტად მნიშვნელოვანია.

მიკი ფანტასტიკური ფეხბურთელია და რაც ყველაზე მეტად მომწონს, უდავოა - გოლების რაოდენობა, რომელიც მან გაიტანა ნახევარდაცვაში თამაშით. ერთ სეზონში მის მიერ გატანილი გოლები ძალიან ბევრია მისთვის, ვინც თავდამსხმელი არ არის. საგოლე გადაცემების რაოდენობაც ძალიან ცხადია, რადგან მის კრეატიულობას, მის ხედვას, მის კოლექტიურ თამაშს უსვამს ხაზს და ჩვენი მსგავსი კლუბისთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანია.

დომინირებას ვეცდებით და შევძლებთ კიდეც. რა თქმა უნდა, დავუპირისპირდებით გუნდებს, რომლებიც დაცვიდან თამაშობენ და ასეთ დროს მისი უნარები ძალიან დაგვეხმარება. ბურთით და ბურთის გარეშე სიჩქარეს იცვლის და ეს ჩვენნაირი კლუბისთვის ძალიან მნიშვნელოვანია",
- განაცხადა პორტუგალიელმა.



წყარო: manutd.com
ინტერვიუები
17 კომენტარი
№11
ავტორი: Legend Sir Alex
6 ივლისი 2016 21:57
  • სიახლეები: 176
  • კომენტარები: 696
კარგი ტეხნარია და მოუ ამას სათანადოდ გამოიყენებს
0
№12
ავტორი: t123123
6 ივლისი 2016 21:58
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 381
მინდა რომ მჯეროდეს wink
0
№13
ავტორი: უეინ რუნი
6 ივლისი 2016 23:57
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 246
მაგარი ტექნიკურია და გამოგვადგება
0
№14
ავტორი: MEMPHIS 7
7 ივლისი 2016 00:47
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 848
10ზე შეუდარებელია ეს ბიჭი
0
№15
ავტორი: stepno
7 ივლისი 2016 03:06
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4336
Ubralod ratoo ar undaa daineroo am bichiss imitom rom somexiaa??? Dzaliann magariiaa dzaliannn magrad gamiswordaa raa
0
№16
ავტორი: jokero89
7 ივლისი 2016 12:53
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 260
საფრანგეთში არა იტალიაში გახდა საუკეთესო ფეღბურთელი lol
0
№17
ავტორი: Best 7
7 ივლისი 2016 17:25
  • სიახლეები: 154
  • კომენტარები: 2717
ძალიან მაგარი ტრანსფერია და ჩვენს გუნდს ბევრ რამეს შემატებს
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top