თბილისი:
მანჩესტერი:
23-02-2015, 21:28
ავტორი: Wardell,
ნანახია: 1728,
კომენტარები: 6
ვენგერი: "ყველაფერს გავაკეთებთ მათ დასამარცხებლად"
არსენ ვენგერი სათასო მატჩზე საუბრობს.
ვენგერი:
ლონდონის "არსენალის" მთავარმა მწვრთნელმა, არსენ ვენგერმა, GOAL-თან ინტერვიუში განაცხადა რომ, ის და მისი გუნდი გააკეთებენ ყველაფერს, რაც კი შესაძლებელია, რათა დაამარცხონ "მანჩესტერ იუნაიტედი" და გავიდნენ FA-ს თასის გათამაშების ნახევარფინალში.

ბოლო დროს, "მეთოფეები" ძალიან უნიათოდ გამოიყურებიან "ეშმაკებთან" მატჩებში, ბოლოს არსენ ვენგერის გუნდმა "წითლები" 2011 წელს დაამარცხა. ამის მიუხედავად ფრანგი სპეციალისტი იმედს არ ჰკარგავს და დიდი სურვილი აქვს ეს წარუმატებელი სერია შეწყვიტოს:

"ეს ძალიან საინტერესო და დაძაბული დაპირისპირება იქნება. ჩვენ ამ გათამაშების თასის მფლობელები ვართ და გვსურს ტიტულის დაცვა.

გასულ წელს, FA-ს თასზე ჩვენ მოგვიწია "ლივერპულის", "ევერტონის" და "ტოტენჰემის" წინააღმდეგ თამაში. მათი დამარცხება უნდა იცოდე და შეგეძლოს, თუკი წარმატების მიღწევა გსურს. ახლაც ძალიან კარგი შანსი გვაქვს და იმედი მაქვს ისევ ტრიუმფით დავასრულებთ გათამაშებას."


შეგახსენებთ "არსენალისა" და "მანჩესტერ იუნაიტედს" შორის გასამართი სათასო შეხვედრა 9 მარტს თბილისის დროით 23:45 გაიმართება, "ოლდ ტრაფორდზე".

წყარო: fapl.ru
ინტერვიუები
6 კომენტარი
№1
ავტორი: RojoDiablo
23 თებერვალი 2015 21:32
  • სიახლეები: 7065
  • კომენტარები: 8687
ბოლო დროს, "მეთოფეები" ძალიან უნიათოდ გამოიყურებიან "ეშმაკებთან" მატჩებში,


ნამდვილად, მაგრამ ადრე თუ გვიან ყველაფერი სრულდება და არსენალი ახლა ძალიან კარგ ფორმაშია. თუ ისე ვეთამაშებით, როგორც წელს ემირეიტსზე, შეიძლება დე ხეამ ვეღარ გვიშველოს.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№2
ავტორი: GeorgeBest
23 თებერვალი 2015 21:41
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
გაგვიჭირდება მაგრად მარა იმედი მაქვს winked

ისევ იგივე ტაქტიკით უნდა ვითამაშოთ როგორც ემირეიტსზე, იმედია ამჯერად ნაკლებ შეცდომებს დაუშვებენ და დე ხეას ნაკლები სამუშაო იქნება
0
№3
ავტორი: გაბადაძე
23 თებერვალი 2015 23:01
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 743
Martalaia yvelaferi adre tu gvian sruldeba mara mainc chveni bulkebi arian. Da lui tu eqsperimentebs ar daiwyebs da yvelas tavis adgilas atamashebs 99% darwmunebuli var ro movigebt mitumetes saxshi vtamashobt . Tan kargaxania es tasi ar mogvigia da wels amis mogebis garda sxva ramis mogebis shansi mainc ar gvaq
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ g.gabadadze
№4
ავტორი: Blind
24 თებერვალი 2015 00:58
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 216
ამ თამაშზე შეკრება კარგი იქნებოდა მაგრამ გვიანია :/
0
№5
ავტორი: Mufc7
24 თებერვალი 2015 02:58
  • სიახლეები: 31
  • კომენტარები: 3018
აუ, 8-2 შევახსენოთ ,მინდაა:დ ახლა გამოვასწოროთ და ის ორიც არ გავატანინოთ:დ
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Money can't make history, history makes only legend, legend is only love. Love is MANCHESTER UNITED!
№6
ავტორი: AkkRed
24 თებერვალი 2015 10:56
  • სიახლეები: 74
  • კომენტარები: 4669
იმის მიხედვით თუ რა თამაშს ვთამაშობთ წესით 20-80%-ზე უნდა იყოს არსენალის სასარგებლოდ, მაგრამ რადგან ოლდ ტრაფორდზეა თამაში და მაინც ჩვენთან ყოველთვის უჭირთ 50-50ზე იქნება მოგების პროცენტული მაჩვენებელი.


იმის იმედით რომ გიბსი ისევ შეცდომას დაუშვბებს და დე ხეა იბრწყინებს ძალიან სანერვიულო თამაში გვექნება. ნახევარდაცვა უეჭველი ძლიერი გვჭირდება თორე არსენას კაი ნახევარდაცვა ყავს და გაგვარღვევენ.
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top